15.04.2015

ჩვენ პირველს - ქართულ გზას ვირჩევთ!

DSC_0118გამოვიდა ქართული ერთობის დარბაზის გაზეთი „ქართული“ , რომელშიც დაბეჭდილია დარბაზის დამფუძნებლების მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი , დარბაზის მთავარი დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი“ , ქართული ერთობის დარბაზის კონგრესის გელათის, თბილისის და ბათუმის სესიების გადაწყვეტილებები, პოზიცია ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარების, დიდი ქართული პროგრამის „საქართველო დაჭრილი მზეა“ შექმნის და  მომდევნო წელს  გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნის თაობაზე. აქვეა ბატონი რეზო ჩხეიძის მიმართვა „ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“ და დეტალური ინფორმაცია , როგორ გავხდეთ ტელევიზია „ქართულის აქციონერები.
„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს რა გადაწყვეტილებებს იღებს ქართული ერთობის კონგრესი და როგორ რეაგირებს ხელისუფლება!
თანამშრომლობის ჰარმონიზაცია ნიშნავს ურთიერთპასუხისმგებლობას და ურთიერთპატივისცემას,.დაპირისპირება-უპასუხისმგებლობას, თავის მართლებას, ქვეყნის ნგრევას!
დამფუძნებელთა აზრით, მეორე ადვილია,არაქართული და მას სუსტები ირჩევენ...პირველი-ძნელი, ქართული და ძლიერთა....
დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ სამწუხაროდ,პოლიტიკური ძალები 20 წელზე მეტია მეორე გზით მოდიან და წარმატებულად ანგრევენ ქვეყანას....,ჩვენ-ქართული ერთობის დარბაზი,პირველს-ქართულს-ჰარმონიზაციის გზას ვირჩევთ....
ჩამოყალიბებულია „ქართული ერთობის დარბაზის“ პოზიცია: დღემდე ხელისუფლებასაც და პოლიტიკურ ძალებსაც დაპირისპირების გზა აწყობდათ. მომავალი გვიჩვენებს, აღმოჩნდება თუ არა დღევანდელი ხელისუფლება თანამშრომლობის ჰარმონიზაციისათვის მზად. ჩვენ ძალიან გვინდა,რომ აღმოჩნდეს. საქართველოს მომავალი მხოლოდ ასეთ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. „ქართული ერთობის დარბაზის“ მიზანიც ეს არის-ქვეყანაში იყოს ხალხის განწყობის გამომხატველი და არა პოლიტიკურ კინკლაობაში გადავარდნილი და დაპირისპირებული ძალების ინტერესთა გამომხატველი ხელისუფლება.
აპრილის ბოლომდე გაზეთების წარდგინება მოხდება როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის დიდ რეგიონულ ცენტრებში . გადაეცემათ „ქართული ერთობის დარბაზის“ ზუგდიდის სესიის მონაწილეებს.
„ქართული  ერთობის დარბაზის“ გადაწყვეტილებით, კონგრესის ყოველი სესიის შემდგომ გამოვა ახალი გაზეთი, რომელშიც დაემატება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღენული იქნება ამ სესიებზე.
"ქართული ერთობის დარბაზის"
პრეს-ცენტრი

Комментариев нет:

Отправить комментарий