10.03.2015

"ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესი: გადაწყვეტილება ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევის თაობაზე


გადაწყვეტილება წარადგინა "ქართული ერთობის დარბაზის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობაში, ბატონმა რომან რურუამ. 


"იმის გათვალისწინებით, რომ მეცნიერთა მონაწილეობით შემუშავებულია „მოქმედების მანიფესტი“ და საზოგადოებაში მიმდინარეობს მისი განხილვა,
იმის გათვალისწინებით, რომ  საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ეროვნული იდეით გაერთიანებასთან,

იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიულად, ეროვნული და პლანეტარული სრულ ჰარმონიზაციაშია,

იმის გათვალისწინებით, რ ომ უნდა დამთავრდეს ანონიმურ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებათა დრო და დაიწყოს სოლიდარული  მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის,

„ქართული ერთობის დარბაზის“ თბილისის კონგრესი იღებს გადაწყვეტილებას ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო ფორუმის (კონგრესის) მოწვევის თაობაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისობის დღეებში.

ოქტომბრის თვე და თბილისობა - ეს საერთო-სახალხო დღესასწაულია, სადაც გამოკვეთილად სჩანს ხალხის და ხელისუფლების ერთობა.

თბილისის კონგრესი გამოთქვამს რწმენას, რომ ამ მოსაზრებას მხარს დაუჭერს როგორც  ხელისუფლება, ასევე ბათუმში, ქუთაისში,  ზუგდიდში, ოზურგეთში თელავში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში ჩატარებული კონგრესები.

დარწმუნებული ვართ, ასეთივე მხარდაჭერა ექნება ამ იდეას უცხოეთის იმ ქვეყნებში გამართულ კონგრესებზე, სადაც ისტორიულად თუ ქვეყნის ბედუკუღმაღთობის გამო, ცხოვრობს საქართველოს შვილთა დიდი ნაწილი".

             

                     „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები






Комментариев нет:

Отправить комментарий