10.03.2015

ანზორ ერქომაიშვილის გამოსვლა


ბატონებო, მოგესალმებით და პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი პასუხისმგებლობით ვდგევარ ამ ტრიბუნასთან . ასეთივე განწყობით შევუერთდი „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს და მოვაწერე ხელი „მოქმედების მანიფესტს“.


არავის არ გავაკვირვებ, თუ  ვიტყვი, რომ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანაში, დღეს დიდი დეპრესიაა, უჭირს იმ ქვეყანას, რომელსაც მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ჰქვია, რომელსაც გააჩნია უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი, ასეთივე  ადამიანური და ბუნებრივი რესურსები. უჭირს ქვეყანას, რომელსაც უაღრესად წარმატებული ხალხი ჰყავს უცხოეთში. ისინი არიან მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, ხელოვნებაშიც, ბიზნესშიც - ყველა სფეროში. მე ასე ვფიქრობ, ჩვენი გაჭირვების ფორმულა დაპირისპირებულ პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოშია.
მარტივია გამარჯვების ფორმულაც - იგი ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოშია.

დაპირისპირება არის პასუხისმგებლობისაგან გაქცევა. არის სქელშუბლიანთა და გონებაშეზღუდულთა გზა.

ჰარმონიული ურთიერთობანი - არის პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, არის მაღალი კულტურა, არის ინტელექტის ძალა.

კონგრესი - ეს არის ჰარმონიზაციის გზა. ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, უნდა დამთავრდეს ანონიმურ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებათა დრო, დამთავრდეს ლანძღვის, გინებისა და დაპირისპირების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოქმედება სამშობლოს გადარჩენისათვის.

საქართველო  ჩვენი ოჯახია,  და ოჯახის სიძლიერე თვითოეული მისი წევრის პასუხისმგებლობაზეა.

ნება მომეცით, კონგრესი გახსნილად გამოვაცხადო.


Комментариев нет:

Отправить комментарий