23.10.2015

გაზეთი ქართული #3

კარგი იქნება,თუ შეძლებთ გაცნობას და გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს.
ჩვენ ამ დოკუმენტებით მივდივართ კონგრესის სესიებზე,როგორც ქვენის შიგნით,ასევე უცხოეთში.
23 ნოებბერს,გიორგობას,სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგება "ქართული ერთობის დარბაზის" [ქედი] გაფართოებული სხდომა,რომელზეც მოხდება დოკუმენტების მიღება,დამტკიცდება პროგრამა "ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის' სესიების გამართვასთან,შოთა რუსთაველის 850 წლისთავის საერთაშორისო მასშტაბით აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ვითანამშრომლოთ ძლიერი საქართველოსათვის!
ქედ-ის აღმასრულებელი საბჭოს სახელით,
რამაზ ლომინაძე

დასკვნის სახით



პროგრამა დიდი გვაქვს. ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდგომ უამრავ კეთილ და კარგ წინადადებას და პროექტს მივიღებთ. ყველაფრის განხორციელება რეალურია და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად აქციონერთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მისია და პასუხისმგებლობა



თქვენ იცით, რომ:

ჩვენ დიდი სიმძიმე დავიდეთ ბეჭებზე, ვართ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა საერთაშორისო კონგრესის მოწვევის ინიციატორი;
 ვართ ინიციატორი გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნისა (პრემიერ-მინისტრს იმასაც კი ვთავაზობთ, რომ შოთას სახელი გაჟღერდეს გაეროს მსოფლიო ტრიბუნიდან მის გამოსვლაში). ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ზეიმი;
ჩვენ გვინდა, რომ მეცნიერებთან ერთად გავაკეთოთ საქართველოს პოტენციალის ანალიზი. ერთი მხრივ, შევქმნათ დიდი პრაქტიკული დანიშნულების შრომა „საქა­რთველოს პოტენციალი“. მეორე მხრივ, გავა­კეთოთ დღევანდელობის რეალური მე­ცნიერული ანალიზი და მეცნიერებთან ერთად ვიფიქროთ პროგრამაზე ამ მდგომარეობაში ქვეყანამ როგორ აამოქმედოს მისი პოტენციალი.

ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება და ვფიქრობთ მის განხორციელებაზე...



ვეძებთ ავტორებსაც და გადაცემების მხარდამჭერებსაც (სპონსორებს)

გადაცემათა ციკლი: „ფიქრი ამო­ძრა­ვებული მომავალია“. ქვეყნის გამო­რჩეულ ადამიანებს- მეცნიერებს, კუ­ლტურის მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, გამორჩეულ სპეციალისტებს და მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად, ყოველგვარი ჟურნალისტური შეკითხვებისა და ჩარევების გარეშე შეძლონ ხმამაღლა გამოთქვან თავისი ფიქრები.

ფსიქოლოგია და სოციოლოგია



ფსიქოლოგი ლევან ოდიშარია სერიოზულ საავტორო გადაცემაზე ფიქრობს, რომელიც მის პროფესიასთან იქნება დაკავშირებული.

პერსპექტიული პროექტები



ბატონი გოგი ჯაოშვილი თავის დროზე ტელევიზია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. სწორედ იმ დროს, როცა ეს ტელევიზია ქა­რთულ განწყობას ეყრდნობოდა და აძლიერებდა. აქ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა დოზით, მეტნაკლებად ვიყავით დაკავშირებული საინფორმაციო სივრცესთან, ტელევიზიებთან. რაც მთავარია, ვიცით, როგორი ტელევიზია სჭირდება დღეს საქართველოს. ჩვენ ისინი კარგ პროექტებს გვთავაზობენ მომავლისათვის. გადაწყვეტილი გვაქვს უმოკლეს პერიოდში განვიხილოთ სატელევიზიო და კინოს საქმის კარგი მცოდნის, ქალბატონ ნონა ღამბაშიძის წინადადებები.