14.04.2015

(მედიანიუსი) მართლაც მოქმედების დროა - ქართული ერთობის დარბაზის აქცია დედა ენის ძეგლთან

დღეს, ქართული ენის დღეს, დედაენის ძეგლთან, გაგრძელდა 9 აპრილს ილიასა და აკაკის ძეგლთან დაწყებული ხელმოწერა მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მონაწილეობით შედგენილ „მოქმედების მანიფესტზე“.



 როგორც „მომედების მანიფესტის“ შექმნის სათავეებთან მდგომი და „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები: რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა და რამაზ ყურაშვილი აღნიშნავენ: „მოქმედების მანიფესტზე“ ხელმოწერა - ეს არის საქართველოსათვის თქვენი ბრძოლის განწყობის დადასტურება და შეკავშირება იმ ადამიანებთან, ვინც გააცნობიერა, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა ახალი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნიდან - არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ურყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას“. „ქართული ერთობის დაბრაზის“ დამფუძნებლების დიდი სურვილია, „მოქმედების მანიფესტს“ შეუერთდეს სრულიად საქართველო, ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარი. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან მართვა, დაიბრუნოს საქართველო, გახადოს იგი რეალურად დამოუკიდებელი და დემოკრატიული, გვაცხოვროს სულიერებითა და სიყვარულით. დღეს დედა ენის ძეგლთან „მოქმედების მანიფესტს“ - უამრავმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 `ქართული ერთობის დარბაზის“ პრესცენტრის ცნობით, ხელმომწერებს გადაეცათ „ქართული ერთობის დარბაზის“ გაზეთი „ქართული“, რომელშიც წარმოდგენილია „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის გელათის, თბილისის და ბათუმის სესიების გადაწყვეტილებები და პოზიცია: ხალხმა უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებებს იღებს კონგრესი და როგორ რეაგირებს ხელისუფლება! თანამშრომლობის ჰარმონიზაცია ნიშნავს ურთიერთპასუხისმგებლობას და ურთიერთპატივისცემას, დაპირისპირება - უპასუხისმგებლობას, თავის მართლებას, ქვეყნის ნგრევას“.

 -ამ განწყობის დამადასტურებელი საუბარი შედგა დედა ენის ძეგლთან „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს შორის. ისაუბრეს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევაზე და მომდევნო წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნაზე. შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში, მინისტრის მონაწილეობით მოხდება „ქართული ერთობის დარბაზის“ ამ ორი უმნიშვნელოვანესი ქართული წინადადების დეტალური განხილვა.

 „ბოლო ათი წელია ქართული ენის დღის აღნიშვნის მასშტაბები სულ უფრო და უფრო მცირდება, ამის დასტურია ის, რაც დღეს ხდებოდა დედა ენის ძეგლთან, ანუ პრაქტიკულად, არაფერი არ ხდებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პოლიტიკურ პარტიებისა და „ქუჩის პოლიტიკოსების“ მიერ ქართული ენის დღის გამოყენებას ხელისუფლებასთან დაპირისპირებისათვის და ეს ხდებოდა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა თვალწინ... დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულია არაქართული ცნობიერება და მართლაც, მოქმედების დროა. სწორედ ეს არის „მოქმედების მანიფესტი“ - აღნიშნეს დღევანდელი დღის შეჯამებისას „ქართული ერთობის დარბაზის“ წარმომადგენლებმა. 

წყარო: http://medianews.ge/ge/martlatsmoqmedebisdroa-qartuliertobisdarbazisaqtsiadedaenisdzegltan/102164

Комментариев нет:

Отправить комментарий