24.04.2015

(TV25)„ქართული ერთობის დარბაზის“ ვიზიტი აჭარაში








 საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ერთობის დარბაზის“ მორიგი შეხვედრა შედგა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და განვლილი სამი კონგრესი შეაფასეს. ამასთან შეხვედრაზე ორგანიზაციის მიერ გამოცემული გაზეთის პრეზენტაციაც მოეწყო. გამოცემა „ქართულში“ კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებები და ერთიანობის მანიფესტია დაბეჭდილი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის მორიგი შეხვედრა ქუთაისში, ზუგდიდში და კახეთში გაიმართება. წყარო: http://www.tv25.ge/?page=news&news_id=16217

Комментариев нет:

Отправить комментарий