10.03.2015

(gvnnews.ge)9 მარტს, 17 საათზე რუსთაველის თეატრში „ქართული ერთობის დარბაზის“ მორიგი კონგრესი გაიმართება

10352035_594752110647033_6512722414390711137_n

  დღეს, 17 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში „ქართული ერთობის დარბაზის“ მორიგი კონგრესი გაიმართება.
კონგრესზე მიღებული იქნება მოქმედების მანიფესტი.

  კონგრესმა მუშაობა 8 თებერვალს გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში დაიწყო, დღეის შემდეგ კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გააგრძელებს.
   კონგრესი მუშაობას 6 მაისს ტელეკომპანია „ქართულის“ პირდაპირ ეთერში დაასრულებს.
   “ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით ვიცეპრეზიდენტებმა, რომან რურუამ და თამაზ ყურაშვილმა 9 მარტს თბილისში დაგეგმილ „ქართული ერთობის“ კონგრესზე მოიწვიეს საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბატონი ბიძინა ივანიშვილი:

   „დიდი პატივი გვერგო წილად, ჩვენი მეგობრების, მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეების, ბატონების: რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, თემურ გუგუშვილის, ომარ მხეიძის, არნოლდ გეგეჭკორის სახელით მოგიწვიოთ „ქართული ერთობის“ კონგრესზე, რომელიც შედგება 9 მარტს, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.

   ჩვენ დიდად გვაფიქრებს ქვეყანაში შექმნილი რეალობა, როდესაც გარეთ არსებული ანტიქართული ძალები და მათი ერთგული ცალკეული პიროვნებები თუ ორგანიზაციები ქვეყნის შიგნით ახერხებენ საქმიანობის კოორდინაციას. ამას ემატება ისეთი სერიოზული არასასიამოვნო მოვლენები, როგორებიცაა ე.წ. ექსპერტთა მკვეთრად ნეგატიური პროგნოზებით გამოწვეული მოსახლეობის პანიკა და შიდა პროცესები მმართველ ძალაში. შედეგად – ქვეყანაში შექმნილი ვითარება იმ ნიშნულს უახლოვდება, როცა პასუხად აუცილებელია საქართველოს ყველა ჭეშმარიტი შვილის მოქმედების კონსოლიდაცია.

   გელათში დაწყებული კონგრესის მუშაობის გაგრძელება დედაქალაქსა და ყველა რეგიონში, პარალელურად უცხოეთშიც, მიმართული იქნება იქეთკენ, რომ ემოციებით დანგრეულ საქართველოში დაბრუნდეს გონების და გონიერების ეპოქა; რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის დიდი ერთობის განწყობა შენარჩუნებული იქნას, ხოლო მათი მოქმედება, ვინც დეკლარირებულად დაასუსტა ან ფარულად ახლაც ასუსტებს ამ დიდ ეროვნულ ერთსულოვნებას – შეფასდეს პირუთვნელად. ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს მანამ, ვიდრე ხალხს ხელისუფლებასთან დაპირისპირების დაუძლეველი სურვილი არ გასჩენია.
  მაშინ, როდესაც თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლის ინსტრუმენტად ბევრმა ხელისუფლების კრიტიკა აირჩია, ჩვენ ჰარმონიზაციაზე ვსაუბრობთ.

  ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება, ცოდნა, შესაძლებლობები სრულად ჩავაყენოთ ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად სახელმწიფოს უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანის საქმეში.

  სწორედ ასეთი მოღვაწეობა გახლავთ უპირველესი მიზანი „ქართული ერთობის“ დარბაზისა დღეს და იმედია, იგი სამშობლოს საკეთილდღეოდ არაერთ კეთილ ნაყოფს გამოიღებ


წყარო: http://gnnews.ge/?p=6607

Комментариев нет:

Отправить комментарий