10.03.2015

ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესი: ნინო ჩხეიძის სიტყვა



პირველი სიტყვით კონგრესს მიმართა "ქართული ერთობის დარბაზის" თავმჯდომარის, ცნობილი ქართველის რეჟისორის, მშვიდობის მსოფლიო ელჩის, რეზო ჩხეიძის შვილიშვილმა - ნინო ჩხეიძემ. 

"მე ვარ ნინო ჩხეიძე, ბაბუაჩემი - რეზო ჩხეიძე კინორეჟისორია. მამაჩემი, ბიძინა ჩხეიძეც კინორეჟისორია. მეც ამ გზით წავედი - კინორეჟისორი ვარ. მიუხედავად იმისა,რომ ჩემმა წინაპრებმა განსაკუთრებით, ბაბუაჩემმა რეზო ჩხეიძემ, ხალხის საყვარელი არაერთი ფილმი შექმნა - ჩვენი ოჯახის და ჩვენი გვარის დამსახურება  ქვეყნის წინაშე არის არა აღნიშნული, არამედ  ერთგულება, რომლითაც ვემსახურებით ჩვენს საყვარელ ხალხს და ქვეყანას. დღეს ამ დარბაზში, უამრავი გვარია წარმოდგენილი. ეს დიდი ქართული განწყობის დარბაზია. იმედისმომცემიც.


ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, ყველას სურვილია, გავერთიანდეთ დიდი ეროვნული განწყობით. დაპირისპირება ჰარმონიზაციით შევცვალოთ. ეს არის ამ კონგრესის მთავარი იდეა. ვამაყობ, რომ ბაბუაჩემი დგას დიდ მამულიშვილებთან ერთად, ამ დიდი მოძრაობის სათავეებთან. 

ავადმყოფობის გამო, დღეს ვერ ესწრება ამ კონგრესს. შევეცდები ძალა მოვიკრიბო  და კონგრესის დასკვნით ნაწილში ბაბუაჩემის გზავნილი წაგიკითხოთ.

ეხლა კი, სიტყვას გადავცემ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელს და ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ რამაზ ყურაშვილს".




Комментариев нет:

Отправить комментарий