15.03.2015

ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“




ჩემო მეგობარო,

ყოველნაირი სიკეთისა და სიმდიდრის დაგროვება შემეძლომეც დავაგროვე...
ჩემი სიმდიდრე - განვლილი გზაახალხის სიყვარულიარომელმაც ამ ასაკამდე მომაღწევინაჩემი სიმდიდრე ჩემი ფილმებიამათ შორისაა უკვე 50 წლის  „ჯარისკაცის მამა“.


ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც ღირსეულ მამულიშვილთა შემწეობით  დღეს გამაჩნია, ტელევიზიაა, თითოეული ჩვენგანისათვის სათაყვანებელი სახელით -„ქართული“.  სიმბოლურია, რომ გიორგობა დღეს, სამების ტაძარში, პატრიარქსა და საზოგადოებას ვაუწყე ამ ტელევიზიის მშობელი ერისთვის საჩუქრად გადაცემის განზრახვის თაობაზე. გარდავქმენი სააქციო საზოგადოებად და ჩემს მეგობრებთან ერთად, ქვეყნის საამაყო შვილებთან: ანზორ ერქომაიშვილთან, გივი თოიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან,  არნოლდ გეგეჭკორთან, რომან რურუასთან, რამაზ ყურაშვილთან ერთად დავიწყეთ დიდი პროცესი არა უბრალოდ სიტყვით, არამედ ბუნებით დემოკრატიული, რეალურად ქართული ტელევიზიის შექმნისა საქართველოში.

მომავალში ის გახდება საკუთრება ყოველი პიროვნებისა, ვინც შეიყვარებს, ვინც შეეხიდება, ვინც 1, 10, თუ 1 000 აქციის ფლობის სანაცვლოდ გაიღებს თანხას ამ ტელეკომპნიის შემდგომი გაძლიერებისათვის. ამ აქციების გამო არც ერთი ჩვენგანი დიდ ფულად დივიდენდებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ის კი გვექნება საამაყოდ, რომ დიდ ქართულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში, რომელსაც მომავალი უფრო დააფასებსვიდრე ჩვენ ეს დღეს წარმოგვიდგენია.

ეს იქნება ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ იმავდროულად სუსტისა და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.

ეს იქნება თაობათა შორის დღეს ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორების ერთობის ტელევიზია.

ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, რომ ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია.

ჩვენ  ვიქნებით  ამაყნი  და  ბედნიერნითუ  საერთო  თანადგომითქველმოქმედთა  და  მეცენატთა, XXI საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მახარდაჭერით,                       8 თებერვლიდან, დიდი დავითის ხსენების დღიდან, ჩვენი დედაუნივერსიტეტის დაარსების დღიდან მოყოლებული ეტაპობრივად საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას. არადა, ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახის გაძლიერებაყოველ გვარში  მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.

ჩვენ ვიწყებთმოქმედების მანიფესტისგანწყობით ცხოვრებას. .. ჩვენ ვიწყებთ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური ფილმი - „რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ“... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელ მსოფლიოში საოცრებებს ახდენს ... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.

დიახ! ასეთი რთული საკითხებით ვიწყებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდი თანადგომა - ამ დიდი ქართული პროექტისადმი შეძლებულთა სიუხვე და არა - სიძუნწე. ვიმეორებთ, სიუხვე და არა - სიძუნწე. ჩემი ასაკისა დაგამოცდილების კაცს დაეჯერება: ამ საქმის მხარდაჭერა უპირველესად სულიერებასთანაა დაკავშირებული. ჩვენი მოქმედების საზომიც ეს არის.

სწორედ ამიტომ, ტელევიზიის ხელმძღვანელობა ვთხოვეთ ცნობილ რეჟისორს, ტელეკომპანია „იმედის“გენერალურ დირექტორის ყოფილ მოადგილეს, სატელევიზიო საქმის კარგი ორგანიზატორის ოჯახში აღზრდილ პიროვნებას, ბატონ ოთარ შამათავას.

სწორედ ამიტომ, სააქციო საზოგადოება „ქართულს“ სათავეში ჩავუყენეთ პროფესორი კაცი, ცნობილი მათემატიკოსი, კარგი ორგანიზატორი, ბატონი ჯონი ჯანელიძე.

სწორედ ამიტომ,  ამ დიდი ქართული საქმის ორგანიზებაში დასაწყისშივე ვთხოვეთ ჩართვა საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებებს, ბატონებს:  ავთანდილ ჩხაიძეს, მიხეილ ჩიკვილაძეს, ოლეგ ნიკოლეიშვილს, ირაკლი მაჭავარიანს, ემილ მიქაიას, გოგი ჯაოშვილს, ალექსი კობაიძეს, რამაზ ლომინაძეს, როლანდ კილაძეს, კონსტანტინე ვერულაშვილს, გია მჭედლიშვილს.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ ძალიან მალე ბევრზე ბევრნი გავხდებით და ასეთი დიდი ერთსულოვნებით შექმნილი ტელევიზია, მართლაც, უნიკალური ფაქტი იქნება მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში.
მშვიდობა ყოველთა ჩვენთა!

რეზო ჩხეიძე
კონორეჟისორი, მშვიდობის მსოფლიო ელჩი
8 დეკემბერი, 2014წ.
     
                      


Комментариев нет:

Отправить комментарий