„ქართული ერთობის
დარბაზის“ დამფუძნებლები და წევრები აგრძელებენ შაბათს 18 აპრილს სამების
საკათედრო ტაძარში დაწყებულ გაზეთ „ქართულის“პრეზენტაციას რეგიონებში.
ხვალ, 16 საათზე, თელავის,
გორის და ქუთაისის შემდგომ, პრეზენტაცია გიმართება ზუგდიდში. გაზეთს წარადგენენ „ქართული
ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და გაზეთ „ქართულის“ პირველი ნომრის რედაქტორი,
პროფესორი რამაზ ლომინაძე.
ორგანიზატორები დიდი
პატივისცემით იწვევენ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში(რუსთაველის 52)
საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, ყველა დაინტერესებულ პიროვნებას.
„ქართული ერთობის
დარბაზის“ პრესცენტრი
21.04.2015წ
Комментариев нет:
Отправить комментарий