"კონგრესის
უმაღლესი მიზანია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ქრისტიანულ იდეალებზე და ქართულ
ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული დიდი ეროვნული თანხმობის მიღწევა; ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად
სოციალური თუ საზოგადოებრივი სტატუსისა, უნდა იკისროს სოლიდარული პასუხისმგებლობა
ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და მის შეცვლაზე.
სახელმწიფოსათვის
ამ უმძიმეს პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობასა და
მთავრობას შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობათა სრულ და დროულ აღმოფხვრას;
ყველა დონის მმართველობით ვერტიკალსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობათა
ჰარმონიზანიას; საზოგადოებისა და ხელისუფლების მიერ თითოეული პიროვნების
უფლებებისა და მთელი ქვეყნის ღირსების ერთობლივ დაცვას;
კონგრესის
ამოცანაა, მეცნიერების მიერ გაკეთდეს ამომწურავი ანალიზი ქვეყნის ეკონომიკური
მდგომარეობისა; დაიდოს სახელწმიფოს ეკონომიკური და ადამიანური რესურსების
ამსახველი სრული სურათი; მომზადდეს მეცნიერული დასკვნა ეკონომიკურ და ადამიანურ
რესურსებზე დამყარებული ქვეყნის პოტენციალის თაობაზე; და, ბოლო ეტაპზე, შეიქმნას
ამ პოტენციალის ამოქმედების პროგრამა.
კონგრესი
მიზანშეწონილად თვლის, 27 მარტის ბათუმის კონგრესს წარედგინოს „მომავლის
საქართველოს“ შექმნის კონცეფცია იმის გათვალისწინებით, რომ სრული პროგრამის
დამტკიცება მოხერხდეს ყოველთა ქართველთა
და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესზე ოქტომბერში.
„ქართული ერთობის
დარბაზის“ დამფუძნებლები
Комментариев нет:
Отправить комментарий