10.03.2015

რამაზ ყურაშვილის გამოსვლა



კონგრესს სიტყვით მიმართა "ქართული ერთობის დარბაზის" ვიცე-პრეზიდენტმა,  პროფესორმა, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წევრმა რამაზ ყურაშვილმა

"ბატონებო, მოგესალმებით. კარგად თქვა ნინომ, რომ ეს დიდი ქართული განწყობის დარბაზია და იმედისმომცემი.

მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის ცნობილ მოღვაწეებთან. ბატონებთან რეზო ჩხეიძესთან, ანზორ ერქომაიშვილთან, გივი თოიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან არნოლდ გეგეჭკორთან ერთად, ხელს ვაწერ ქართული ერთობის დაფუძნებას და ჩვენი კონგრესის განსახილველ მთავარ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტს“.


ჩვენ ძალიან ქვეყანაში შექმნილი რეალობა, როდესაც გარეთ არესბული ანტიქართული ძალები და მათი ერთგული ცალკეული პიროვნებები თუ ორგანიზაციები ქვეყნის შიგნით - ახერხებენ თავიანთი დამანგრეველი საქმიანობის კოორდინაციას. ამას ემატება ისეთი სერიოზული არასასიამოვნო მოვლენები როგორებიცაა ე.წ. ექსპერტთა მკვეთრად ნეგატიური პროგნოზებით გამოწვეული მოსახლეობის პანიკა და შიდა პროცესები მმართველ პოლიტიკურ ძალაში.

ყველაფერი ამის შედეგად, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ისეთ ნიშნულს უახლოვდება, როცა პასუხად აუცილებელია საქართველოს ყველა ჭეშმარიტი შვილის მოქმედების კონსოლიდაცია.

გელათში დაწყებული კონგრესის მუშაობა დღეს გრძელდება დედაქალაქში, გაგრძელდება საქართველოს ყველა მხარეში, პარალელურად უცხოეთშიც და მიმართული იქნება იქეთკენ, რომ ემოციებით დანგრეულ საქართველოში დაბრუნდეს გონებისა და გონიერების ეპოქა.

სწორედ ამიტომ, ვართ ჩვენ დღეს აქ ასეთი ერთობით, აქ არის ჩვენი დედა ეკლესია, აქ არის სამეფო სახლიც, მოვიწვიეთ ხელისუფლებაც , ვთხოვეთ უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს, მოწვევა გავუგზავნეთ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც მობრძანდა. დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის კულტურის, მეცნიერების და ხელოვნების მოღვაწეებს, რომლებიც დღეს გვესწრებიან.

ჩვენ გვჭირდება დიდი ერთობა მომავლის საქართველოსათვის.

სიტყვა მინდა ვთხოვო ბატონ ანზორ ერქომაიშვილს. მართლაც დიდ მამულიშვილს, ხელოვანსა და მოღვაწე კაცს."



Комментариев нет:

Отправить комментарий