27.04.2015

(sazogadoeba.ge)რომან რურუა:მეწარმეებს უდიდესი ენერგია ეხარჯებათ იმაზე ფიქრში,როგორ მოიპოვონ ხელისუფალთა კეთილგანწყობა

რომან რურუა:მეწარმეებს უდიდესი ენერგია ეხარჯებათ იმაზე ფიქრში,როგორ მოიპოვონ ხელისუფალთა კეთილგანწყობაბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია- ეს განცხადება „ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ცნობილმა სპორტსმენმა რომან რურუამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.



დარბაზის ლიდერების თქმით, რეგიონებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც გადაუდებლად უნდა გადაწყდეს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა მოსახლეობის დასაქმება, რაც შეუძლებელია წარმატებით გადაიჭრას   ბიზნესის ხელშეწყობის გარეშე.
„ბიზნესის ხელშეწყობისა და ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით ხელისუფლების  თვითკმაყოფილება აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. ბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია, თავი  ვერ დავიხსენით ბიზნესი წინა ხელისუფლების „პატრონობის" სულისკვეთებისაგან. ტრაგიკულია, რომ  მეწარმეებს უდიდესი ენერგია ეხარჯებათ თავის დაცვაზე და იმაზე ფიქრში, როგორ მოიპოვონ ხელისუფალთა კეთილგანწყობა,  - აცხადებს რომან რურუა.

გასულ კვირას „ქართული ერთობის დარბაზმა“ თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში გამართა გაზეთ „ქართულის“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის პარალელურად მოეწყო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.

Комментариев нет:

Отправить комментарий