15.03.2015

ვის გაუბრაზდებოდა დღეს ჯარისკაცის მამა? - „ქართული ერთობის კონგრესის" ყრილობა

ვის გაუბრაზდებოდა დღეს ჯარისკაცის მამა? - ქართული ერთობის კონგრესის ყრილობა [ვიდეო/ფოტო]

რუსთაველის სახელმწიფო თეატრში "ქართული ერთობის კონგრესის" ყრილობა გაიმართა, რომელსაცქართული ერთობის დარბაზის წევრები ესწრებოდნენ.
ქართული ერთობის კონგრესის სხდომა
ქართული ერთობის კონგრესის სხდომა

ამ საზოგადობეირვი მოძრაობის დამფუძნებლები არიან რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი. ყრილობაზე მოქმედების მანიფესტი მიიღეს, რომელმაც, დარბაზის წევრების განცხადებით, ქვეყნის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. დარბაზის წევრები შემოდგომისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიღებასაც აპირებენ, რომელმაც, მათი თქმით, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა უნდა უზრუნველყოს. მომდევნო კონგრესი ბათუმში გაიმართება 26 მარტს.

ქართული ერთობის კონგრესის სხდომა
ქართული ერთობის კონგრესის სხდომა


ყრილობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, ბიძინა ივანიშვილი და ილია მეორეც მიიწვიეს, თუმცა ისინი ღონისძიებას არ დასწრებიან.



Комментариев нет:

Отправить комментарий