ხვალ, 27 მარტს
16 საათზე ბათუმის ისტორიულ ბულვარში განთავსებულ საზაფხულო თეატრში გაისნება
ბათუმის კონგრესი, რომლის მუშაობაში აჭარიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა
კუთხიდან ჩასული 1500-ზე მეტი მეცნიერების კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის
წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ბათუმში წინასწარ ჩავიდნენ „ქართული ერთობის
დარბაზის“ დამფუძნებლები და კონგრესის მიერ არჩეული ხელმძღვანელი ორგანოს
წარმომადგენლები. კონგრესის მომზადების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა გამართეს
შეხვედრები აჭარის მოსახლეობასთან და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, ისინი
ასევე შეხვდნენ მეუფე დიმიტრისა და მეუფე
სპირიდონს.
დღესვე შედგა საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ბატონების: რამაზ
ლომინაძისა და ნიაზ ბოლქვაძის შეხვედრა ბათუმის მერთან ბატონ გიორგი ერმაკოვთნ.
27 მარტს, კონგრესის
დაწყებამდე გაიმართება დამფუძნებელთა და საორგანიზაციო კომიტეტის საგანგებო ხდომა,
რომლის შემდგომაც კონგრესის მონაწილეები ყვავილებით
შეამკობენ მემედ აბაშიძის და ილია ჭავჭავაძის ძეგლებს, დაგეგმილია პრესკონფერენცია
ჟურნალისტებისათვის, რომლის შემდგომაც მოეწყობა სიმბოლური მსვლელობა ჟიული შარტავას
ახლადგახსნილ პროსპექტზე .
„ქართული ერთობის დარბაზის“
პრეს-ცენტრი
26.03.2015წ
Комментариев нет:
Отправить комментарий