„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და წევრები
რეგიონებში აგრძელებენ შაბათს 18 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში დაწყებულ გაზეთ „ქართულის“ პრეზენტაციას.
ხუთშაბათს, 16 საათზე, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდის
და ბათუმის შემდგომ, პრეზენტაცია გიმართება ოზურგეთში. გაზეთს წარადგენენ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და წევრები:
ანზორ ერქომაიშვილი, ავთანდილ (ზურაბ ) ჩხაიძე, ოლეგ ნიკოლეიშვილი, შალვა აბაშიძე,
გენრი კავლელიშვილი, თეიმურაზ შაშიაშვილი და
გაზეთ „ქართულის“ პირველი ნომრის რედაქტორი, პროფესორი რამაზ ლომინაძე.
ორგანიზატორები დიდი პატივისცემით იწვევენ ოზურგეთის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ჭავჭავაძის 14) საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, ყველა
დაინტერესებულ პიროვნებას.
„ქართული ერთობის დარბაზის“ პრესცენტრი
20.04.2015w
Комментариев нет:
Отправить комментарий