ბატონებო,
ჩვენ დიდი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები და ეს უნდა შევძლოთ მაქსიმუმ, საათნახევრის
განმავლობაში. აქ უკვე ითქვა, და ითქვა ბრწყინვალედ, რომ ამ კონგრესმა უიმედობის და
დეპრესიის ეპოქაში, იმედის განწყობის ჩამოყალიბება
უნდა შეძლოს. ქართული გამარჯვება ეროვნული იდეით გაერთიანებასთან არის დაკავშირებული.
ბედნიერია
ყოველი ადამიანი, რომელიც თვლის,რომ საქართველო მისი ოჯახია. ჩვენ ამ განწყობით შევიკრიბეთ.
დეპრესია
და უიმედობაა დღეს თითქმის ყოველ ქართულ ოჯახში. მნიშვნელობა არ აქვს მდიდარია, თუ
ღარიბი ოჯახი. რა ტკივა და რა აწუხებს დღეს ქართულ ოჯახს?
უმუშევრობა, ბანკის, თუ მევახშის სესხები, სწავლის გადასახადი,
უცხოეთში წასული ოჯახის წევრის, თუ ახლობლის ტკივილი, მცირე ბიზნესის პრობლემები, ჯერ
პროდუქციის შექმნა და მერე მისი რეალიზაცია , გადამხდელუუნარობა, ის, რომ უჭირს ხელისუფლებასთან
კონტაქტი და უამრავი სხვა. ხალხის დიდი ნაწილი
უკვე მიხვდა, რომ ქუჩის პოლიტიკოსი დამანგრეველია. მაგრამ უჭირს განათლებული ადამიანის
ხელისუფლებაში მიყვანა. უჭირს ისეთი პოლიტიკოსის შერჩევა, რომელიც ქვეყნის გარედან
არ იმართება. ხალხი გაღიზიანებულია საკადრო პოლიტიკით და კადრებით. პრობლემები თავზე
საყრელია. მაგრამ მომავალი მაინც სოლიდარულ მოქმედებაშია ქვეყნის გადარჩენისათვის.
ნება
მომეცით, ამ პათოსის განწყობის „მოქმედების მანიფესტის“ წარმოდგენისათვის სიტყვა მივცე
მეცნიერს, თეოლოგს, ბატონ ლეონ ფირცხალავას.
Комментариев нет:
Отправить комментарий