ქართული ერთობის დარბაზის თბილისის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება პატივდების სიგელით დედაეკლესიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაჯილდოების შესახებ,
მიმართვის სიტყვა წარმოთქვა ქართული ერთობის დარბაზის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ყურაშვილმა:
" ჩვენს მომავალს ორი საყრდენი
აქვს: სულიერება და გონიერება.
ოდითგან, საქართველოს სიძლიერე ამ ორ ბოძზე იდგა. ჩვენს
სულიერებას დიდი პატრონი ჰყავს - ჩვენი დედაეკლესია. ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი პატრიარქით,
რომლის ქადაგებები ერთდროულად ღრმადეროვნულია და იმავდროულად, პლანეტარული. ჩვენ ყველას
გვჭირდება შებრუნება მეცნიერებისაკენ. დააკნინეს მისი როლი დამოუკიდებელ საქართველოში.
ეს ქართული გზა არ არის. საბედნიეროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს მსოფლიო მასშტაბის მეცნიერები.
გვაქვს მეცნიერებათა აკადემია დიდი ისტორიით
და თუ ყველა მოვინდომებთ კიდევ უფრო დიდი მომავლით.
დღეს, კონგრესის სახელით, ჩვენს პატივდების სიგელს გადავცემთ
ჩვენს დედაეკლესიას და ერის სულიერ მამას ილია მეორეს და მეცნიერებათა აკადემიას, მისი პრეზიდენტის
ბატონ ოთარ კვესიტაძის სახით. ეს იქნება არა მარტო პატივდების სიგელის ხელმომწერთა
ჯილდო, არამედ, მთელი კონგრესის. მისი პირველი
გვერდი ყველაფერს ლაპარაკობს. „კიდევაც დაიზრდებიან!“ არა მარტო ამ ქმნილების, არამედ
პატივდების სიგელის ამ გვერდის ავტორიც ბატონი მერაბ ბერძენიშვილია."
Комментариев нет:
Отправить комментарий