-
კონგრესის უმაღლესი მიზანია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ქრისტიანულ იდეალებზე
და ქართულ ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული დიდი ეროვნული თანხმობის მიღწევა; ქვეყნის
თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად სოციალური თუ საზოგადოებრივი სტატუსისა, უნდა
იკისროს სოლიდარული პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და მის
შეცვლაზე.
-
სახელმწიფოსათვის ამ უმძიმეს პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
მოსახლეობასა და მთავრობას შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობათა სრულ და დროულ
აღმოფხვრას; ყველა დონის მმართველობით ვერტიკალსა და მოქალაქეებს შორის
ურთიერთობათა ჰარმონიზანიას; საზოგადოებისა და ხელისუფლების მიერ თითოეული
პიროვნების უფლებებისა და მთელი ქვეყნის ღირსების ერთობლივ დაცვას;
კონგრესის ამოცანაა, მეცნიერების მიერ
გაკეთდეს ამომწურავი ანალიზი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა; დაიდოს
სახელწმიფოს ეკონომიკური და ადამიანური რესურსების ამსახველი სრული სურათი;
მომზადდეს მეცნიერული დასკვნა ეკონომიკურ და ადამიანურ რესურსებზე დამყარებული
ქვეყნის პოტენციალის თაობაზე; და, ბოლო ეტაპზე, შეიქმნას ამ პოტენციალის ამოქმედების
პროგრამა.
როგორც ვხედავთ, სამუშაოთა ფრონტი ფართოა,
მოცულობა დიდია, სირთულე მაღალია, მაგრამ ქვეყნისათვის იმდენად აუცილებელია, რომ
უბრალოდ, სხვა გზა არ არის.
ამ ურთულესი ამოცანის დაძლევის იმედს
იძლევა უფლისაგან ბოძებული ჩვენი
სამშობლოს მიწა-წყალი; ქვეყნის ბუნებითი რესურსები; მაღალინტელექტუალური
საზოგადოების ადამიანური რესურსები.
ყველა ზემოთქმული ამოცანის გადაწყვეტა
განფენილია დროში და მათი ამოქმედების გეგმა წარმოდგენილი იქნება 6 მაისის
კონგრესზე. მაგრამ არის ერთი პრობლემა, რომელსაც გადასაწყვეტად დრო არ სჭირდება და
ეს უნდა მოხდეს მყისიერად, ქვეყნის ხელისუფლებისაგან შესაბამისი ნების გამოვლენის
კვალობაზე. ვერც ერთ პრობლემაზე საზოგადოება მუშაობას ვერ დაიწყებს, თუ არ მოხდა
უმთავრესი - თუ ადამიანებს არ დაუბრუნდათ
ღირსება!
სწორედ კონგრესი ხდება გარანტი, რომ
ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ღირსებას დაუნრუნებს ხალხს და აამოქმედებს
პროგრამას, რომელიც ქვეყნის საზოგადოებას წარედგინება 6 მაისის კონგრესზე.
კონგრესი ხდება გარანტი, რომ ხელისუფლება,
რომელიც წართმეულ ღირსებას არ დაუბრუნებს ხალხს და მოქმედებაში არ მოიყვანს
შეთავაზებულ პროგრამას, დატოვებს ქვეყნის მმართველ ვერტიკალს და მოვა ის გუნდი,
რომელსაც ექნება სურვილი, ნება, განათლება ნამუსი - შეასრულოს ხალხის მიერ
მომზადებული პროგრამა.
კონგრესი იბრძოლებს სახელისუფლო წრეებში
დამკვიდრებული ფორმულის „რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ!“ წინააღმდეგ, რათა დამკვიდრდეს
ფორმულა - ვაკეთებთ, როსი გაკეთებაც შეიძლება“
კონგრესი იმუშავებს იმაზე, რომ მთავრობის
საქმიანობის ხარისხის კრიტერიუმი იყოს არა ბიუჯეტის შესრულება, თანამდევი
თვითკმაყოფილებით, არამედ მოსახლეობის ქცევა გადახდისუნარიან ოჯახებად თანმდევი
საერთო-სახალხო კმაყოფილებით.
კონგრესი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ
დემოკრატიული ინსტიტუტების და დემოკრატიის ბერკეტების დიდი წილი უმოქმედოდაა
ქვეყანაში. განსაკუთრებით ეს ეხება პროფკავშირებს, როგორც მედიატორს დამსაქმებელთა
და დასაქმებულთა შორის; საერთოდ, ფიქციად ქცეულ დასაქმების სისტემას; კადრების
შერჩევის მანკიერ პრაქტიკას... ამ საქმეში არსებული ძალადობა დამთავრდება მაშინ,
როცა საკანონმდებლო დონეზე იქნება ჰარმონიზებული დასაქმებულის, დამსაქმებილისა და
ხელისუფლების ინტერესები.
კონგრესი იზრუნებს, რომ ხელისუფლებამ
მოახერხოს არა უბრალოდ უმუშევრობის აღმოფხვრა, არამედ სრულად დასაქმებული
მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა ბიზნესში.
კონგრესი აღნიშნავს, რომ სწორედ
უმუშევრობაშია ყველაზე დიდი სოციალური დაპირისპირება, თუმც არა ერთი სხვა ხასიათის
დაპირისპირება იკვეთება ადამიანურ ურთიერთობათა ფართო სპექტრში.
დაპირისპირება - არის პასუხისმგებლობისაგან
გაქცევა, არის სქელშუბლიანთა და გონებაშეზღუდულთა გზა;
ჰარმონიული ურთიერთობანი - არის
პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, არის მაღალი კულტურა, არის ინტელექტის ძალა.
დაპირისპირება - არის როცა ყველა მართალია
და ქვეყანა ინგრევა;
ჰარმონიზაცია - არის, როცა ყველა
ურთიერთპასუხისმგებელია და საქმე წინ მიიწევს
ჩვენი ამოცანაა, დიდი ერთობა, დიდი
ჰარმონიული საზოგადოების შექმნა, ურთიერთპასუხისმგებლობითა და
ურთიერთანგარიშვალდებულებით. სწორედ ეს გახლავთ კონგრესის გამამთლიანებელი მისიის
ამოსავალი წერტილი.
-
ხაზგასმით აღვნიშნავთ, დღევანდელი შეხვედრა არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ.
ის არის სოლიდარულ ქმედებათა დასაწყისი სახელმწიფოსა და საზოგადოების
საკეთილდღეოდ; ის არის პასუხისმგებლობათა და ვალდებულებათა გადანაწილება
ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.
-
ამ მიზნის მისაღწევად, კონგრესი
საზოგადოებასა და ხელისუფლებას სთავაზობს მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ
შემოთავაზებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფორმულას: ქვეყანას მართავს
დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას
მართავს ინტელექტი და ზნეობა.
-
სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაუსაძლისი
მდგომარეობიდან გამოყვანისათვის აუცილებელ ღონისძიებათა მხოლოდ ჩამონათვალი
იმდენად ფართო და მრავლისმომცველია, რომ შეუძლებელია მათი ჩამოყალიბება ერთ კომპაქტურ
დოკუმენტში, ამიტომაც ჩვენ, ჩვენივ სრული თანადგომითა და მონაწილეობით,
ხელისუფლებას ვთავაზობთ უპირველესად მოსაგვარებელ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე
და გადაუდებლად გადასაწყვეტ ძირითად საკითხებს.
* * * * * * *
1. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სრული და დაუფარავი
წარმოდგენის მიზნით, ყოველთვიურად გამოქვეყნდეს ყველა დონის (სახელმწიფო, მხარე, ქალაქი, რაიონი) ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა, წყაროები და სრული ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.
2. სპეციალისტთა მონაწილეობით (პარიტეტულ პრინციპებზე) შესწავლილი იქნას : პურზე, შაქარზე, საერთოდ პირველადი მოხმარების საგნებზე, საკვებ პროდუქტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე,ტრანსპორტზე, სატელეფონო მომსახურებაზე, თხევად საწვავზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე დაწესებული ფასების საფუძვლიანობა.
3. პირუთვნელად გაანალიზდეს კომერციულ ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.
4. იმის გათვალისწინებით, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური
კრიზისისა და მოსახლეობის გაღატაკების ფონზე, ქვეყანაში ზემოგებებზე მუშაობს
არაერთუი ბანკი, გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები. სახელმწიფომ ევროპული გამოცდილებით უზრუნველყოს იაფი კრედიტის პრობლემის გადაწყვეტა.
5. გაიხსნას და საჯარო გახდეს 2003 წლის შემდგომ დაფუძნებული სახელისუფლებო ფონდები, მათ შორის : პრეზიდენტისა, პრემიერ- მინისტრისა, მინისტრებისა, გუბერნატორებისა, მერებისა და გამგებლებისა.
6. საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის მიხედვით გამოქვეყნდეს სიები იმ ობიექტებისა, რომელთა კეთილმწყობისათვის დაიხარჯა 50 000 ლარზე მეტი (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).
7. გამოქვეყნდეს, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე ქალაქებისა და რაიონების მიხედვით სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო თანხების მოცულობა (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).
8. გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კეთილმოწყობის, სატელეფონო, სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.
9. გამოქვეყნდეს 1992 წლიდან მიღებული უცხოური დახმარებების ჩამონათვალი და ინფორმაცია მათი განკარგვისა და ხარჯვის შესახებ.
10. გაანალიზდეს მეწარმეთა – იურიდიული და ფიზიკურ პირთა მიერ სასამართლო ორგანოებში შეტანილ სარჩელებზე გამოტანილი განაჩენები
11. მომავალი წლის პირველი იანვრიდან -
§ პენსია ;
§ მინიმალური ხელფასი;
§ ლტოლვილთა შემწეობა;
§ უმუშევართა შემწეობა;
§ სტიპენდია
ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით,
შესაბამისობაში მოვიდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული პრინციპების საფუძველზე ;
12. დადგინდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფო დაწესებულებებში გასაცემი მაქსიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე (მათ შორის პენსიაზე) 20-ჯერ მეტი;
13. სახელმწიფო ბიუჯეტის აუცილებელ მოთხოვნებად განისაზღვროს:
§ განათლების და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტული დაფინანსება.
§ სტუდენტის მიერ სწავლისათვის გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სწავლის ღირებულების 10%-ს.
§ უზრუნველყოფილი იქნას საბავშვო ბაღების სრული სახელმწიფო დაფინანსება კონტინგენტის ლიმიტირების გარეშე .
§ მოსახლეობის რეალური სრული და საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა.
§ სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს ბიუჯეტის მინიმუმ 10%- ის გამოყოფა.
§ მცირე ბიზნესისა და დასაქმების პროგრამებისათვის საქართველოს ბიუჯეტის 10% – ის გამოყოფა.
14. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებზე ლიცენზიების გაცემა და სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია .
15. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის
თითქმის მესამედი ოჯახების ფიზიკური განადგურებისა და გადასარჩენად სამუშაოდ
გასულია საზღვარგარეთ, ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც მოაწყობს შეხვედრებს უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებთან მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან კავშირში იბრძოლებს მათთვის მინიმუმ იმავე პირობების შექმნისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს.
ბედის უკუღმა
ტრიალმა მსოფლიოს ერთი უძველესი და გამორჩეული ერის მეოთხედი მიმოფანტა მსოფლიოს მრავალ
კუთხეში, უპირატესად, ბებერ, კეთილ ევროპაში. მიუხედავად ამ ქვეყნების მოქალაქეების,
მთავრობების, სასულიერო და პოლიტიკური პირების ცივილური და თბილი დამოკიდებულებისა,
არ არის ტკბილი ის ლუკმა, არცთუ შესაფერი შრომის ფასად; ლუკმა, რომელიც აგერ ოცი წელია,
საქართველოს დანარჩენი ბიუჯეტის ტოლია; ლუკმა, რომელიც უკლებლივ სამშობლოში იგზავნება
ჩვენი ოჯახების შიმშილისაგან გადასაჩენად, ნათესავთა დასახმარებლად , ნაცნობ-მეგობართა
მხარში დასადგომად.
ჩვენმა მიგრანტებმა,
უფრო ადრე, ქარტულმა ემიგრაციამ და დიასპორამ ევროპაში ბევრი ისეთი რამ ნახეს, რაც
სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის. ისინი მზად არიან ეროვნულ ფესვებზე მდგარ
დაბრძენებული, როგორც ჩვენში ამბობენ - დაღვინებული, გონიერი და პროფესიონალი პოლიტიკოსებისა
და მეცნიერების ერთობლივ გუნდს გადასცენ გამოცდილება, გვერდით დაუდგნენ მის განხორციელებაში,
მით უფრო, რომ სპეტაკ და მართალ ქართველ პოლიტიკოსებს უცხოელი მფარველები არ ჰყავთ
და შესაძლებლობებით მდიდარნი, არც ქვეყნის შიგნით წყალობენ დიდად.
პროფესიონალიზმი,
პატიოსნება, პატრიოტიზმი - აი, სამი კოლოსი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის ბედზე მზრუნველი
ნებისმიერი ჯგუფი, თუ პიროვნება.
მაგრამ დაბრუნება
უნდა მოხდეს ღირსეულად, ისე, რომ მათ სიძნელეები არ შეუქმნან სამშობლოს. ამისათვის, ჩვენი აზრით საჭიროა დიდი მოსამზადებელი
სამუშაოს ჩატარება:
-მიგრანტებს უნდა
დაუბრუნდეს სამოქალაქო უფლებები, სრულფასოვანი მოქალაქის შეგრძნება, შელახული ღირსება.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულების მიწებიდან დროებით იძულებით
გადაადგილებული ადამიანებიც და იქ დარჩენილებიც ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, მხოლოდ,
ჩვენივ სამშობლოსგან დროებით მოკვეთილი ტერიტორიებიდან;
- ქართველი და
აფხაზი დაბადებისთანავე საქართველოს მოქალაქე იყო ისტორიულად, ეთნიკურად, ფსიქოლოგიურად,
სოციალურად, ვინაიდან არც ქართველს, არც აფხაზს, არასდროს არ ჰქონია სხვა სამშობლო,
გარდა საქართველოსი. ამიტომაც, მიუხედავად დროებითი ტერიტორიული პრობლემებისა, ყოველი
ქართველი, ყოველი აფხაზი დაბადებისთანავე იურიდიულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ.
- საქართველოს
მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის
მიღების შემთხვევაში, პიროვნებას არ უნდა ჩამოერთვას თავდაპირველი მოქალაქეობა, ვინაიდან
ქართველი, სადაც უნდა იყოს, ყველგან ქართველად რჩება; ვინაიდან, საქართველოს არ ჰყავს
დასაკარგი შვილი...
-
საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მის მოქალაქეებს იგივე
უფლებები ჰქონდეს უცხოეთში,რა უფლებებიც გააჩნიათ
უცხოელებს საქართველოში.
დიასპორებსა და მიგრანტებს დაგროვილი გამოცდილებით,
ცოდნით, ადამიანური ურთიერთობებით შეუძლიათ
გადაარჩინონ სხვები, თუ ამის რეალური სურვილი და პოლიტიკური ნება ექნება საქართველოს
ხელმძღვანელობას. ამისათვის კი, უპირველესად საჭიროა სამუშო ადგილები. სამუშაოს გარეშე, ყოველგვარ დემოკრატიაზე,
კეთილდღეობაზე, წინსვლაზე ლაპარაკი სულ ფუჭი საქმე და თვალებში ნაცრის შეყრაა. მათ შორის არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ
უცხოელ მეგობრებთან ერთად საქართველოსა და უცხოეთში შექმნან ქართველთა დასაქმებისა
და საქართველოსათვის სიკეთის მომტანი ერთობლივი
ობიექტები. ყველა ახალ საქმეს კი თავდაპირველად დაფინანსება სჭირდება. საჭიროა დასაწყისისათვის
თუნდაც 300 -400 მლნ ევროს გამოყოფა, რაც ქვეყანას არათუ მძიმე ტვირთად დააწვება. ერთი-ასად
დაუბრუნდება კიდეც.
ხაზგასმით
ვამბობთ, ეს იქნება სამშობლოში თანამემამულეთა დაბრუნებისათვის შექმნილი ფონდი, რომელიც
მოხმარდება არა ერთეულთა პირობების გაუმჯობესებას, როგორც ეს ათწლეულის მანძილზე ხდებოდა,
არამედ უმუშევართა დასაქმებას, ქართულ ეკონომიკაში დასავლური გამოცდილების შემოტანას
ისევ ქართველთა მიერ, უცხოელი მეგობრების გონებისა და მატერიალური სახსრების გამოყენებას
საქართველოს საკეთილდღეოდ, ქართველ ერსა და ევროპელთა შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა
და ნამდვილი სახალხო დიპლომატიის განვითარებას,
რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ტრადიციული ურთიერთობების
აღდგენასთან.
16. აქ აუცილებლად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ ერთ გარემოებას: არც ერთი მოთხოვნა არ არის, რომელიც სცდება ჩვენი კონსტიტუციის, ან ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს. მეტიც, ყოველი ხელისუფალი სახელმწიფოს სადავეებთან მისვლამდე მათ შესასრულებლად ელემენტარულსაც
კი უწოდებს თავად კი, არც ერთს არ ასრულებს, ან მხოლოდ ნაწილობრივი ღონისძიებებით კმაყოფილდება.
17.
ქვეყანას რეალურად ემუქრება არასტაბილურობა, პოარქტიკულად უმართავი პროცესების
დაწყება არა რომელიმე პოლიტიკური ან ფესვდოპოლიტიკური ძალის ინიცირებით, არამედ
უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მოსახლეობის, რომლის სოციალური
დაუცველობა კრიტიკას ვერ უძლებს. დროა, ხელისუფლებამ საზოგადოების მიმართ იგრძნოს
მორალური სოლიდარობა.
18.
ქვეყნის ხელისუფლება სხვადასხვა მექანიზმის წყალობით, ჯერ კიდევ ინარჩუნებს
გარკვეულ იმიჯს, მისი რეალური რეპუტაცია
კი სწერაფი ტემპით ეცემა.
ხაზგასმით
გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო გაცილებით ძლიერია, ვიდრე მავანნი წარმოაჩენენ
და მატერიალურ სიკეთეთა სამართლიანად განაწილების შემთხვევაში გაცილებით უკეთ
შეძლეს რიგითი მოქალაქის ბუნებითი
უფლებების დაცვას, ვიდრე ესდღეს ხდება,
19.
მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესება მყისიერად
დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი თუ ხელისუფლება გამოიჩენს კეთილ ნებას და :
ა)
რეალურად შეამცირებს სახელწმიფო აპარატის უმაღლესი ეშელონის საარაკო შემოსავლებს,
რომელსაც სხვას, თუ არა „სახელმწიფო ქრთამს“ ვერ ვუწოდებთ.
ბ)
მკვეთრად შეამცირებს სახელმწიფო აპარატის შესანახ სხვა საბიუჯეტო ხარჯებს.
გ)
ქვეყნის მმართველობაში ჩააბამს დიდი სახელმწიფოებრივი, ცხოვრებისეული, სამეურნეო
გამოცდილების მქონე ადამიანებს და დიდი განათლების მქონე ახალგაზრდებს ნაცვლად
ნაცნობ-მეგობრებისა, ნათლია-მირონებისა და უბრალოდ, პირადი სიმპათიით შერჩეული
საეჭვო ღირებულებების მქონე, ან არასათანადო განათლებისა და გამოცდილების
პირებისა.
დ) წერტილს
დაუსვამს სახელმწიფო სიმდიდრით უკიდურესად არათანაბარ და არასამართლიანად
სარგებლობის პრაქტიკას, როცა ისეთი მატერიალური ღირებულებები , როგორიცაა
სტრატეგიული და საციცოცხლო ობიექტები, სასარგებლო წიაღისეული, ტბები, ტყეები და
ა.შ. მოქცეულია ფრიად საეჭვო, ან სულაც გაურკვეველი წარმოშობის სამეწარმეო
ერთეულების ხელში.
* * * * * * *
- ჩვენი უპირველესი მიზანია, დიდი ქართული
ერთობა, რომელიც გადაგვალახვინებს ბელადომანიის, ინკოგნიტო მმართველობის,
უცხოეთიდან მართული ძალების მიერ დატოვებულ შედეგებს;
- ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა
ქვეყანაში არ დავუშვათ დესტაბილიზაცია, მითუმეტეს, მ,აიდანიზაცია, რის დიდ სურვილს
მავანნი დაუფარავად გამოხატავენ დაძაბულო სოციალური მდგომარეობის ფონზე;
- ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ დღევანდელი
საქართველო, ამიტომაც, ყველა ერთად ვაგებთ პასუხს მის მომავალზე!
Комментариев нет:
Отправить комментарий