14.04.2015

(reportiori.ge)„მოქმედების დროა“ - დედაენის ძეგლთან „ქართული ერთობის დარბაზის“ აქცია გაიმართ



მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მონაწილეობით დღეს, ქართული ენის დღეს, დედაენის ძეგლთან, 9 აპრილს ილიასა და აკაკის ძეგლთან დაწყებული ხელმოწერების შეგროვება  გაგრძელდა. მსურველებმა ხელი მოაწერეს „მოქმედების მანიფესტს".


როგორც „მოქმედების მანიფესტის" შემქმნელებმა და „ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლებმა აღნიშნეს,„მოქმედების მანიფესტზე" ხელმოწერა - ეს არის საქართველოსათვის ბრძოლის განწყობის დადასტურება და შეკავშირება იმ ადამიანებთან, ვინც გააცნობიერა, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა ახალი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნიდან - არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას".  „მოქმედების მანიფესტის" შემქმნელები და „ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები არიან: რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა და რამაზ ყურაშვილი.


„ქართული ერთობის დაბრაზის" დამფუძნებლები გამოთქვამენ სურვილს,  „მოქმედების მანიფესტს" შეუერთდეს სრულიად საქართველო. „ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარი. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან მართვა, დაიბრუნოს საქართველო, გახადოს იგი რეალურად დამოუკიდებელი და დემოკრატიული, გვაცხოვროს სულიერებითა და სიყვარულით", - აცხადებენ ისინი.


„ბოლო ათი წელია ქართული ენის დღის აღნიშვნის  მასშტაბები სულ უფრო და უფრო მცირდება, ამის დასტურია ის, რაც დღეს ხდებოდა დედაენის ძეგლთან, ანუ პრაქტიკულად, არაფერი არ ხდებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პოლიტიკური პარტიებისა და „ქუჩის პოლიტიკოსების" მიერ ქართული ენის დღის გამოყენებას ხელისუფლებასთან დაპირისპირებისათვის და ეს ხდებოდა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა თვალწინ... დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულია არაქართული ცნობიერება და მართლაც, მოქმედების დროა. სწორედ ეს არის „მოქმედების მანიფესტი", - აღნიშნეს დღევანდელი დღის შეჯამებისას „ქართული ერთობის დარბაზის" წარმომადგენლებმა.

წყარო: http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=61786


Комментариев нет:

Отправить комментарий