დავით აღმაშენებლის დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს – 8 თებერვალს, გელათში გახსნილმა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესმა,
9 მარტს, მუშაობა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის
სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. კონგრესს 1000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა,
ძირითადში მეცნიერების, კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის
წარმომადგენლები.
ქართული ერთობის დარბაზის“ მორიგი კონგრესი 27 მარტს ბათუმში გაიმართება.
ბათუმის კონგრესზე ხაზგასმა გააკეთა მეცნიერებათა დოქტორმა რამაზ ლომინაძემ და განაცხადა:
-„დღემდე, დამფუძნებლების, მართლაც დიდი
მამულიშვილების სახელით და საქმეებით მოვედით. დღეს ბევრნი გავხდით. ჩვენი
ზრდის პროცესი არნახულად გაიზრდება. ამ საქმეს სჭირდება ორგანიზაცია. ჩვენ
ასე ვფიქრობთ: დიდ საბჭოში ვთხოვოთ ჩვენი ქვეყნის ცნობილ მოღვაწეებს, დიდ
მამულიშვილებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, მოვიწვიოთ ყველა თაობის კარგი
ორგანიზატორები. ამის თაობაზე, გთხოვთ თქვენი მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ
25 მარტამდე იმ მისამართებზე, რომლებიც მინიშნებულია თქვენთვის გადმოცემულ
ფურცლებზე. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ბათუმის კონგრესზე 27 მარტს,
დავამტკიცოთ იმ გუნდის შემადგენლობა, რომლის მიმართ საქართველოს
მოსახლეობის, ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს შვილების ნდობა მაღალი
იქნება. ეს იქნება გუნდი, რომელიც მოამზადებს ყოველთა ქართველთა და
საქართველოს მეგობართა ოქტომბრის მსოფლიო კონგრესს. მანამდე კი, ამ
პორცესის ხელმძღვანელობა ვთხოვოთ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს
და „ქართულის“ საბჭოს.
დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციას იზიარებთ. ჩვენ
ერთად უნდა შევქმნათ ავტორიტეტული და საქმით სავსე გუნდი. ბატონ რეზო
ჩხეიძეს მიაჩნია, რომ ამ გუნდის სათავეში უნდა იყოს ყველასათვის საყვარელი
მერაბ ბერძენიშვილი“.
წყარო: http://gnnews.ge/?p=7048
Комментариев нет:
Отправить комментарий