ვეძებთ ავტორებსაც და გადაცემების მხარდამჭერებსაც (სპონსორებს)
გადაცემათა ციკლი: „ფიქრი ამოძრავებული მომავალია“. ქვეყნის გამორჩეულ ადამიანებს- მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, გამორჩეულ სპეციალისტებს და მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად, ყოველგვარი ჟურნალისტური შეკითხვებისა და ჩარევების გარეშე შეძლონ ხმამაღლა გამოთქვან თავისი ფიქრები.
გადაცემები: „სიტყვა ნებისმიერ მსურველს“ (ქართული ჰაიდ-პარკი), როცა ნებისმიერი ადამიანი 2-3 წუთის ფარგლებში ღია ეთერში იტყვის თავის სათქმელს. მოთხოვნა იქნება მხოლოდ ერთი - არ დაირღვეს ტელეკომპანიის მთავარი პრინციპი - სათქმელი ვთქვათ ლანძღვა-გინების და უწმაწური სიტყვების გარეშე.
საინფორმაციო გადაცემები მოეწყოს ევრონიუსის სტილში.
გადაცემები „რჩევები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერის ბაღიდან“ . ჩვენ მოვძებნით ფორმას და საშუალებას, რომ ყოველი ამ ტიპის გადაცემის ამსახველი ვიდეოფირი ჩაბარდეს ადრესატს, ეჭვი არ გვეპარება, რომ პრემიერი გაგებით შეხვდება ამ გადაცემას, უფრო მეტიც, გვექნება მისი და მთავრობის სრული შემადგენლობის და მთავრობის აპარატის მხარდაჭერა.
გადაცემების ციკლი: „საქართველოში ადამიანურ ურთიერთობათა ტრადიციული ინსტიტუტების ფესვები და დღევანდელობა“ (ოჯახი, სამეზობლო, სანათესაო, ნათელ-მირონობა, სამეგობრო, უფროსი თაობისადმი პატივისცემა, ქალისა და ბავშვის კულტი, ქართული კულტურა, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა. ამ საკითხებზე ჩვენ ძალიან სერიოზულად ვთანამშრომლობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შექმნილ უნიკალურ გაერთიანებასთან - საქართველოს გვარიშვილთა დარბაზი და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდული ცენტრი.
პროექტი: „ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა“ მისი მიზანია, აჩვენოს ჩვენი დიდი ისტორია, ქართული სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ბუნება, რომ საქართველოს მომავალი თავისუფალი ადამიანია და რომ თავისუფალ ადამიანთა ერთობას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ამ საკითხებზე ჩვენ სერიოზული საქმიანი ურთიერთობები გვაქვს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ბაგრატოვანებთან და თბილისში არსებულ სამეფო სახლთან.
აქტუალური ინტერვიუ: „იქნებ თქვენ მეტი იცით“... ანუ როცა ცნობილი იქნება ორის აზრი, ვეძებოთ მესამე, რომელმაც მეტი იცის .
პოლიტიკური დუელი
ურბანული პრობლემები ( ბატონი გიგა ბათიაშვილის პატრონაჟით)
გადაცემა გარემოს დაცვის პრობლემებზე, „გულში დაჭრილი ბუნება“
პოლიტიკური თოქშოუ „თანასწორი საუბარი“
გადაცემათა ციკლი „ინტელექტუალური ბიზნესი“
გადაცემა „ბიზნესი ოჯახურ ინტერიერში“
გადაცემები „დღის ტყუილი“, „დღის ანეკდოტი“, „დღის ყველაზე კარგი ამბავი“, „სოფლის ბირჟა“
გადაცემათა ციკლი „ბაღის კიდის პარლამენტი“
პროექტი „მთაწმინდის ბინადარნი“ (დოკუმენტური ფილმი მთაწმინდაზე, დედაუნივერსიტეტის ეზოში, ოპერის ბაღში და კოლხურ კოშკში დაკრძალულთა შესახებ)
პროექტი „საქართველოს უცხოეთის მთაწმინდა“ (იმ ადამიანებზე, რომელთაც უდიდესი ღვაწლი დადეს საქართველოს და იმ ქვეყანას, სადაც მოღვაწეობდნენ და დღეს უცხოეთში არიან დასაფლავებულნი)
პროექტი „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“ (ვაჩვენოთ, როგორები არიან სინამდვილეში)
პროექტი „მხილების მუზეუმი“
პროექტი „სამართლიანობის მანიფესტი“
ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოში შეიქმნას:
საზოგადოებრივი პარლამენტი (პრინციპები და დებულება მზად არის განხილვისთვის)
საპარლამენტშორისო ასამბლეა, წინა რვა პარლამენტის 5-5 წევრის მონაწილეობით
მეცნიერთა სადისკუსიო კლუბი „მომავლის საქართველო“
„რეპუტაციის ინსტიტუტი“ (იქნებ დასრულდეს იმიჯმაიკერთა დამანგრეველი მოქმედება ქვეყანაში)
„ქართულის“ შიგნით სტუდენტური და ახალგაზრდული რედაქცია
ბიზნესის სატელევიზიო აკადემია, რომლის მიზანი იქნება ხელისუფლებისა და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ თავისუფალია და მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც მეწარმეა თავისუფალი, სადაც ბიზნესია თავისუფალი და სადაც მეწარმე ზნეობით ცხოვრობს, აქვს ეროვნული ცნობიერება.
„ტოლერანტობის სატელევიზიო აკადემია“ (რომლის მიზანიც იქნება ქართული ტოლერანტული ბუნების ჩვენება... იმის ჩვენება, რომ დამანგრეველია ურაპატრიოტიზმიც და კოსმოპოლიტიზმიც, რომ საქართველოსთვის ქართული ცნობიერება და ტოლერანტობა ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას)
პოლიტიკოსად აღიარების სისტემა (პოლიტიკოსობა ისეთივე სპეციალობაა, როგორც ნებისმიერი სხვა, დაწყებული მათემატიკოსობით და მსახიობობით და დამთავრებული ექიმობით)
Комментариев нет:
Отправить комментарий