„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა, ჩვენ გვინდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება... გვაქვს სურვილი, რომ გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა ... ჩვენ არ მოვდივართ კომფრომატების გზით, ჩვენ მოვდივართ სიკეთის გზით! ამ ერთობაში ჩვენ კარს ვუღებთ ყველა პარტიის წევრს და მოვუწოდებთ ერთად ვაკეთოთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე, _ ეს განაცხადა „ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთმა წევრმა რამაზ ლომინაძემ დღეს, გააკეთა.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ზურაბ ჩხაიძე, ოლეგ ნიკოლეიშვილი, ემილი მიქაია და თემურ შანშიაშვილი ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგდოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და „ქართული ერთობის დარბაზის“ მნიშვნელობასა და გეგმებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრები არიან: რეჟისორი რეზო ჩხეიძე, თემურ გუგუშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, არნოლდ გეგეჭკორი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა და რამაზ ყურაშვილი. როგორც შეხვედრაზე ცნობილი გახდა, არსებობს მოქმედების მანიფესტი.
შეხვედრაზე შედგა ახალი გაზეთის „ქართული“-ს პრეზენტაცია და ცნობილი გახდა, რომ ახლო მომავალში იგეგმება ასევე ახალი ქართული ტელეკომპანია „ქართულის“ შექმნაც, რომლის უპირველესი დანიშნულება ქართული საზოგადოების ჰარმონიზაცია და გაერთიანება იქნება.
წყარო: http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=10159#.VTu9PL-YzYB.facebook
Комментариев нет:
Отправить комментарий