24.04.2015

"ქართული ერთობის დარბაზი" თელავში



 თელავში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ „ქართული ერთობის დარბაზის“ წარმომადგენლებმა ქალაქის ინტელიგენციასთან კონგრესი გამართეს და მათ თავიანთი საქმიანობა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე გაიმართა დარბაზის მიერ გამოცემული გაზეთ „ქართულის“-ს პრეზენტაციაც.



 „ქართული ერთობის დარბაზს“ 9 დამფუძნებელი ჰყავს, რომელთაც სათავეში ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე უდგას. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მსგავსი შეხვედრები აღნიშნულმა დარბაზმა უკვე ჩაატარა გელათში, თბილისსა და ბათუმში. მომავალში ასევე იგეგმება კონგრესების ჩატარება გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში. როგორც კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, რამაზ ლომენაძემ აღნიშნა, „ქართული ერთობის დარბაზი“ სამომავლოდ თელავში მათი საზოგადოების დანაყოფის დაფუძნებასაც გეგმავს.

ტელეკომპანია თანამგზავრი


Комментариев нет:

Отправить комментарий