გუშინ, 19 აპრილს, კვირაცხოვლობის დღეს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა „ქართული ერთობის დარბაზის“ გაზეთ "ქართულის" წარდგენა მედიისა და საზოგადობისათვის.
"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლებმა
და წევრებმა, ბატონებმა: რამაზ ყურაშვილმა, რამაზ ლომინაძემ, თემურ შაშიაშვილმა თელავის კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლებს
საზოგადოება თელაველის წევრებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია "ქართული ერთობის დარბაზის" საქმინობისა და მიზნების თაობაზე, გააცნეს მთავარი დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი“
და გელათის, თბილისისა და ბათუმის კონგრესის გადაწყვეტილებები.
შეხვედრის მონაწილეებმა: მწერალმა
ფარნაოზ რაინაულმა, კომპოზიტორმა ჯუმბერ სახეიშვილმა, პროფესორმა დოდო ონიკაძემ, პედაგოგმა
ლია გუმლაურმა, ჟურნალისტებმა ზურაბ არსენიშვილმა და მერი ზაალიშვილმა, თელავის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა მაია ფურცხვანიძემ და სხვებმა მოსაზრებები გამოთქვეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით, მდგომარეობაზე კახეთსა და თელავში, მოიწონეს „ქართული ერთობის დარბაზის“
გადაწყვეტილებები: ყველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქათველოს მეგობართა მსოფლიო
კონგრესის ჩატარების, გენიალური შოთა რუსთაველის
85 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის და დიდი ქართული პროექტის, „საქართველო დაჭრილი მზეა“
შექმნის თაობაზე.
შეხვედრის 30-მდე მონაწილე ხელმოწერით
შეუერთდა „ქართული ერთობის დარბაზის“ მთავარ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტი“.
„პატივდების
სიგელი“ გადაეცა დავით ღაღანიძეს და მისივე ხელმძღვანელობით დაიწყო საორგანიზაციო
ჯგუფის შექმნა „ქართული ერთობი კონგრესის თელავის სესიისათვის.
შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს,
უახლოეს დღეებში, გაცილებით ფართო შემადგენლობით მოაწყობენ დისკუსიას გაზეთში გამოქვეყნებულ
მასალებთან დაკავშირებით და გამოთქვეს სურვილი, რომ ეს დისკუსია სრულად იყოს ჩაწერილი
ტელეკომპანია „ქართულის“ მიერ. რომ საქართველოში ყველა დაინტერესებულ პიროვნებას მიეცეს
საშუალება, გაეცნოს კახეთის მოსაზრებებს ქვეყანაში არსებულ მდგომარებასთან დაკავშირებით,
და რაც მთავარია, მომავლის საქართველოსთან დაკავშირებით.
იმავე დღეს, „ქართული ერთობის დარბაზის“
ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ცნობილმა ექიმმა, ბატონმ რამაზ ყურაშვილმა თელავში გახსნა სამედიცინო
ცენტრი „ბედნიერი კახეთი“.
ქართული ერთობის დრბაზის
პრეს - ცენტრი
20/04.2015წ
Комментариев нет:
Отправить комментарий