31.03.2015

"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები. ბუნების კაცი არნოლდ გეგეჭკორი


ბევრი გაიკვირვებს, ვიცნობთ აბა არ ვიცნობთ, ის ხომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და თანაც ბავშვობიდან მის სატელევიზიო გადაცემა "ბუნების კარზე" გავიზარდეთო?... მეც მეგონა რომ ვიცნობდი... მეგონა, რომ ის მხოლოდ დიდი მეცნიერი და კარგი ორატორია, მეგონა, რომ, როგორც ბევრი სხვა, მხოლოდ პატიოსნებით, ადამიანობით და უკიდეგანო განათლებით გამორჩეული პიროვნებაა, მაგრამ შევცდი.... ის ჩემი მეგობარი ყოფილა ისევე, როგორც თქვენი მეგობარიც არის და ახლავე გეტყვით, რატომ...

"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები. თემურ გუგუშვილი

"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები. რეზო ჩხეიძე


"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები გივი თოიძე

"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები. ანზორ ერქომაიშვილი

"ქართული ერთობის დარბაზის" . დამფუძნებლები. ქართული პოეზიის არწივი -ტარიელ ხარხელაური

"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები: „მფრინავი ვეფხვი“-ომარ მხეიძე

Gnnews.ge-მადლობას უხდის პაატა ტეტუნაშვილს ფილმის მოწოდებისთვის. ქართული ქორეოგრაფიის ცოცხალი ლეგენდა… “სუხიშვილების” ცოცხალი მემატიანე… დიდი ნინო რამიშვილის უცვლელი პარტნიორი… კაცი, რომელსაც მსოფლიო ტაშს უკრავდა… ბრავო, ომარ! ფილმის რეჟისორი: პაატა ტეტუნაშვილი

"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები: რომან რურუა

(ვიდეო) "ქართული ერთობის დარბაზი" თამაზ გაგუასთან

28.03.2015

„ქართული ერთობის“ კონგრესი გათითოკაცებული სიკეთის შეკვრისა და ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად


კონგრესის გადაწყვეტილებები


27 მარტს, გელათისა და თბილისის შემდეგ, ბათუმის ისტორიულ ბულვარში განთავსებულ საზაფხულო თეატრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის“ ბათუმის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აჭარიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა 1500-ზე მეტმა მეცნიერების კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის წარმომადგენელმა .

26.03.2015

ხვალ ბათუმში „ქართული ერთობისდარბაზის“ კონგრესი იმართება


 ხვალ, 27 მარტს 16 საათზე  ბათუმის ისტორიულ ბულვარში განთავსებულ საზაფხულო თეატრში გაისნება ბათუმის კონგრესი, რომლის მუშაობაში აჭარიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 1500-ზე მეტი მეცნიერების კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

(adjaraps)ქართული ერთობის დარბაზი“ აჭარაში


ქართული ერთობის დარბაზი - adjaraps    საზოგადოებრვი მოძრაობა „ქართული ერთობის დარბაზის“ ლიდერები პროფესორი რამაზ ლომინაძე და საზოგადო მოღვაწე თემურ შაშიაშვილი აჭარაში საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ, დღეს დილით მათ სასტუმრო „მაილოს“ დარბაზში საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გამართეს, შემდეგ მოძრაობის აქტივისტებთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოინახულეს პატრიარქტის მუზეუმი და შეხვდნენ მუზეუმის დამაარსებელ ოთარ გაგუას. საღამოს თემურ შაშიაშვილი და რამაზ ლომინაძე ქობულეთის საზოგადოებასაც შეხვდნენ, სადაც მოძრაობის სამომავლო მიზნებსა და იდეაზე ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ნიაზ ბოლქვაძე და წევრები. დღესვე მოგვიანებით, „ქართული ერთობის დარბაზის“ წარმომადგენლები შეხვედრას ხელვაჩაურში გამართავენ.

(gnnews.ge)„კონგრესი ესაა ქართული გზის ძიება თანამედროვე მსოფლიოს პირობებში!”

10892014_10202873112507803_3750662269707613995_n

25.03.2015

ქართული ერთობის კონგრესი აჭარაში 25,26, 27 მარტი


„ქართული ერთობის“ კონგრესი გათითოკაცებული სიკეთის შეკვრისა და  ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად

გელათისა თბილისის შემდგომ, კონგრესი მუშაობას აგრძელებს ბათუმში.

  • ·         კონგრესი  შეფასებას მისცემს ყველაფერ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში და გამოკვეთს სხვა გზას;

ქართული ერთობის კონგრესი აჭარაში 25- 27 მარტს (პრესრელიზი)


ქართული ერთობის“ კონგრესი გათითოკაცებული სიკეთის შეკვრისა და ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად 


გელათისა თბილისის შემდგომ, კონგრესი მუშაობას აგრძელებს ბათუმში. 27 მარტს 16 საათზე ბათუმის ისტორიულ ბულვარში განთავსებულ საზაფხულო თეატრში გაიხსნება „ქართული ერთობის დარბაზის“ ბათუმის კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 1500 ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

16.03.2015

ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესი. დეკლარაცია


 - კონგრესის უმაღლესი მიზანია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ქრისტიანულ იდეალებზე და ქართულ ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული დიდი ეროვნული თანხმობის მიღწევა; ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად სოციალური თუ საზოგადოებრივი სტატუსისა, უნდა იკისროს სოლიდარული პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და მის შეცვლაზე.

15.03.2015

ვის გაუბრაზდებოდა დღეს ჯარისკაცის მამა? - „ქართული ერთობის კონგრესის" ყრილობა

ვის გაუბრაზდებოდა დღეს ჯარისკაცის მამა? - ქართული ერთობის კონგრესის ყრილობა [ვიდეო/ფოტო]

რუსთაველის სახელმწიფო თეატრში "ქართული ერთობის კონგრესის" ყრილობა გაიმართა, რომელსაცქართული ერთობის დარბაზის წევრები ესწრებოდნენ.
ქართული ერთობის კონგრესის სხდომა
ქართული ერთობის კონგრესის სხდომა

ამ საზოგადობეირვი მოძრაობის დამფუძნებლები არიან რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი. ყრილობაზე მოქმედების მანიფესტი მიიღეს, რომელმაც, დარბაზის წევრების განცხადებით, ქვეყნის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. დარბაზის წევრები შემოდგომისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიღებასაც აპირებენ, რომელმაც, მათი თქმით, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა უნდა უზრუნველყოს. მომდევნო კონგრესი ბათუმში გაიმართება 26 მარტს.

ქართული ერთობის კონგრესის სხდომა
ქართული ერთობის კონგრესის სხდომა


ყრილობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, ბიძინა ივანიშვილი და ილია მეორეც მიიწვიეს, თუმცა ისინი ღონისძიებას არ დასწრებიან.



პროფესორ ლევან სვანაძის პოზიცია (ახალგაზრდული თეატრი)


ჩვენ ვერ ვიტყვით უკეთესად, ვიდრე ქართული ერთობის დარბაზისადმი და „მოქმედების მანიფესტისადმი“ გამოხატა ჩვენმა ქალაქელმა, ჯონ კენედისა და მარგარეტ ტეტჩერის პირადმა მეგობარმა, უინსტონ ჩერჩილისა და ზოგადად,  ანგლო-ამერიკული სამყაროს პოლიტიკურ პარტიათა მსოფლიოში აღიარებულმა მკვლევარმა, პროფესორმა ლევან სვანაძემ

ინფორმაცია ტეკევიზია "ქართულის" აქციების შეძენის მსურველთათვის




ერთი  აქციის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.

მისი შეძენა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, საქართველოში და მსოფლიოს ნებმისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ვალუტაში.

გამოხმაურება მადრიდიდან



მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ქართული ერთობის დარბაზის თბილისის კონგრესს !  მოგილოცავთ ამ დღეს და გამოვხატავ სრულ მხარში დგომას ჩვენი ერისთვის საკეთილდღეო საქმეში. 

(gnnews.ge) რამაზ ლომინაძე:-„ბატონებო, დაგვრჩა ერთი დიდი გადაწყვეტილების მიღება“



10403469_678645518931058_5569635486836580704_n  დავით აღმაშენებლის დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს – 8 თებერვალს, გელათში გახსნილმა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესმა, 9 მარტს, მუშაობა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. კონგრესს 1000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, ძირითადში მეცნიერების, კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის წარმომადგენლები.

ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“




ჩემო მეგობარო,

ყოველნაირი სიკეთისა და სიმდიდრის დაგროვება შემეძლომეც დავაგროვე...
ჩემი სიმდიდრე - განვლილი გზაახალხის სიყვარულიარომელმაც ამ ასაკამდე მომაღწევინაჩემი სიმდიდრე ჩემი ფილმებიამათ შორისაა უკვე 50 წლის  „ჯარისკაცის მამა“.

ძვირფასო მეგობარო



ძვირფასო მეგობარო
დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ „ქართული ერთობის“ კონგრესის მუშაობაში.
დაიწყო დიდი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესთან, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისობის დღეებში გაიმართება. ამ ისტორიულ ფორუმს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ მომავლის საქართველოს პროგრამა, თქვენ შეგიძლიათ თქვენი თანადგომით   ფასდაუდებელი წვლილი შეიტანოთ კონგრესის მუშაობაში სამი მიმართულებით:

(Свободная Грузия) Резо Чхеидзе: СПЛОЧЕННОСТЬ – это то, чего нам часто не хватает!



В канун конгресса “Дарбази (Палаты) грузинского единства” мы побеседовали с руководителем “Дарбази”, известным грузинским кинорежиссером Ревазом Чхеидзе

МАНИФЕСТ ДЕЙСТВИЙ: ОДНА РОДИНА, ЕДИНЫЙ НАРОД, ОБЪЕДИНЕННОЕ ГОСУДАРСТВО

Мы, нижеподписавшиеся, все те, кого объединяет великая цель: “Одна родина, единый народ, объединенное государство”, от имени “Дарбази (Палаты) грузинского единства” во всеуслышание заявляем, что на сегодняшний день для нашего отечества главное - утверждать грузинское мышление, защищать грузинские традиции, поддержать развитие всего грузинского.

13.03.2015

reportiori.ge) რამაზ ლომინაძე: გვაქვს პრეტენზია, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში

„ქართული ერთობის დარბაზის“ წევრებმა ლეონ ფირცხალავამ, რამაზ ლომინაძემ და ირაკლი მაჭავარიანმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, ორგანიზაცია აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ თავიანთი სამშობლო და სურთ უკეთესი მომავალი.

(რეპორტიორი) "ქართული ერთობის დარბაზის" პრესკონფერენცია

12.03.2015

13 მარტს 13 საათზე პრესკონფერენცია "რეპორტიორის" პრესკლუბში

თემა:  გამოსავალი - სხვა გზა!



13 მარტს, 13 საათზე რეპორტიორის პრესკლუბში  "ქართული ერთობის დარბაზის" წევრები: მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ ლომინაძე, მეცნიერი, თეოლოგი, ლეონ ფირცხალავა და კონფლიქტოლოგი, ირაკლი მაჭავარიანი გამართავენ  პრესკონფერენციას


დაიწყო დიდი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესთან“

  „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესმა, 9 მარტს, მუშაობა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. კონგრესს 1000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, ძირითადში მეცნიერების, კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის წარმომადგენლები.

11.03.2015

ერისა და ბერის საყურადღებოდ. "ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესი: გავერთიანდეთ და თავი დავიხსნათ ყალბი, გამოგონილი მეგობრებისაგან!




ქართული სახელმწიფოს გადარჩენისა და აღორძნების რეალური პროგრამა - ერთი წინადადებით ასე  შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ქართული ერთობის დარბაზის კონგრესზე გაცხადებული "მოქმედების მანიფესტი"
კონგრესის მორიგი სხდომა 9 მარტს გაიმართა  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. სხდომის გაცსნის პატივი სიმბოლურად მიენდო დიდ რეჟისორის და მამულიშვილის, მსოფლიო მშვიდობის ელჩის რეზო ჩხეიძის შვილიშვილს, ნინოს, რომელმაც მოგვიანებით სახელოვანი პაპის წერილი წაიკითხა. კონგრესის მონაწილეებისადმნი -" ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია "ქართულს" თუმცაღა ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ეს არის წერილი ყოველი ქართველისადმი, ამიტომაც დიდი რეჟისორის ძირითად სათქმელს უცვლელად გთავაზობთ. 

10.03.2015

"ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესი. მსვლელობა



https://scontent-fra.xx.fbcdn.net/hphotos-xfp1/v/t1.0-9/10403469_678645518931058_5569635486836580704_n.jpg?oh=144c572d6b19ef6a9fed70146fcf1417&oe=5576679Aდავით აღმაშენებლის დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს - 8 თებერვალს,  გელათში გახსნილმა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესმა, 9 მარტს, მუშაობა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. კონგრესს 1000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, ძირითადში მეცნიერების, კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის წარმომადგენლები.
გთავაზობთ კონგრესის სრულ მსვლელობას.

კონგრესის მიმართვა: ჩვენ ერთად ვამზადებთ ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს


ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესისათვის მზადების ფარგლებში, თბილისის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება,   საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაქსიმალური ჩართვის მიზნით. 
კონგრესის მონაწილეებისადმი გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში, რომელიც გააჟღერა ბატონმა რამაზ ლომინაძემ, ნათქვამია:  

"დაიწყო დიდი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესთან, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისობის დღეებში გაიმართება. ამ ისტორიულ ფორუმს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ მომავლის საქართველოს პროგრამა, თქვენ შეგიძლიათ თქვენი თანადგომით   ფასდაუდებელი წვლილი შეიტანოთ კონგრესის მუშაობაში სამი მიმართულებით:

ქართული ერთობის დარბაზის თბილისის კონგრესი: რეზო ჩხეიძის მიმართვა :კიდევაც დაიზრდებიან"


კონგრესის დასკვნით ნაწილში, ნინო ჩხეიძემ კონგრესს გააცნო ბაბუის, რეზო ჩხეიძის მიმართვა "კიდევაც დაიზრდებიან".

ბატონი რეზოს  მეტად ამაღლვებელ მიმართვაში ნათქვამია: 


"ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობა დღეს, დავაფუძნეთ“ქართული ერთობის დარბაზი“  - სიკეთისათვის ბრძოლის დარბაზი, რომელსაც უკვე შემოუერთდა უამრავი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაძლიერდება .

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ უამრავი მოაზროვნე   ადამიანის თანადგომით ჩვენ შევძელით შეგვექმნა „მოქმედების მანიფესტი“ და დაგვეწყო ფიქრი დიდ ქართულ პროექტზე „საქართველო დაჭრილი მზეა“  - გენიალურია გრ. რობაქიძის ეს ფრაზა, დღევანდელობის შესაბამისი.

ვამაყობ, რომ „მოქმედების მანიფესტს“ მოვაწერე ხელი. მწამს და მჯერა, 2014 წლის  23 ნოემბრიდან 2015 წლის 6 მაისამდე, გიორგობიდან - გიორგობამდე, ამ უაღრესად ღრმა და მომავლის საქართველოზე ორიენტირებულ ნააზრევზე უამრავი ადამიანი დატოვებს თავის ხელმოწერას.

ჩემი თაობის მეგობართა ფართო წრე, ბოლო წლებში, ბევრს ვფიქრობდით ასეთი დოკუმენტის შექმნაზე. ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა ლორთქიფანიძეს, მუხრან მაჭავარიანს, მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანს  და არა ერთ დიდ მოღვაწეს, ღამეები გვითენებია ამ საქვეყნო სატკივარზე ფიქრში.

ქვეყნის მდგომარეობის ტკივილი თან წაიღო სამმა  გენიოსმა, ჭაბუამ, მუხრანმა, გიგამ. დიდხანს მინდა ვიცოცხლო, ვიყო თქვენს გვერდით, ვიმოქმედოთ ერთად, რომ შევკრათ გათითკაცებული სიკეთე, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.
ეს არის ჩვენი  ანდერძი, ისეთივე მამა-შვილური, როგორიც ჩვენი მივიღეთ წინა თაობებისაგან. 

ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე  შემეძლო მავანთა ბოროტებისა და გულცივობის გამო ბევრი შემჯავრებოდა. ცუდზე ცუდითვე მეპასუხა, ვერავინ დამძრახდა. მაგრამ მამადახვრეტილი - არ გავბოროტდი. პირიქით, უფრო შევიყვარე ადამიანი.

ჩემი ხნის კაცს - ტყუილიც დაეჯერებაო. ვეცდები, დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილად მართალი სიტყვა გითხრათ: კარგად მოგეხსენებათ, ყოველნაირი სიკეთისა და სიმდიდრის დაგროვება შემეძლო. მეც დავაგროვე...

ჩემი სიმდიდრე - განვლილი გზაა;

ჩემი სიმდიდრე - ხალხის სიყვარულია, რომელმაც ამ ასაკამდე მომაღწევინა.
ჩემი სიმდიდრე  - ჩემი ფილმებია, “ჯარისკაცის მამაა“, რომლის 50 წელი სრულდება.
 ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც დღეს გამაჩნია, ტელევიზიაა, ჩვენთვის ყველასათვის სათაყვანებელი სახელით - „ქართული“  და მას დღეს გადავცემ „ქართული ერთობის დარბაზს“  - ანუ  მთლად საქართველოს.

 მომავალში ის გახდება საკუთრება ყოველი პიროვნებისა, ვინც შეიყვარებს, ვინც შეეხიდება, ვინც 1, 10 თუ 1 000  აქციის ფლობის სანაცვლოდ, გაიღებს თანხას ტელევიზიის შემდგომი გაძლიერებისათვის. ეჭვი არ მეპარება, რომ საერთო ძალისხმევით,  ტელევიზია „ქართულის“ განახლებული მაუწყებლობა მთელს საქართველოზე გავრცელდება, მაუწყებლობის პირველივე დღესვე  შევა ყველა ოჯახში და ახალ წელს მიულოცავს სრულიად საქართველოს, საქართველოს ყველა შვილს და მეგობარს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.  

ეს იქნება არა კოსმოპოლიტური, მასონური და საქართველოსათვის მავნე სხვა იდეების მქადაგებელი, არამედ, ცივილიზებულ სამყაროში საქართველოს და მისი ყველა ჭეშმარიტი  შვილის გამაერთიანებელი და წარმომჩენი ტელევიზია.

ეს იქნება დღეს თაობათა შორის ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორის ერთობის ტელევიზია.

ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, რომ ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია.

ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა მახარდაჭერით, ახალი წლიდან, საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას. არადა, ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახის გაძლიერება,  ყოველ გვარში მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.

 „პატივდების სიგელი“ - ხელმოწერილი უაღრესად ღირსეულ ქართველთა მიერ, როგორც თქვენს, ისე ჩემს ოჯახში დარჩება რელიქვიად მომავალი თაობებისათვის. რათა მათ იამაყონ ჩემთვის, ჩვენთვის „ქართული ერთობის დარბაზის“ მონიჭებული ამ ჯილდოთი.
დამერწმუნეთ, სახალხო აღიარებაზე ძვირფასი ჯილდო ქვეყნად არ არსებობს. ის ჩემზე და ჩვენზე მეტად, ჩვენი ოჯახების მომავალ თაობებს ეკუთვნით. შემთვევით როდია, პირველ გვერდზე დაჭრილი, მაგრამ ამობრწყინებული მზის ფონზე, ქართველი ხელოვანის შედევრის - ქართველი დედის და  ორი ბოკვერის კომპოზიცია ამოტვიფრული.

ჭეშმარიტად! – „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!“


რეზო ჩხეიძე

მშვიდობის მსოფლიო ელჩი"

"ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებ

          
        

     ქართული ერთობის დარბაზის თბილისის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება პატივდების სიგელით დედაეკლესიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაჯილდოების შესახებ,

     მიმართვის სიტყვა წარმოთქვა ქართული ერთობის დარბაზის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ყურაშვილმა:

რამაზ ყურაშვილის გამოსვლა


ძვირფასო მეგობრებო!

გილოცავთ კონგრესზე მობრძანებას და ჩვენს შეხვედრას.

დიდად საყვარელმა ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ჯარისკაცის მამის სახით შექმნა მსოფლიოს მამა, დიდი ღირსების მქონე ადამიანი, თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი, სამართლიანობისათვის მოტივირებული მედროშე, ვაზის- ყველაზე დიდი ფასეულის, ვაზის , როგორც მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლის სიმბოლოს დამცველი.

ჯარისკაცის მამის შექმნიდან ნახევარი საუკუნე გავიდა, საქართველომ სერიოზული წარმატებებს მიაღწია პოლიტიკისა კულტურის სფეროებში, მედიცინასადა სპორტში, ჯარისკაცის მამას გაახარებდა ყოველი წარმატების ნახვა, მაგრამ ის გაკვირვებნული დარჩებაოდა იმით, რომ ხელისუფლებასქართველ ხალხს შორის ხიდჩატეხილობაა. ჩინოვნიკების ახალი თაობის ნაწილს არ აინტერესებს საინტერესებს საკუთარი ხალხის გულის ტკივილი, ისინი გაუცხოვებულნი არიან ქართული საზოგადოებისაგაბ
ჯარისკაცის მამა ძალიან გაბრაზდებოდა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაწილმა დაკარგა პოლიტიკურ -ისტორიული მეხსიერება . შეგახსენებთ, რომ ამნეზიისაგან განკურნება შეუძელბელია, ამიტომ ბევრად სჯობს რისკის ფაქტორების დონეზე შევაჩეროთ.

"ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესის პოზიცია ქვეყნის უმძიმეს პრობლემასთან, უმუშევრობასთან დაკავშირებით


ქართული ერთობის კონგრესი მიიჩნევს,რ ომ უმუშევრობა არის ერთ-ერთი უმთავრესი, თუ პირველი არა, პრობლემა დღეს ჩვენი ქვეყნისათვის. იგი კონგრესისათვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

"ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესს წარედგინა"მოქმედების მანიფესტი"





მეცნიერმა, თეოლოგმა ლეონ ფირცხალავამ "ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესს წარუდგინა „მოქმედების მანიფესტი“

" ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „ქართულთან დაკავშირებით“



გადაწყვეტილება გააჟღერა "ქართული ერთობის დარბაზის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. ქართული ცეკვის მეფედ აღიარებულმა ომარ მხეიძემ

"ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესის გადაწყვეტილება მომავლის საქართველოს პროგრამის კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით



"კონგრესის უმაღლესი მიზანია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ქრისტიანულ იდეალებზე და ქართულ ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული დიდი ეროვნული თანხმობის მიღწევა; ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად სოციალური თუ საზოგადოებრივი სტატუსისა, უნდა იკისროს სოლიდარული პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და მის შეცვლაზე.

ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესი: უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის, პოლიტიკური ემიგრაციის და შრომით მიგრანტების პოზიცია




უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის, პოლიტიკური ემიგრაციის და შრომით მიგრანტების პოზიცია, წარმოადგინა შალვა აბაშიძემ, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში და რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა დევნილობიდან.   

"ქართველთათვის, ერთი განსაკუთრებული თვისება ანტიკური დროიდან მოყოლებული, გახლავთ მშობლიურ მიწასთან, მშობელ კუთხესთან განშორების სიმძიმე.

"ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესი: გადაწყვეტილება ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევის თაობაზე


გადაწყვეტილება წარადგინა "ქართული ერთობის დარბაზის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობაში, ბატონმა რომან რურუამ. 

რამაზ ლომინაძის გამოსვლა



ბატონებო, ჩვენ დიდი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები და ეს უნდა შევძლოთ მაქსიმუმ, საათნახევრის განმავლობაში. აქ უკვე ითქვა, და ითქვა ბრწყინვალედ, რომ ამ კონგრესმა უიმედობის და დეპრესიის ეპოქაში,  იმედის განწყობის ჩამოყალიბება უნდა შეძლოს. ქართული გამარჯვება ეროვნული იდეით გაერთიანებასთან არის დაკავშირებული.

ანზორ ერქომაიშვილის გამოსვლა


ბატონებო, მოგესალმებით და პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი პასუხისმგებლობით ვდგევარ ამ ტრიბუნასთან . ასეთივე განწყობით შევუერთდი „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს და მოვაწერე ხელი „მოქმედების მანიფესტს“.

რამაზ ყურაშვილის გამოსვლა



კონგრესს სიტყვით მიმართა "ქართული ერთობის დარბაზის" ვიცე-პრეზიდენტმა,  პროფესორმა, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წევრმა რამაზ ყურაშვილმა

"ბატონებო, მოგესალმებით. კარგად თქვა ნინომ, რომ ეს დიდი ქართული განწყობის დარბაზია და იმედისმომცემი.

მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის ცნობილ მოღვაწეებთან. ბატონებთან რეზო ჩხეიძესთან, ანზორ ერქომაიშვილთან, გივი თოიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან არნოლდ გეგეჭკორთან ერთად, ხელს ვაწერ ქართული ერთობის დაფუძნებას და ჩვენი კონგრესის განსახილველ მთავარ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტს“.

ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესი: ნინო ჩხეიძის სიტყვა



პირველი სიტყვით კონგრესს მიმართა "ქართული ერთობის დარბაზის" თავმჯდომარის, ცნობილი ქართველის რეჟისორის, მშვიდობის მსოფლიო ელჩის, რეზო ჩხეიძის შვილიშვილმა - ნინო ჩხეიძემ. 

"მე ვარ ნინო ჩხეიძე, ბაბუაჩემი - რეზო ჩხეიძე კინორეჟისორია. მამაჩემი, ბიძინა ჩხეიძეც კინორეჟისორია. მეც ამ გზით წავედი - კინორეჟისორი ვარ. მიუხედავად იმისა,რომ ჩემმა წინაპრებმა განსაკუთრებით, ბაბუაჩემმა რეზო ჩხეიძემ, ხალხის საყვარელი არაერთი ფილმი შექმნა - ჩვენი ოჯახის და ჩვენი გვარის დამსახურება  ქვეყნის წინაშე არის არა აღნიშნული, არამედ  ერთგულება, რომლითაც ვემსახურებით ჩვენს საყვარელ ხალხს და ქვეყანას. დღეს ამ დარბაზში, უამრავი გვარია წარმოდგენილი. ეს დიდი ქართული განწყობის დარბაზია. იმედისმომცემიც.

(gvnnews.ge)9 მარტს, 17 საათზე რუსთაველის თეატრში „ქართული ერთობის დარბაზის“ მორიგი კონგრესი გაიმართება

10352035_594752110647033_6512722414390711137_n

  დღეს, 17 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში „ქართული ერთობის დარბაზის“ მორიგი კონგრესი გაიმართება.
კონგრესზე მიღებული იქნება მოქმედების მანიფესტი.

03.03.2015

(medianews.ge)ქართული ერთობის კონგრესზე პატრიარქი და ივანიშვილი მიიწვიეს




„ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით ვიცე-პრეზიდენტებმა, რომან რურუამ და თამაზ ყურაშვილმა 9 მარტს თბილისში დაგეგმილ „ქართული ერთობის“ კონგრესზე მიიწვიეს საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

(sazogadoeba.ge) „ქართული ერთობის კონგრესზე “ილია მეორე, ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მიიწვიეს



"ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით ვიცეპრეზიდენტებმა, რომან რურუამ და თამაზ ყურაშვილმა 9 მარტს თბილისში დაგეგმილ „ქართული ერთობის“ კონგრესზე მოიწვიეს საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბატონი ბიძინა ივანიშვილი:
„დიდი პატივი გვერგო წილად, ჩვენი მეგობრების, მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეების, ბატონების: რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, თემურ გუგუშვილის, ომარ მხეიძის, არნოლდ გეგეჭკორის სახელით მოგიწვიოთ „ქართული ერთობის“ კონგრესზე, რომელიც შედგება 9 მარტს, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.

01.03.2015

წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს


"ქართული ერთობის დარბაზმა" 9 მარტს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაგეგმილ "ქართული ერთობის" კონგრესზე მოიწვია  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

მოწვევის  წერილში, რომელსაც ქართული ერთობის დარბაზის სახელით ხელს აწერენ ვიცე-პრეზიდენტები, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რომან რურუა და პროფესორი რამაზ ყურაშვილი, ნათქვამია:

ჩვენ, ხელისუფლება და ხალხი, ერთმანეთს ვჭირდებით! ჩვენ ჰარმონიზაციაზე ვსაუბრობთ!

ქართული ერთობის დარბაზმა 9 მარტს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაგეგმილ "ქართული ერთობის" კონგრესზე მოიწვია  საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი

მოწვევის  წერილში, რომელსაც ქართული ერთობის დარბაზის სახელით ხელს აწერენ ვიცე-პრეზიდენტები, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რომან რურუა და პროფესორი რამაზ ყურაშვილი, ნათქვამია:

მოწვევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს


ქართული ერთობის დარბაზმა 9 მარტს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაგეგმილ "ქართული ერთობის" კონგრესზე მოიწვია  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

მოწვევის  წერილში, რომელსაც ქართული ერთობის დარბაზის სახელით ხელს აწერენ ვიცე-პრეზიდენტები, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რომან რურუა და პროფესორი რამაზ ყურაშვილი, ნათქვამია: