18.04.2015

(რე[პორტიორი)„ქართული“ - ამ სახელწოდების გაზეთის პრეზენტაცია სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა




დღეს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ქართული ერთობის გაზეთის -„ქართულის" პრეზენტაცია. 


გაზეთი „ქართული"  წარადგინეს აკადემიკოსმა არნოლდ გეგეჭკორმა, მხატვარმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა გივი თოიძემ, საქართველოს სახალხო არტისტმა, ქორეოგრაფმა ომარ მხეიძემ, პროფესორმა რამაზ ლომინაძემ.



როგორც „ქართული ერთობის დარბაზის" პრესსამსახურმა „რეპორტიორს" აცნობა, შეკრების მონაწილეებმა მოიწონეს გაზეთის გამოცემის იდეა. ხაზგასმით ითქვა, რომ პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოში ასეთი ზეპარტიული და გამაერთიანებელი მოძრაობა, როგორიც „ქართული ერთობის დარბაზია", მეცნიერებისა და კულტურის ასეთი მოღვაწეებით, თაობათა ასეთი ერთიანობით, ეროვნული იდეისა და პროფესიონალიზმისადმი ასეთი განწყობით, მართლაც, საშურია დღევანდელი საქართველოსათვის.


საქართველოს სახალხო არტისტმა დიმიტრი ჯაიანმა, პროფესორმა დავით გოცირიძემ, ცნობილმა ექიმმა და საზოგადო მოღვაწემ ლადო კახაძემ, ბიზნესმენმა თემურ ჭიჭინაძემ ერთხმად აღნიშნეს, რომ საამაყოა, შეუერთდე ისეთ მოძრაობას, რომელიც ფიქრობს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევაზე,  გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნაზე.

სიტყვა წარმოთქვა ებრაელთა კონგრესის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა.


შეკრების მონაწილეებმა მოიწონეს „მოქმედების მანიფესტი" და დღეს მისი მხადაჭერა 200-ზე მეტმა ადამიანმა ხელმოწერით დაადასტურა.


„პატივდების სიგელები" გადაეცათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს დავით გოცირიძეს, ჟურნალისტებს: ოთარ შაორშაძეს, გუბაზ მეგრელიძეს, დარეჯან კვარაცხელიას, იურისტ გრიგოლ შონიას, ფეხბურთელ გიორგი ჭილაიას, ბიზნესმენ თემურ ჭიჭინაძეს, ახალგაზრდა ხატმწერ თამარ ზალოშვილს, მოჭიდავე გიორგი ტყეშელაშვილს, სამბისტ ჯაბა ბიწაძეს (მსოფლიო ჩემპიონი), რეგბისტ ბექა ბიწაძეს, ჩოხოსან გურამ შენგელიას და გვარების წინამძღოლებს: ბესიკ კოჭლამაზაშვილს, ბესიკ ღავთაძეს, მაია მანჩხაშვილს.


შეკრებაზე გაცხადდა გაზეთ „ქართულის" რეგიონებში წარდგენის თაობაზეც. ხვალ, 19 აპრილს - კახეთში;  21 აპრილს - შიდა ქართლსა და იმერეთში; 22 აპრილს - სამეგრელოში; 23 აპრილს - აჭარასა და გურიაში. 

წყარო: http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=62242


Комментариев нет:

Отправить комментарий