„ქართული ერთობის
დარბაზის“ დამფუძნებლები და წევრები აგრძელებენ შაბათს 18 აპრილს სამების
საკათედრო ტაძარში დაწყებულ გაზეთ „ქართულის“პრეზენტაციას რეგიონებში.
ხვალ, 23 აპრილს, 11
საათზე, თელავის, გორის, ქუთაისის და
ზუგდიდის შემდგომ, პრეზენტაცია გიმართება ბათუმში. გაზეთს წარადგენენ „ქართული
ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და გაზეთ „ქართულის“ პირველი ნომრის რედაქტორი,
პროფესორი რამაზ ლომინაძე.
ორგანიზატორები დიდი
პატივისცემით იწვევენ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში(ფარნავაზ
მეფისქ.62/64) საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, ყველა
დაინტერესებულ პიროვნებას.
„ქართული ერთობის
დარბაზის“ პრესცენტრი
22.04.2015წ
Комментариев нет:
Отправить комментарий