15.03.2015

გამოხმაურება მადრიდიდან



მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ქართული ერთობის დარბაზის თბილისის კონგრესს !  მოგილოცავთ ამ დღეს და გამოვხატავ სრულ მხარში დგომას ჩვენი ერისთვის საკეთილდღეო საქმეში. 

აგერ უკვე 20 წელი გაფრინდა, რაც სამშობლოს მოწყეტილი ვარ და ჩემი გული და სული ნოსტალგიით არის დამძიმებული, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე არ ვითარდება როგორც საზოგადოება იმედის თვალით უყურებდა და დიდი ენთუზიაზმით აძლევდა ხმას განახლებულ საქართველოს.

 ამ მამათა და შვილთა ბრძოლაში, რომელიც საუბედუროდ დაემთხვა მსოფლიო გეოპოლიტიკური ინტერესების ბრძოლას, საქართველოში იკარგება და ნადგურდება ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. ამ სამებაზე იყო დაფუძვნებული ჩვენი ერის დიდება მთელი ისტორიის მანძილზე, ეს დაუშვებელია და ითხოვს სასწრაფო ზომების მიღებას და შველას, რომ უახლოეს ხანებში შეუძლებელი არ აღმოჩნდეს საქმის გამოსწორება... 

მინდა მადლობა მოვახსენო  ინტელიგენციის  საზოგადოების იმ  ნაწილს, რომლებიც სათავეში უდგანან ამ ფრიად მამულიშვილურ იდეის განხორციელებას, რომ ერმა და საქართველოს ხალხმა სწორი მიმართულება დაისახონ ახალი მსოფლიოს ახალ სივრცეში.

მომღერალი ვალერიანო ნუგზარ გამგებელი, 
 2015/03/09 მადრიდი.

Комментариев нет:

Отправить комментарий