15.04.2015

(მედიანიუსი)გამოვიდა ქართული ერთობის დარბაზის გაზეთი „ქართული“




გამოვიდა ქართული ერთობის დარბაზის გაზეთი „ქართული“ , რომელშიც დაბეჭდილია დარბაზის დამფუძნებლების მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, დარბაზის მთავარი დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი“, ქართული ერთობის დარბაზის კონგრესის გელათის, თბილისის და ბათუმის სესიების გადაწყვეტილებები, პოზიცია ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარების, დიდი ქართული პროგრამის „საქართველო დაჭრილი მზეა“ შექმნის და მომდევნო წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნის თაობაზე. აქვეა რეზო ჩხეიძის მიმართვა „ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“ და დეტალური ინფორმაცია, როგორ გავხდეთ ტელევიზია „ქართულის აქციონერები/ .

„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს რა გადაწყვეტილებებს იღებს ქართული ერთობის კონგრესი და როგორ როგორ რეაგირებს ხელისუფლება! თანამშრომლობის ჰარმონიზაცია ნიშნავს ურთიერთპასუხისმგებლობას და ურთიერთპატივისცემას....დაპირისპირება-უპასუხისმგებლობას,თავის მართლებას,ქვეყნის ნგრევას! მათი აზრით, მეორე ადვილია,არაქართული და მას სუსტები ირჩევენ...პირველი-ძნელი, ქართული და ძლიერთა არჩევანია.
აპრილის ბოლომდე გაზეთების წარდგენა მოხდება როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის დიდ რეგიონულ ცენტრებში . დაურიგდებათ „ქართული ერთობის დარბაზის“ ზუგდიდის სესიის მონაწილეებს.
„ქართული ერთობის დარბაზის“ გადაწყვეტილებით, გაზეთის გამოცემა დაგეგმილია კონგრესის ყოველი სესიის შემდგომ და მასში გაშუქდება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნება ამ სესიებზე.

წყარო: http://medianews.ge/ge/gamovidaqartuliertobisdarbazisgazetiqartuli/102221


Комментариев нет:

Отправить комментарий