28.04.2015

(ნიუსპრესი)რომან რურუა: ბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია-

ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, სპორტსმენის, რომან რურუას განცხადებით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც გადაუდებლად უნდა გადაწყდეს. 

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა მოსახლეობის დასაქმება, რაც შეუძლებელია წარმატებით გადაიჭრას ბიზნესის ხელშეწყობის გარეშე. 

„ბიზნესის ხელშეწყობისა და ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით, ხელისუფლების თვითკმაყოფილება რეალურ მდგომარეობას აბსოლუტურად არ შეესაბამება. ბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია, წინა ხელისუფლების „პატრონობის“ სულისკვეთებისაგა ნთავი ვერ დავიხსენით. ტრაგიკულია, რომ მეწარმეებს უდიდესი ენერგია ეხარჯებათ თავის დაცვაზე და იმაზე ფიქრში, როგორ მოიპოვონ ხელისუფალთა კეთილგანწყობა, - განაცხადა რომან რურუამ. 

გასულ კვირას „ქართული ერთობის დარბაზმა“ თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში გაზეთ „ქართულის“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის პარალელურად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მოეწყო.
წყარო: http://www.newspress.ge/politika/65832-roman-rurua-biznesi-thavisuflebis-nacvlad-martsukhebshia.html


Комментариев нет:

Отправить комментарий