მეცნიერმა, თეოლოგმა ლეონ ფირცხალავამ "ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესს წარუდგინა „მოქმედების მანიფესტი“
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, რომელთაც გვაერთიანებს დიდი ქართული მიზანი: „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“,
„ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით, ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ დღეს ქვეყნისათვის უმთავრესია: ქართული აზროვნების დამკვიდრება, ყოველივე ქართულის დაცვა, ყოველივე ქართულის განვითარება.
„ქართული“ - ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას, ვინაიდან ის, თავისი არსით, შინაგანი ბუნებით, შორს დგას როგორც კოსმოპოლიტიზმის, ისე - ვიწრო
ეროვნულ ჩარჩოებში ჩაკეტილი ნაციონალიზმისაგან.
„დარბაზი“ - ნიშნავს ერთგულებას ფესვებისადმი და მემკვიდრეობითობას ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინანდელი დარბაზის პრინციპებისადმი, რაც გახლდათ ღირსეული მცდელობა სახელმწიფო აზროვნებაში და მმართველობაში პარლამენტარიზმის დანერგვისა.
„ერთობა“ - ნიშნავს საქართველოს ისტორიული სიძლიერის წყაროებისაკენ მობრუნებას; ერთობას საქართველოს შვილთა - ქართველთა, აფხაზთა, ოსთა, რუსთა, უკრაინელთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა, ბერძენთა, ებრაელთა, იეზიდთა, ასირიელთა და მრავალთა სხვათა... ერთობას სხვადასხვა თაობის სამშობლოზე გულანთებულ შვილთა... ერთობას სხვადასხვაგვარ მოაზროვნეთა სამშობლოსათვის სამოღვაწეოდ. ერთობას მძიმე ყოფით გათითოკაცებული საზოგადოებისა, გათითოკაცებული სიკეთისა.
„ქართული ერთობის დარბაზი“ - (შემოკლებით „ქედი“), კავკასიონის ქვეყანაში - ეს გახლავთ საქართველოს და ზოგადად კავკასიის დიდებულების სიმბოლო, მისი სიმაღლე, მისი სიმტკიცე, მისი სიდიადე.
ჩვენ
გვაერთიანებს ბიბლიური სიბრძნე: მთავარში - ერთობა, სადავოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული.
ჩვენ შეიძლება ბევრი რამით განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან: ასაკით, მსოფლმხედველობით, მრწამსით, ეროვნული კუთვნილებით, სოციალური
მდგომარეობით... მაგრამ მთავარში - სამშობლოში - გვაქვს ერთობა და
ერთნი
ვართ
იმაში,
რომ
ჩვენი
მოქმედების საფუძველი იქნება სიყვარული.
„ქართული ერთობის დარბაზი“ გახლავთ საკრებულო იმ ადამიანთა, რომელთაც გული შესტკივათ ქართული აზროვნების გასაჭირის გამო. ის არ არის მხოლოდ საკუთრივ ქართველთა საფიქრალი და მისი არეალი არ შემოიფარგლება მხოლოდ ეთნიკური ქართველებით.
განა
ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური
ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა - ქართული აზროვნების გასაჭირი არ
არის?!
განა
შეტევა ქართულ ეკლესიაზე, ქართულ ენაზე,
ქართულ ტრადიციებზე, საერთოდ ქართულ კულტურაზე მისი
ფართო
გაგებით - ქართული აზროვნების
გასაჭირი არ
არის?!
განა
ის,
რომ
საერთაშორისო მასშტაბით დღემდე არ
განმტკიცებულა ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“; ის,
რომ
ანტიკური კოლხეთისა და
ბრწყინვალე ივერიის მემკვიდრე საქართველო დღეს
სხვადასხვა ენაზე
ათასგვარად იწოდება, ვინაიდან ვერ
შევძელით ქვეყნიერებისათვის გვემცნო და
დაგვემკვიდრებინა სახელმწიფოს სახელწოდება ძირძველი ერის
ენაზე,
ისევე,
როგორც ეს
არაერთმა ერმა
თუ
სახელმწიფომ მოახერხა - ქართული აზროვნების გასაჭირი არ
არის?
განა
ის,
რომ
დღემდე კონსტიტუციურად ვერ
დავადგინეთ, რომ
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაბადებული ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი დაბადებისთანავე იურიდიულად უნდა
ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ, რადგან ქართველს და
აფხაზს არასოდეს არ
ჰქონიათ სხვა
სამშობლო, გარდა
საქართველოსი, - ქართული აზროვნების გასაჭირი არ
არის?
განა
ის
, რომ
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უცვლელი ქართული სამეფო დინასტა ჩვენში კულტურულ მემკვიდრეობადაც კი არ არის აღიარებული, - ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?
განა
ის,
რომ
ღვთით
ბოძებული ჩვენი
უპირველესი სიმდიდრე - მიწა,
უცხოელთათვის საკუთრებაში ყველაზე ადვილად მოსაპოვებელი გახდა
- ქართული აზროვნების გასაჭირი არ
არის?
განა
ის,
რომ
საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ
არის,
მეტიც,
ებრძვის საქართველოს, ის,
რომ
ცალკეულ პოლიტიკოსთა პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები - ქართული აზროვნების გასაჭირი არ
არის?
განა
ის,
რომ
ათწლეულებია, რეალურ კოლონიზატორს - მეგობრად და
მოჩვენებით ბელადს - მხსნელად აღვიქვამთ - ქართული აზროვნების გასაჭირი არ
არის?
განა
ის,
რომ
ოც
წელიწადზე მეტია,
უგულებელყოფილია: პროფესიონალიზმი, გამოცდილება, კეთილსინდისიერება და
ქვეყნის ერთგულება შეცვლილია ხელისუფალის ერთგულებით, თანაც
ქვეყანა იმართება ემოციით, სუბიექტური მოსაზრებებით, ამასთან, სახელმწიფო არ
არის
ორიენტირებული ძლიერზე და
ამის
შედეგად ქვეყანა აცდა
ბუნებრივი განვითარების გზას
და
ევროპა - აზიის
გზაჯვარედინზე მდებარე დიდი
ისტორიის ქვეყნის ურთიერთობა გარე
სამყაროსთან ერთვექტორული გახდა
- ქართული აზროვნების გასაჭირი არ
არის?
ყოველივე აღნიშნული, ჩვენი
აზრით,
გაპირობებულია ორი
უმთავრესი პრობლემით:
პირველი პრობლემა ძირითადად ქვეყნის გარეთაა და
მდგომარეობს იმაში,
რომ
ვერ
შევძელით გარე
სამყაროს, უპირველესად, დემოკრატიულ მსოფლიოს რეალურად ვაჩვენოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი
ისტორია, მისი
დემოკრატიული ბუნება. ამის
შედეგია, ერთი
მხრივ,
ის,
რომ
დემოკრატიულმა მსოფლიომ არა
თუ
არ
იცის
ჩვენი
ქვეყნის ისტორია და
დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციაში, ხალხის დემოკრატიული ბუნება, არამედ გვიყურებენ, როგორც განვითარებად, ზოგჯერ კი,
როგორც განუვითარებელ ქვეყანას და
ამიტომ გვექცევიან, როგორც ნეოკოლონიალურ სახელმწიფოს. მეორე
მხრივ,
სავალალოა ის,
რომ
უკვე
საუკუნეებია, რეალურ კოლონიალისტებს მეგობრებად აღვიქვამთ .
მეორე
პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და
მდგომარეობს იმის
გაუცნობიერებლობაში, რომ
საქართველოს დემოკრატიული მომავალი - ეს
არის
თავისუფალი
ადამიანი... ყოველ
ადამიანს აქვს
ღვთისაგან ბოძებული ბუნებითი უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და
უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება... ამის
გარანტი ხელისუფლება უნდა
იყოს,
რაც
ეს
მისი
კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა
იყოს
იმის
გარანტი, რომ,
სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისათვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა
და
განათლების მიღება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, ყოველი ადამიანი აცნობიერებდეს ბიბლიურ შეგონებას: „თავისუფლებისათვის გაგათავისუფლათ ღმერთმა და
ნუ
იქნებით ადამიანთა მონები“...
გულის
სითბოსა და
აზრის
ნათელს ქართველობის - მზე
- საქართველოს აზროვნების გასაჭირის ავი
ღრუბელი შემოხვევია და
ძველებურად ვეღარ
ანათებს,
ვეღარ
ათბობს, ვეღარ
ბრწყინავს.
დღეს
„საქართველო დაჭრილი მზეა“
!!!
მიუხედავად მცდელობისა, ქვეყანა განვითარებულიყო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და
ნორმების შესაბამისად,
ქვეყანაში სისტემური კრიზისია.
ჩვენ
გაგვიძლიერდა იმის
შეგრძნება, რომ
ერი
ვერ
გახდა
ქვეყნის პატრონი. საქართველო კვლავაც იმართება ქვეყნის გარეთ
არსებული ძალების მიერ,
მათი
ინტერესების შესაბამისად და
ჩვენი
სახლმწიფოს საზიანოდ. ქვეყანას მორიგეობით განაგებენ, ძირითადად, გარედან თავსმოხვეული, ამისათვის საგანგებოდ გაწვრთნილი, არაქართული ცნობიერების მქონე
სუბიექტები.
რაც
არ
გვაკლია, ეს
არის
ქვეყნის გარე
ძალთა
მსახურნი, მათ
მიერ
მართული პარტიები, მინისტრები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და
საინფორმაციო საშუალებები... რაც
არნახულად გვაკლია, ეს
არის
- ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ხალხის მსახური საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებანი.
ქართული ცნობიერება, ქართული აზროვნება, ქართული მორალი დაუნდობლად ითელება ფეხქვეშ და იცვლება ყალბი ფასეულობებით.
ბოლო
ოცი
წლის
მანძილზე, ჩვენს
ხელისუფალთ ცივილიზებული მსოფლიოსაგან ძირითადში მოაქვთ ის, რაც გვანგრევს და უარს ამბობენ უცხოეთის იმ
გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს
ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა.
ყველაფერ ამაში
ჩვენი
ბრალიცაა, პირველ რიგში
– ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი
ხანია,
განერიდნენ პოლიტიკას და
ამით
ყველა
სხვას
მისცეს საშუალება, გაქცეულიყო პოლიტიკაში. ჩვენ
არ
მოგვწონს გზა,
რომლითაც ქვეყანა მიდის
20 -ზე
მეტი
წელია.
ჩვენ
დარწმუნებულები ვართ,
რომ
საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგან უკვე
დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი
კომპლექსი, რომელშიც არამხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის.
ინტელექტი და
ბიზნესი - აი,
ორი
საყრდენი, რომელთაც არ
გააჩნია საზღვრები და
რომელთა წყალობით და,
რაც
მთავარია, სიყვარულით უნდა
მოხდეს საქართველოს სრული
ჰარმონიზაცია მსოფლიოს ერთა
დიდ
ოჯახში.
ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების განსახორციელებლად სახელმწიფოს მმართველობის პროცესში ის
ადამიანები უნდა
შემოვიდნენ, რომელთა მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრის, მათ
შორის,
რეფორმებისა და
გარდაქმნების მიმართ.
ჩვენ
გვინდა, რომყველას ვუთხრათ: უნდა
დამთავრდეს ანონიმური და
ერთპიროვნულიგადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის. ეს მითუმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ სამართლიანობის დადგენის უაზროდ გაჭიანურების ფონზე ჯიუტად გრძელდება ერის წინაშე დამნაშევე „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციისა და მასთან კოაბიტაციის რეჟიმი, რაც სულ უფრო ხელშესახებს ხდის
„ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პოლიტიკურ ძალად წარმოჩინებას და ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროებას
ყოველ
დროში,
სახელმწიფო კაცები, ერისმამა- დიდი
ილია
და
მისიმიმდევდები- ფიქრობდნენ ისეთ
საქართველოზე, სადაც
ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და
ზნეობა. სწორედ ეს
არის
მეცნიერული და
ეროვნულ- სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ
კიდევ
ათი
საუკუნის წინ
შექმნა დავით
აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.
ქართული სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორია დასტურია იმისა,რომ ჩვენ ვიდექით ცივილიზაციის სათავეებთან და მუდმივად ვიყავით ცივილიზაციის მწვერვალზე.
მემკვიდრეობითობის ამ
ქართული განწყობიდან გამომდინარე, „ქართული ერთობის დარბაზი“:
ერთი
მხრივ,
ეს
არის
- უფროსი თაობის ანდერძი შემდგომი და
ახალგაზრდა თაობებისადმი: „გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს,
დაიცავით საქართველო!“
მეორე
მხრივ,
შემდგომი და
ახალგაზრდა თაობებისათვის, ეს
არის
ქართული ცნობიერების, ქართული კულტურის დაცვა-შენარჩუნება გლობალიზაციის ურთულეს და უმძიმეს პერიოდში.
ყველას კი
გვაერთიანებს: საქართველო უპირველეს ყოვლისა!
ქართული ერთობის დროა!
„ქართული ერთობის დარბაზი“ – „ქედი“
- იქნება ის
მწვერვალთგრეხილი, რომლის კალთებზე დაივანებს ქართული ერთობა,
ქართული აზროვნება, ქართული სულიერება!
მოქმედების დროა!
დოკუმენტი საერთო სახალხო განხილვისა და დისკუსიისათვის მიღებულია „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა შეკრებაზე
2014 წლის 14
ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას. საბოლოო რედაქციით დამტკიცებული იქნება კონგრესის მიერ.
ხელმოწერა იწყება
2014 წლის 23
ნოემბერს და მთავრდება
2015 წლის 6 მაისს
გი ორგობი დან - გიორგობამდე
ხელმოწერილი დოკუმენტი დაცული იქნება სახელმწიფო მუზეუმში
Комментариев нет:
Отправить комментарий