უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის, პოლიტიკური ემიგრაციის
და შრომით მიგრანტების პოზიცია, წარმოადგინა შალვა აბაშიძემ, რომელიც
წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში და რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა დევნილობიდან.
"ქართველთათვის,
ერთი განსაკუთრებული თვისება ანტიკური დროიდან მოყოლებული, გახლავთ მშობლიურ მიწასთან,
მშობელ კუთხესთან განშორების სიმძიმე.
მიუხედავად ხელსაყრელი
გეოგრაფიული მდებარეობისა, საზღვაო და საქარავნო გზების შესაყარზე არსებობისა, ქართველი
კაცი ყოველთვის ერიდებოდა შორეულ ქვეყნებში ხანგრძლივ მოგზაურობას, მითუმეტეს, ცხოვრებას.
აკი შეგვარქვეს კიდეც ბრძენმა ელინებმა გეორგიანელები - ანუ მიწის შვილები.
ბედის უკუღმა
ტრიალმა მსოფლიოს ერთი უძველესი და გამორჩეული ერის მეოთხედი მიმოფანტა მსოფლიოს მრავალ
კუთხეში, უპირატესად, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბებერ, კეთილ ევროპაში და შორეულ ამერიკაში.
ჩვენი არსებობა,
დიახ, ფიზიკური არსებობა, წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე, რამეთუ სული და გული,
გონი და აზრი მთლიანად სამშობლოში, ჩვენს ოჯახებში გვაქვს დატოვებული. ამაშია დიდი
ერთობა ჩვენი ერისა, ამაშია სიძლიერე დროებით დასუსტებული ივერთ მოდგმისა, ქართლოსიანთა
სისხლის ყივილისა.
ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ დღევანდელი საქართველო, ამიტომაც ყველა ერთად
ვაგებთ პასუხს მის მომავალზე.
პროფესიონალიზმი,
პატიოსნება, პატრიოტიზმი - აი, სამი კოლოსი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის ბედზე მზრუნველი
ნებისმიერი ჯგუფი, თუ პიროვნება.
ერის სულიერ მამამ
და ბრძენმა მოძღვარმა სრულიად ქართველთა ამ დღეებში ერთხელ კიდევ მოგვიწოდა სამშობლოში
დაბრუნებისაკენ. ყოველი ქართველის ისტორიული მოვალეობა და საზრუნავიც ეს არის. მაგრამ
დაბრუნება უნდა მოხდეს ღირსეულად, ისე, რომ სიძნელეები არ შევუქმნათ სამშობლოს. ამისათვის, ჩვენი აზრით საჭიროა დიდი მოსამზადებელი
სამუშაოს ჩატარება:
ქართველი და აფხაზი
დაბადებისთანავე საქართველოს მოქალაქე იყო ისტორიულად, ეთნიკურად, ფსიქოლოგიურად, სოციალურად,
ვინაიდან არც ქართველს, არც აფხაზს, არასდროს არ ჰქონია სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი.
ამიტომაც, მიუხედავად დროებითი ტერიტორიული პრობლემებისა, ყოველი ქართველი, ყოველი
აფხაზი დაბადებისთანავე იურიდიულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ.
საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში,
პიროვნებას არ უნდა ჩამოერთვას თავდაპირველი მოქალაქეობა, ვინაიდან ქართველი, სადაც
უნდა იყოს, ყველგან ქართველად რჩება; ვინაიდან, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილი...
საჭიროა საქართველოს
მთავრობამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მის მოქალაქეებს იგივე უფლებები ჰქონდეს
უცხოეთში,რა უფლებებიც გააჩნიათ უცხოელებს საქართველოში. ჩვენ კი ძალიან კარგად ვიცით, რა
პირობებია შექმნილი საქართველოში უცხოელთათვის, მათ შორის, ზოგჯერ საკმაოდ საეჭვო პირებისთვისაც.
ჩვენ
უცხოეთმა გადაგვარჩინა;
ჩვენ
გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები;
ჩვენ
დაგროვილი გამოცდილებით, ცოდნით, ადამიანური ურთიერთობებით შეგვიძლია გადავარჩინოთ სხვები, თუ ამის რეალური
სურვილი და პოლიტიკური ნება ექნება საქართველოს ხელმძღვანელობას. ამისათვის კი, უპირველესად
საჭიროა სამუშო ადგილები. სამუშაოს გარეშე,
ყოველგვარ დემოკრატიაზე, კეთილდღეობაზე, წინსვლაზე ლაპარაკი სულ ფუჭი საქმე და თვალებში ნაცრის შეყრაა. ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ
უცხოელ მეგობრებთან ერთად საქართველოსა და უცხოეთში შექმნან ქართველთა დასაქმებისა
და საქართველოსათვის სიკეთის მომტანი ერთობლივი
ობიექტები. ყველა ახალ საქმეს კი თავდაპირველად დაფინანსება სჭირდება. საჭიროა დასაწყისისათვის
თუნდაც 300 -400 მლნ ევროს გამოყოფა, რაც ქვეყანას არათუ მძიმე ტვირთად დააწვება. ერთი-ასად
დაუბრუნდება კიდეც. სასურველია, ამ ფონდის შექმნისას გათვალისწინებული იქნას მიგრანტების,
მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ეკლესიის მოსაზრებები დასაქმიანობაში ჩაბმის
სურვილები.
ჩვენს
გვერდით დგას ქართული წარმოშობის არაერთი წარმატებული და დიდი პიროვნება, რომელიც მოღვაწეობს
ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო და კულტურულ ცენტრებში. ჩვენს გვერდითაა მოძმე ერების,
მაგრამ სულითა და გულით საქართველოს მიწის ერთგული არაერთი შვილი.
ევროპამ
გვასწავლა, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს ხალხი, და არა პოლიტიკოსთა ჯგუფი, თუნდაც უცხოეთის
მაღალი წრეებიდან მხარდაჭერილი... და არა პოლიტიკური ბელადი, თუნდაც ყველაზე წარმატებული
პიროვნება.
ევროპულმა
ურთიერთობებმა ჩვენ გვასწავლა მთავრობისადმი მხარდაჭერაც და მთავრობისაგან ადამიანური
პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნაც.
განსაკუთრებული
თანადგომაც შეგვიძლია და წინააღმდეგობაც. ხალხის ძალა ხომ ერთობაშია!!!"
Комментариев нет:
Отправить комментарий