04.04.2015

„პატივდების სიგელის“ გადაცემა



დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგა „ქართული ერთობის დარბაზის“ „პატივდების სიგელის“ გადაცემა.

სიგელები გადასცეს „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებმა რომან რურუამ და ომარ მხეიძემ.


პატივდების სიგელები გადაეცათ ცნობილ მოქანდაკეებს: ლევან მხეიძესა და გიორგი შხვაცაბაიას, ცნობილ პოეტებს: მაყვალა გონაშვილსა და ბაღათერ არაბულს, 
კინორეჟისორ ნინო ლაპიაშვილს,  ჩოხოსან ზაურ ტყეშელაშვილს, დიზაინერ თამარ ნადირაძეს, ჟურნალისტ ქეთი მიქაძეს, ყოფილ პოლიტპატიმარს, ცილიკიშვილების გვარის წინამძღოლს  მიხეილ ცილიკიშვილს, ცილიკიშვილების გვარის წარმომადგენლებს: ივანე და ერეკლე ცილიკიშვილებს,  იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მრევლს თამარ მაისურაძეს,  და დალი კირვალიძეს, წმ. ბარბარეს ეკლესიის მრევლს ნინო გაფრინდაშვილს, ინჟინერ რობიზონ მენთეშაშვილს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий