10.04.2015

(რეპორტიორი)„ქართული ერთობის დარბაზი“: დაპირისპირებით და ზიზღით სავსე პოლიტიკური სივრცე სათნოებით და სიყვარულით უნდა შეიცვალოს


გუშინ, 9 აპრილს, შოთა რუსთაველის ძეგლთან და დღეს, 10 აპრილს, ილიასა და აკაკის ძეგლთან ორგანიზებულ შეკრებაზე „ქართული ერთობის დარბაზის" წევრებმა გააჟღერეს დარბაზის თავმჯდომარის, ცნობილი კინორეჟისორის, რეზო ჩხეიძის მიმართვა „ეს იქნება ჩემი თხოვნა, იქნებ უკანასკნელიც" .


მიმართვის წაკითხვის შემდგომ, დარბაზის წევრებმა გააკეთეს სპეციალური განცხადება პრესისთვის, სადაც ნათქვამია:

„ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები ღრმა პატივისცემას ვუდასტურებთ ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ხელმძღვანელებს, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მათთან თანამშრმლობას, ვთვლით, რომ  ჩვენგან მასალის გვიან მიწოდება არის მიზეზი იმისა, რომ  შაბათს, სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სახელით გაჟღერებული  ეს უაღრესად ეროვნული განწყობის ინფორმაცია ვერ მოხვდა ორშაბათის გაზეთის ფურცლებზე, საინფორმაციო საშუალებებში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ სააგენტოებს „რეპორტიორი" და „GNNEWS". 

ჩვენი პოზიცია უცვლელიადაპირისპირებით და ზიზღით სავსე პოლიტიკური სივრცე სათნოებით  დასიყვარულით უნდა შეიცვალოსკონფრონტაცია პრინციპულობამ უნდა შეცვალოს... ჩვენ  ვემიჯნებითყოველგვარ დაპირისპირებასერთმანეთის ლანძღვა-გინებასერთმანეთზე ზიზღით საუბარს დაჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას ვირჩევთამიტომ გვჭირდება ყოველთა ქართველთასაქართველოსშვილთასაქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესიც და შოთა რუსთაველიც და მისი ვეფხისტყაოსანიც",ამიტომ გვჭირდება ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერაც. გვწამს და გვჯერა:  სიყვარული აღგვამაღლებს".

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს შოთა რუსთაველის ძეგლთან გამართული „ქართული ერთობის დარბაზის" წევრთა  შეკრება მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნას , ხოლო 10 აპრილს ილიასა და აკაკის ძეგლთან დაიწყო „მოქმედების მანიფესტზე" ხელმოწერა.

Комментариев нет:

Отправить комментарий