9 აპრილს შოთა რუსთაველის ძეგლთან და 10 აპრლს ილიასა და აკაკის ძეგლთან ორგანიზებულ შეკრებაზე „ქართული ერთობის დარბაზის წევრებმა გააჟღერეს დარბაზის თავმჯდომარის, ცნობილი კინორეჟისორის, რეზო ჩხეიძის მიმართვა „ეს იქნება ჩემი თხოვნა, იქნებ უკანასკნელიც“. მიმართვის წაკითხვის შემდგომ, დარბაზის წევრებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები ღრმა პატივისცემას ვუდასტურებთ ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ხელმძღვანელებს, უდიდეს მნიშვბელობას ვანიჭებთ მათთან თანამშრმლობას, ვთვლით, რომ ჩვენგან მასალის გვიან მიწოდება არის მიზეზი იმისა, რომ შაბათს, სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სახელით გაჟღერებული ეს უაღრესად ეროვნული განწყობის ინფორმაცია ვერ მოხვდა ორშაბათის გაზეთის ფურცლებზე, საინფორმაციო საშუალებებში.
ჩვენი პოზიცია უცვლელია: დაპირისპირებით და ზიზღით სავსე პოლიტიკურ სივრცე სათნოებით და სიყვარულით უნდა შეიცვალოს, კონფრონტაცია პრინციპულობამ უნდა შეცვალოს... ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, ერთმანეთზე ზიზღით საუბარს და ჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას ვირჩევთ. ამიტომ გვჭირდება ყოვეთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესიც და შოთა რუსთაველიც და მისი ვეფხისტყაოსანიც, ამიტომ გვჭირდება ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერაც. გვწამს და გვჯერა: სიყვარული აღგვამაღლებს“, - ნათქვამია "ქართული ერთობის დარბაზის" პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს შოთა რუსთაველის ძეგლთან გამართული „ქართული დარბაზის“ წევრთა შეკრება მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნას, ხოლო 10 აპრილს ილიასა და აკაკის ძეგლთან დაიწყო „მოქმედების მქანიფესტზე“ ხელმოწერა.
Комментариев нет:
Отправить комментарий