„ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი წევრისა და „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ჩვენ, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსთა მიერ დანგრეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.მისივე თქმით, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში, მართვის სადავეები ქუჩის პოლიტიკოსებს უჭირავთ.ეს განცხადება „თეთრების“ ლიდერმა, რეგიონებში „ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლებთან“ ერთად ვიზიტის დასრულების შემდგომ გააკეთა.„უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, საქართველოში სახელისუფლებო თანამდებობებზე ერთმანეთს რადიკალები ცვლიან. ჩვენ დღეს ერთი კაცის ხათრით არჩეულ, თუ ერთი კაცის გემოვნებით შერჩეულ ხელისუფალთა საქმიანობის კატასტროფულ შედეგებს ვიმკით“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
მისი თქმითვე, მდგომარეობის რადიკალურად შეცვლის მიზნით, გაბედული მოქმედებაა საჭირო.
„თეთრების“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ ყოველგვარ დაპირისპირებას ემიჯნება და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს, რადგან დარბაზის დამფუძნებელთა აზრით, დაპირისპირება სუსტების გზაა.
„ქართული ერთობის დარბაზმა“ თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში, გაზეთ „ქართულის“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის პარალელურად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მოეწყო.
წყარო:
http://www.newspress.ge/politika/65897-themur-shashiashvili-or-atheul-tselze-metia-marthvis-sadaveebi-quchis-politikosebs-utciravth.html
Комментариев нет:
Отправить комментарий