28.04.2015

(თბილისი) რომან რურუა: ბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია!


რომან რურუა: ბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია!
-„ბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია“ - ეს განცხადება „ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ცნობილმა სპორტსმენმა რომან რურუამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ბიზნესის ხელშეწყობისა და ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით ხელისუფლების  თვითკმაყოფილება აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. ბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია, თავი  ვერ დავიხსენით ბიზნესი წინა ხელისუფლების „პატრონობის" სულისკვეთებისაგან. ტრაგიკულია, რომ  მეწარმეებს უდიდესი ენერგია ეხარჯებათ თავის დაცვაზე და იმაზე ფიქრში, როგორ მოიპოვონ ხელისუფალთა კეთილგანწყობა,  - აცხადებს რურუა.

Комментариев нет:

Отправить комментарий