ქართული ერთობის დარბაზის კონგრესის სესიები
ბათუმის კონგრესი
თბილისის კონგრესი
(video)) "ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესი 09.03.2015წ
გიორგობა
„ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი წევრისა და „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ჩვენ, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსთა მიერ დანგრეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.მისივე თქმით, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში, მართვის სადავეები ქუჩის პოლიტიკოსებს უჭირავთ.ეს განცხადება „თეთრების“ ლიდერმა, რეგიონებში „ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლებთან“ ერთად ვიზიტის დასრულების შემდგომ გააკეთა.„უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, საქართველოში სახელისუფლებო თანამდებობებზე ერთმანეთს რადიკალები ცვლიან. ჩვენ დღეს ერთი კაცის ხათრით არჩეულ, თუ ერთი კაცის გემოვნებით შერჩეულ ხელისუფალთა საქმიანობის კატასტროფულ შედეგებს ვიმკით“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
ბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია- ეს განცხადება „ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ცნობილმა სპორტსმენმა რომან რურუამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
გასული კვირის განმავლობაში, „ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლებმა და წევრებმა თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში გაზეთი „ქართულის" პირველი ნომერი წარადგინეს.
ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, "ქართულო ერთობის დარბაზის" დამფუძნებლებმა საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს.
დღეს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ქართული ერთობის გაზეთის -„ქართულის" პრეზენტაცია.
გამოვიდა ქართული ერთობის დარბაზის გაზეთი „ქართული“ , რომელშიც დაბეჭდილია დარბაზის დამფუძნებლების მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი , დარბაზის მთავარი დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი“ , ქართული ერთობის დარბაზის კონგრესის გელათის, თბილისის და ბათუმის სესიების გადაწყვეტილებები, პოზიცია ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარების, დიდი ქართული პროგრამის „საქართველო დაჭრილი მზეა“ შექმნის და მომდევნო წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნის თაობაზე. აქვეა ბატონი რეზო ჩხეიძის მიმართვა „ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“ და დეტალური ინფორმაცია , როგორ გავხდეთ ტელევიზია „ქართულის აქციონერები.
ლაზარეს აღდგინების დღეს, 4 აპრილს, სამების საკათედდრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენრტრში, "ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლებმა, საინტერესო იდეა გაახმიანეს. იდეა ცნობილ კინორეჟისორს, მშვიდობის მსოფლიო ელჩს ბატონ რეზო ჩხეიძეს ეკუთვნის."ჯარისკაცის მამის ავტორმა წერილით მიმართა "ქარტული ერთობის დარბაზს" სადაც ნათქვამია.