„ქართული ერთობის დარბაზის“ წევრი პროფესორი რამაზ ლომინაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს იმ პირობებს, რომელშიც მას რეალურად უწევს ცხოვრება.
„გასულ კვირას, საქართველოს რეგიონებში გავმართეთ გაზეთ „ქართულის“ პრეზენტაცია, რომლის ფარგლებში გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. უნდა აღვნიშნო, რომ უამრავი ადამიანი საკუთარი, თუ ოჯახის წევრების სიცოცხლის ახლობლების გადარჩენის მიზნით უცხო ქვეყანაშია გადახვეწილი და უწევს არაადამიანურ პირობებში ცხოვრება, ხოლო საქართველოში დარჩენილთა უმრავლესობა ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას და ვინც შრომობს, განსაკუთრებით სოფლად, ვერ ახერხებს მიღებული პროდუქციის რეალიზაციას. დამაფიქრებელია ასევე, რომ ადგილებზე უგულებელყოფილია ხალხის ინიციატივა: ბათუმში, მთლიანად აჭარაში, უდიდესი მხარდაჭერა მიიღო ინტელიგენციის ინიციატივამ, დაიდგას დედასამშობლოში აჭარის დაბრუნების ამსახველი მონუმენტი. შეგროვდა თანხებიც და ცნობილ არქიტექტორთა მონაწილეობით, პრაქტიკულად დასრულდა ძეგლიც. ჭიანურდება ადგილის გამოყოფა. ხალხი აღშფოთებულია ხელისუფლების უყურადღებობით, - აცხადებს რამაზ ლომინაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას „ქართული ერთობის დარბაზმა“ თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში გამართა გაზეთ „ქართულის“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის პარალელურად მოეწყო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.
წყარო: http://geonews.ge/category/10/society/news/211306/lominadze_darbazi_saqartvelos_mosaxleoba.html
Комментариев нет:
Отправить комментарий