10.03.2015

" ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „ქართულთან დაკავშირებით“



გადაწყვეტილება გააჟღერა "ქართული ერთობის დარბაზის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. ქართული ცეკვის მეფედ აღიარებულმა ომარ მხეიძემ


"ახალგაზრდა ქართულმა სახელმწიფომ, საქართველოს არაერთმა ხელისუფლებამ, დღემდე ვერ  მოახერხა ჭეშმარიტად საერთო-სახალხო ტელევიზიის შემქნა. როგორც წესი, არათუ კერძო ტელეკომპანიები,  სახელმწიფოც კი, რომელიც თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ფინანსდება, სხვადასხვა დროს წარმოადგენს ერთი კონკრეტული ჯგუფის  ან მეტიც, პიროვნების ტელევიზიებს. ამიტომაც, ისინი, ყოველ კონკრეტულ მომენტში ემსახურებიან და გამოხატავენ ერთ გარკვეულ მსოფლმხედველობას, ამდენად, ნიადაგი აქვს გამოცლილი პლურალიზმს, საჯაროობას, აზრთა მრავალფეროვნების გამოხატვის თავისუფლებას.

დღეს გვსურს თქვენ, ღირსეული ქართული საზოგადოების ჭეშმარიტად გამორჩეულმა ნაწილმა ახლად გამორჩეული ტელევიზიის ხელმძღვანელად შეარჩიოთ და გაამწესოთ ღირსეულთაგან ღირსეული.

ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებელთა სახელით, ჩვენ გთავაზობთ ბატონ ოთარ შამათავას კანდიდატურას. კაცს, რომლის ოჯახი ტრადიციულად ტელევიზიას უკავშირდება: მამა ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ,  მეუღლე - ცნობილი ტელეჟურნალისტია, თავად წარმატებული ტელერეჟისორი, არაერთი ტელეპროექტის ავტორი უცხოურ ტელევიზიებში და წლების მანძილზე ტელეკომპანია „იმედის“ თავკაცი.

რატომ ვირჩევთ სიმართლითა და სითბოთი გამორჩეული ტელეკომპანიის ხელმძღვანელს აქ? იმიტომ, რომ თქვენ ბრძანდებით ამ ტელევიზიის აქციონერები ან პოტენციური აქციონერები.  და უბრალოდ,  ღირსეული ნაწილი ქართული საზოგადოებისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია იმ ტელევიზიაზე, რომელიც ბატონმა რეზო  ჩხეიძემ აჩუქა ქართველ ხალხს."





Комментариев нет:

Отправить комментарий