ძვირფასო მეგობრებო!
გილოცავთ კონგრესზე მობრძანებას და ჩვენს შეხვედრას.
დიდად საყვარელმა ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ჯარისკაცის
მამის სახით შექმნა მსოფლიოს მამა, დიდი ღირსების მქონე ადამიანი, თავისუფლებისათვის
მებრძოლი ქართველი, სამართლიანობისათვის მოტივირებული მედროშე, ვაზის- ყველაზე დიდი
ფასეულის, ვაზის , როგორც მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლის სიმბოლოს დამცველი.
ჯარისკაცის მამის შექმნიდან ნახევარი საუკუნე გავიდა,
საქართველომ სერიოზული წარმატებებს მიაღწია პოლიტიკისა კულტურის სფეროებში, მედიცინასადა
სპორტში, ჯარისკაცის მამას გაახარებდა ყოველი წარმატების ნახვა, მაგრამ ის გაკვირვებნული
დარჩებაოდა იმით, რომ ხელისუფლებასქართველ ხალხს შორის ხიდჩატეხილობაა. ჩინოვნიკების
ახალი თაობის ნაწილს არ აინტერესებს საინტერესებს საკუთარი ხალხის გულის ტკივილი, ისინი
გაუცხოვებულნი არიან ქართული საზოგადოებისაგაბ
ჯარისკაცის მამა ძალიან გაბრაზდებოდა იმაზე, რომ საქართველოს
ხელისუფლების ნაწილმა დაკარგა პოლიტიკურ -ისტორიული მეხსიერება . შეგახსენებთ, რომ
ამნეზიისაგან განკურნება შეუძელბელია, ამიტომ ბევრად სჯობს რისკის ფაქტორების დონეზე
შევაჩეროთ.
ჯარისკაცის მამა არ დაუშვებდა ნეპოტიზმის ფართოდ გავრცელებას,
რომელიც ემუქრება ჩვენი ხალხის კეთილ მომავალ და სწორი გზი სვლას.
ჯარისკაცის მამა საჭიდაო არენაზე დაამარცხებდა ჩვენი
რესპუბლიკის იმ ვაი-პოლიტიკოსებს და მათ მიმდევრებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში
ცდილობდნენ ქართული საზოგადოების გადაკეთებას და დაშინებას!!! ეროვნული აზრის დამახინჯებას
და მოსპობას.
ჯარისკაცის მამა გაკვირვებული იქნებოდა იმით, რომ უმუშევართა
რაოდენობამ სამუშაოს მქონე ადამიანების რაოდენობას გადააჭარბა.
კარგად არის ცნობილია, რომ უმუშევრობა იწვევს ჯანმრთელობის
დაკარგვას და სერიოზულ სოციალურ -ეკონომიკყრ რყევებს.
ჩვენ , ქართული კონგრესის მონაწილენი, დღეს შევიკრიბეთ
იმისთვის, რომ გონივრულია, კონსტრუქციული იდეებით ხელისუფლების ჯანსაღ ნაწილტან ერთად
ვემსახუროთ ქართველი ხალხის ინტერესებს. არა მიტინგები რევანშისტული დოქტრინებით, არამედ,
დიდი სიყვარულით და მოთმინებით.
მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყნის მეცმოიერებისა და კულტურის
ცნობილ მოღვაწეებთან, ბატონებტან, რეზო ჩხეიძეთან, ანზორ ერქომაიშვილთან. გივო თოიძესთან,
ტარიელ ხარხელაურთან, თემურ გუგუშვილთაბნ, ომარ მხეიძესთან, არნოლდ გეგეჭკორთან, გიგა
ბათიაშვილთან ერთად ხელს ვაწერ ქართული ერთობის დაფუძნებას და ჩვენი კონგრესის განსახილველ
მთავარ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტს"
სწორედ , ამიტომ ვართ დღეს აქ ასეთი ერთობით, აქ არის
ჩვენი დედა ეკლესია, აქ არის სამეფო ხალხიც , მოვიწვიეთ ხელისუფლებაც, ვთხოვეთ უცხოეთის
ქვეყნების საელჩოებს, მოწვევა გავუგზავნე პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
დიდი მადლობა ყველას, ვინც მობრძანდა. დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის კულტურის, მეცნიერების
და ხელოვნების მოღვაწეებს, რომლებიც დღეს გვესწრებიან’ჩვენ
გვჭირდება დიდი ერთიანობა მომავლის საქართველოსთვის,
გაუმარჯოს ქართველი ხალხის დიად მომავალს!
სიტყვა მინდა ვთხოვო ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, მართლაც
დიდ მამულიშვილს, ხელოვანსა და მოღვაწე კაცს.
Комментариев нет:
Отправить комментарий