ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ
ღრმად პატივცემულ
პატივდების სიგელი
ეს
არის ქვეყნის წინაშე თქვენი ღვაწლის დაფასება ჩვენ
მიერ;
ეს არის ქვეყნის ძნელბედობის ჟამს სამშობლოსათვის ერთად დგომის დიდი სურვილი;
ეს არის ჩვენი იმედი „მოქმედების მანიფესტის“ სულისკვეთებისადმი თქვენი თანადგომისა.
პატივდების სიგელი - ეს არის საქართველოსათვის თქვენი ბრძოლის განწყობის აღიარება და „მოქმედების მანიფესტით“ შეკავშირება იმ ადამიანებისა, რომელთაც გააცნობიერეს, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა - არ შეიძლება 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.
სწორედ ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, „მოქმედების მანიფესტს“ შემოუერთდეს სრულიადსაქართველო, ჩვენისამშობლოსყველამეგობარი. მხოლოდასეთერთობას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან მართვა, დაიბრუნოს საქართველო, გახადოს იგი რეალურად დამოუკიდებელი და დემოკრატიული, გვაცხოვროს სულიერებითა და სიყვარულით.
„მოქმედების მანიფესტზე“ ხელისმოწერას ვიწყებთ გიორგობას, საქართველოს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს - 23 ნოემბერს და ვამთავრებთ 6 მაისს - გიორგობის დღესასწაულზე.
ჩვენი დიდი სურვილია, 23 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფის წევრები ერთად ვიყოთ საზეიმო წირვაზე წმიდა სამების ტაძარში, რათა გავძლიერდეთ უზენაესის მადლით და მივიღოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დალოცვა.
წირვის შემდგომ, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ვიწყებთ განხილვას პროექტისა - „საქართველო დაჭრილი მზეა“.
23 ნოემბერსვე, გიორგობა დღეს, რუსთაველის პროსპექტზე, ილიასა და აკაკის ძეგლთან, 16-დან 19 საათამდე მოხდება ხელმოწერა „მოქმედების მანიფესტზე“. შემდგომში, 6 მაისამდე, გიორგობამდე, ყოველ კვირა დღეს დილის 11.00 საათიდან 15.00 საათამდე ამავე ადგილზე გაგრძელდება ხელმოწერა.
„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა სახელით:
|
8 თებერვალს, მეფეთ მეფის დავით აღმაშენებლის დღეს
- ყოველთა
ძლიერთა
დღეს,
დედა
უნივერსიტეტის დაარესების დღეს გელათში, გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში გაიხსნება
„ქართული ერთობის დარბაზის“
9 თებერვალს, 17 საათზე კონგრესი მუშაობას გააგრძელებს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში
კონგრესზე მიღებული იქნება
„მოქმედების მანიფესტი“
კონგრესი განიხილავს კონცეფციას დიდი ქართული პროექტისა -
„საქართველო დაჭრილი მზეა“
2015 წლის 6 მაისამდე კონგრესი მუშაობას გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში.
კონგრესი დასრულდება 2015 წლის 6 მაისს, გიორგობას, რეორგანიზებულ (ფორმით - სააქციო და შინაარსით - რეალურად სახალხო), ტელეკომპანია „ქართულის“ პირდაპირ ეთერში
საორგანიზაციო ჯგუფი: ელ.ფოსტა megobartadarbazi@gmail.com; ტელ.: 579 70 05 13; 571 07 64 00; 558 58 11 55;
... კიდევაც დაიზრდებიან...
ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობა დღეს, დავაფუძნეთ „ქართული ერთობის დარბაზი“ - სიკეთისათვის ბრძოლის დარბაზი, რომელსაც უკვე შემოუერთდა უამრავი ადამიანი. დარწმუნებული ვარ,
ეს პროცესი გაძლიერდება.
ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მოაზროვნე ადამიანთა თანადგომით შევძელით შეგვექმნა „მოქმედების მანიფესტი“ და დაგვეწყო ფიქრი დიდ ქართულ პროექტზე - „საქართველო დაჭრილი მზეა“ (გენიალურია გრ. რობაქიძის ეს
ფრაზა, დღევანდელობის შესაბამისი).
ვამაყობ, რომ „მოქმედების მანიფესტს“ მოვაწერე ხელი. მწამს და მჯერა, ამ უაღრესად ღრმა და მომავლის საქართველოზე ორიენტირებული ნააზრევის ტექსტზე უამრავი ადამიანი დატოვებს თავის ხელმოწერას.
ჩემი თაობის მეგობართა ფართო წრე, ბოლო წლებში, ბევრს ვფიქრობდით ასეთი დოკუმენტის შექმნაზე. ამ განწყობას გვიძლიერებდა ჩვენი პატრიარქის სიბრძნით სავსე ქადაგებები. ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა ლორთქიფანიძეს, მუხრან მაჭავარიანს, მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანს და არაერთ სხვა
დიდ მოღვაწეს, ღამეები გვითენებია ამ
საქვეყნო სატკივარზე ფიქრში.
ქვეყნის მდგომარეობით გამოწვეული ტკივილი თან წაიღო სამმა გენიოსმა - ჭაბუამ, მუხრანმა და გიგამ. დიდხანს მინდა ვიცოცხლო, ვიყო თქვენს გვერდით, ვიმოქმედოთ ერთად, რომ შევკრათ გათითკაცებული სიკეთე, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.
გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო!
ეს არის
ჩვენი ანდერძი, ისეთივე მამა-შვილური, როგორიც ჩვენ
მივიღეთ წინა თაობებისაგან.
ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე შემეძლო მავანთა ბოროტებისა და გულცივობის გამო ბევრი შემჯავრებოდა, ცუდზე ცუდითვე მეპასუხა, ვერავინ დამძრახავდა, მაგრამ 1937 წელს მამადახვრეტილი - არ
გავბოროტდი. პირიქით, უფრო
შევიყვარე ადამიანი.
ყოველნაირი სიკეთისა და
სიმდიდრის დაგროვება შემეძლო. მეც
დავაგროვე...
ჩემი
სიმდიდრე - განვლილი გზაა,
ხალხის სიყვარულია, რომელმაც ამ
ასაკამდე მომაღწევინა. ჩემი
სიმდიდრე
- ჩემი
ფილმებია, მათ შორისაა უკვე
50 წლის - „ჯარისკაცის მამა“.
ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც ღირსეულ მამულიშვილთა შემწეობით დღეს გამაჩნია, ტელევიზიაა, თითოეული ჩვენთაგანისათვის სათაყვანებელი სახელით - „ქართული“ და მას დღეს საზეიმოდ გადავცემ „ქართული ერთობის დარბაზს“ - ანუ მთლად საქართველოს.
მომავალში ის გახდება საკუთრება ყოველი პიროვნებისა, ვინც
შეიყვარებს, ვინც
შეეხიდება, ვინც
1, 10, თუ 1 000 აქციის ფლობის სანაცვლოდ გაიღებს თანხას ამ
ტელეკომპანიის შემდგომი გაძლიერებისათვის. ამ აქციების გამო, არც ერთი ჩვენგანი დიდ ფულად დივიდენდებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ის კი გვექნება საამაყოდ, რომ დიდ ქართულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში, რომელსაც მომავალი უფრო დააფასებს, ვიდრე ჩვენ ეს დღეს
წარმოგვიდგენია.
ეს იქნება ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ იმავდროულად სუსტისა და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.
ეს იქნება თაობათა შორის დღეს ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორების ერთობის ტელევიზია.
ჩემი
და ჩემი მეგობრების დიდი
სურვილია, რომ ეს
იყოს სტუდენტური და
ახალგაზრდული ტელევიზია.
ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, XXI საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მახარდაჭერით, 8 თებერვლიდან, დიდი დავითის ხსენების დღიდან, ჩვენი დედა უნივერსიტეტის დაარსების დღიდან მოყოლებული ეტაპობრივად საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას. არადა, ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახის გაძლიერება, ყოველ გვარში მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.
ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, XXI საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მახარდაჭერით, 8 თებერვლიდან, დიდი დავითის ხსენების დღიდან, ჩვენი დედა უნივერსიტეტის დაარსების დღიდან მოყოლებული ეტაპობრივად საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას. არადა, ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახის გაძლიერება, ყოველ გვარში მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.
ჩვენ ვიწყებთ „მოქმედების მანიფესტის“ განწყობით ცხოვრებას. .. ჩვენ ვიწყებთ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური ფილმი - „რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ“... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია
ქართველებთან და
დღესაც უამრავი ქართველი მთელი მსოფლიოში საოცრებებს ახდენს ... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და
საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.
დიახ! ასეთი რთული საკითხებით ვიწყებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდი თანადგომა - ამ დიდი ქართული პროექტისადმი შეძლებულთა სიუხვე და
არა - სიძუნწე. ვიმეორებთ, სიუხვე და
არა - სიძუნწე.
„ქართული ერთობის დარბაზი“ და ტელევიზია „ქართული“ ღირსეულად დააფასებს შეძლებულთა დიდსულოვნებას.
ბედნიერი ვარ, რომ „პატივდების სიგელის“ ხელმომწერიც ვარ და მისამა სხვა ხელმომწერმა - უაღრესად ღირსეულმა ქართველებმა, მეც გადმომცეს. იგი ჩემი გვარისა და ჩემი ოჯახისათვის დიდ რელიქვიად დარჩება. სახალხო აღიარებაზე ძვირფასი ჯილდო ქვეყნად არ არსებობს. ის ჩემზე და ჩვენზე მეტად, ჩვენი ოჯახების მომავალ თაობებს ეკუთვნით. შემთხვევით როდია, პირველ გვერდზე, „დაჭრილი“, მაგრამ ამობრწყინებული მზის ფონზე, მსოფლიოში ცნობილი გენიალური ქართველი ხელოვანის, ჩვენი წამოწყების სათავეებთან მდგომი მერაბ ბერძენიშვილის შედევრის - ქართველი დედის და ორი ბოკვერის კომპოზიციაა ამოტვიფრული.
ჭეშმარიტად, „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!“ მშვიდობა ჩვენდა ყოველთა!
Комментариев нет:
Отправить комментарий