25.04.2015

“ქართული ერთობის დარბაზის“ ლიდერები ოზურგეთში



ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, "ქართულო ერთობის დარბაზის" დამფუძნებლებმა  საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს.

ღონისძიებას "ქართული ერთობის დარბაზის" ლიდერები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები  რამაზ  ლომინაძე, ოლეგ ნიკოლეიშვილი, თემურ შაშიაშვილი, ემილი მიქაია  და ავთანდილ ჩხაიძე ესწრებოდნენ.
მოძრაობს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ. მათი განმარტებით,  მათი სურვილია გამოასწორონ ქვეყანაში არსებული ის მდგომარეობაა, რაც ამჟამად არის.
"ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლება როცა მოვიდა, გვინდოდა და იმედი გვქონდა, რომ ქვეყანას მიხედავდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებას უჭირს და ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და გავაკეთებინოთ ის, რაც ქვეყანას სჭირდება. არ მივდივართ კონფრონტაციის გზით, არ მივდივართ დაპირისპირების გზით, ჩვენ გვინდა კონსტრუქციული თანამშრომლობა. ამ მოძრაობის შექმნაზე მარტო ჩვენ არ გვიფიქრია, ამაზე იფიქრა იმ ადამიანებმა რომლებსაც უზარმაზარი ავტორიტეტი გააჩნიათ, ჩვენ ძალაუფლებისკენ არ მივისწრაფვით. განა რეზო ჩახიძეს, ანზორ ექრომაიშვილს, გივი თოიძეს, ომარ მხეიძეს შეიძლება დააბრალო ხელისუფლებაში სწრაფვა? ეს ის ადამინები არიან, რომლებმაც დაარსა "ქართული ერთობის დარბაზი" _აღნიშნა რამაზ  ლომინაძემ.

წყარო: http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=10159#.VTu9PL-YzYB.facebook

Комментариев нет:

Отправить комментарий