10.03.2015

"ქართული ერთობის დარბაზის" თბილისის კონგრესი. მსვლელობა



https://scontent-fra.xx.fbcdn.net/hphotos-xfp1/v/t1.0-9/10403469_678645518931058_5569635486836580704_n.jpg?oh=144c572d6b19ef6a9fed70146fcf1417&oe=5576679Aდავით აღმაშენებლის დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს - 8 თებერვალს,  გელათში გახსნილმა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესმა, 9 მარტს, მუშაობა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. კონგრესს 1000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, ძირითადში მეცნიერების, კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის წარმომადგენლები.
გთავაზობთ კონგრესის სრულ მსვლელობას.

I. კონგრესის გახსნა

·    
     სცენაზე იმყოფებოდნენ„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები: დარბაზის  თავმჯდომარეს,  ბატონ  რეზო ჩხეიძეს წარმოადგენდა მისი შვილიშვილი ნინო ჩხეიძე (ბატონმა რეზომ  ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიღება). ბატონები რამაზ ყურაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ტარიელ ხარხელაური, გივი თოიძე, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, რომან რურუა, არნოლდ გეგეჭკორი.  "ქართულის" წევრები: ოთარ შამათავა, ავთანდილ ჩხაიძე, გიორგი ჯაოშვილი, ემილ მიქაია,  მიხეილ ჩიკვილაძე, ირაკლი მაჭავარიანი, რამაზ ლომინაძე, ოლეგ ნიკოლეიშვილი, ჯონი ჯანელიძე, ალექსი კობაიძე, როლანდ კილაძე, გია მჭედლიშვილი .  ანსამბლ რუსთავის წამყვანი სოლისტი, დავით გველესიანი,  მეცნიერი, თეოლოგი ლეონ ფირცხალავა,  პოეტები ნათია ავსაჯანიშვილი და ოთო ფალიანი, სტუდენტი თამარ სიხარულიძე. 

·         პირველ სიტყვა წარმოთქვა ნინო ჩხეიძემ შემდეგ სიტყვას წარმოთქვა „ქართული ერთობის დარბაზის“ ვიცე პრეზიდენტმა ბატონმა რამაზ ყურაშვილმა.

შემდგომ სიტყვა წარმოსთქვა „ქართული ერთობის დარბაზის“ ვიცე პრეზიდენტმა, ანსამბლ რუსთავის ხელმღვანელმა,  ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა რომელმაც სიტყვის დასასრულს, ქართული ერთობის დარბაზის“ თბილისის კონგრესი გახსნილად გამოაცხადა.

·         შესრულდა  საქართველოს ჰიმნი.



I I ძირითადი ნაწილი
·       
  ჰიმნის შესრულების შემდგომ, სიტყვას წარმოთქვა მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბატონმა რამაზ ლომინაძემ.

·   
      მეცნიერმა, თეოლოგმა, ბატონი ლეონ ფირცხალავამ კონგრესს წარუდგინა „მოქმედების მანიფესტი“,·        

გამოცხადდა კონგრესის პირველი გადაწყვეტილება ოქტომბრის თვეში, „თბილისობის“ დღეებში, ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა  მსოფლიო კონგრესის ჩატარების თაობაზე. გადაწყვეტილება წარადგინა „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელმა, ბატონმა რომან რურუამ,  მსოფლიოს ოთხგზისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობაში.

·         გამოცხადდა კონგრესის მეორე გადაწყვეტილება „მოქმედების მანიფესტზე“ ხელმოწერების დაწყების თაობაზე. (გადაწყვეტილებას გააჟღერა „ქართული ერთობის დარბაზის“ დაამფუძნებელმა, ცნობილმა მხატვარმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, ბატონმა გივი თოიძემ.

·                     რამაზ ლომინაძე: ბატონებო, როგორც იცით, კონგრესი გაიხსნა გელათში, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს. ამ დღეს სტუდენტთა, ხელოვანთა  და მეცნიერთა შემოუერთდა კონგრესს. დღეს ბევრნი არიან ჩვენს კონგრესზე ქუთაისიდან. დიდი მადლობა მათ.

ვიწვევთ  ქუთაისის ახალგაზრდული თეატრალური დასის „მარჯანიშვილელები“ წევრებს გიგა აბულაძეს და ნოდარ მელაძეს. ისინი წარმოგვიდგენენ ლიტერატურულ კომპოზიციას „სამშობლო“ და გადმოგვცემენ ცნობილი მოღვაწე კაცის, პროფესორის, ლევან სვანაძის დანაბარებს.

·         სიტყვა წარმოთქვა მეცნიერების დოქტორმა, პროფესორმა, ბატონმა გიორგი სიგუამ. ის ცხოვრობს და მოღვაწეობს უკრაინაში, კიევში და სპეციალურად ჩამოვიდა კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს, ბევრჯერ შესთავაზეს წინადადება თანამდებობის დაკავების თაობაზე საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ, მაგრამ ეს არ გააკეთა. ბატონ გიას უყვარს უკრაინა ხოლო ბოლო პერიოდში ჩასულთ საქართველოდან -სჭირდებათ უკრაინა. ყველაფერი ეს ბატონი გიას ღირსებებზე ლაპარაკობს. ასეთი ბევრი ქართველია უკრაინაში, რომელთა იმედიც უნდა გვქონდეს ჩვენც,  საქართველოში და ჩვენს  უკრაინელ ძმებსა და მეგობრებს უკრაინაში.

·         გამოცხადდა უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის, პოლიტიკური ემიგრაციის და შრომით მიგრანტებისპოზიცია, რომელიც წარმოადგინა ბატონმა შალვა აბაშიძე,
ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში და რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა დევნილობიდან  და თან ჩამოგვიყვანა ნამდვილი უკრაინელი მეგობრები. ცნობილი უკრაინელი მეცნიერები. უნიკალური  „რეპუტაციის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები, ბატონები: ვლადიმერ ჩეპოვოი და ალექსეი ჩუევი, რომელთაც უაღრესად საინტერესო წინადადებები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით, გახდნენ „ქართული ერთობის დარბაზის“ მეგობრები და ტელეკომპანია „ქართულის“ აქციონერები. საუცხოო მაგალითია ქართველთა და უკრაინელთა ძმობისა და მეგობრობის.  

·         სიტყვა წარმოთქვა ბატონმა ნიაზ ბოლქვაძემ,  აჭარის „მამულიშვილთა  საგვარეულო კავშირის“ თავმჯდომარეს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს.
გაცხადდა კონგრესის გადაწყვეტილება შემდგომი სხდომის ბათუმში ჩატარების თაობაზე 27 მარტს.

·         სიტყვა წარმოთქვა პოეტმა ნათია ავსაჯანიშვილმა.
ის  ცნობილი ქართველი პოეტის, მირანგულ ავსაჯანიშვილის ქალიშვილია. ბატონმა მირანგულმა დიდი კვალი დატოვა, როგორც კაცმა და როგორც მოღვაწემ. სასიამოვნოა, რომ  ქალბატონი ნათია ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის დიდი მხარდამჭერია და მზად არის იმუშაოს საორგანიზაციო კომიტეტში.

·         კონგრესმა გამოხატა პოზიცია  ქართულ მიწასთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის კანონპროექტის შესახებ.  რომელიც წარადგინა  პროფესორმა  პაატა კოღუაშვილმა. 

ბატონ პაატას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით მიენიჭა  საქართველოს 2014 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდება აგრარულ ეკონომიკაში.

·         სიტყვით გამოვიდა  პოეტი ტარიელ ხარხელაური.

მის შესახებ, სხდომის წამყვანმა ბრძანა: ბატონი ტარიელი არის  ქართული პოეზიის არწივი, როგორც მას სტუდენტი-ახალგაზრდობა უწოდებს. გვეამაყება,  რომ ასეთი პიროვნება არის „ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. რომ  მისი ხელმოწერაა „მოქმედების მანიფესტზე“. ბატონი რეზო ჩხეიძის სახლში, როცა დამფუძნებლებმა ხელი მოაწერეს „მოქმედების მანიფესტს“, ბატონმა ტარიელმა თქვა: დღემდე საერთოდ არაფერზე, მგონი ავტობიოგრაფიაზეც კი არ მომიწერია ხელი, მაგრამ „მოქმედების მანიფესტს“ დიდი სიამოვნებით ვუერთდებიო“.  მრავლისმთქმელია ეს სიტყვები. სასიამოვნოა, რომ ბატონი ტარიელი სპეციალურად ჩამოვიდა თიანეთიდან და ის ხაზგასმაც უნდა გავაკეთოთ, რომ მასთან ერთად დელეგაციაც გვესტუმრა  თიანეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის თავკაცობით. დიდი მადლობა მათ და სიტყვა საყვარელ პოეტს, ტარიელ ხარხელაურს.

·     
    ქალთა ვოკალური ჯგუფმა „თორდა“ ხელმძღვანელი, თამარ ალადაშვილის ხელმძღვანელობით. შეასრულა სიმღერა ტარიელ ხარხელაურის ლექსზე. 


·         სიტყვას წარმოთქვა ბატონმა მიხეილ ანდღულაძემ, კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერმა. ეს ის ერთსულოვნებაა, რომელმაც ორ მილიონამდე ხელმოწერა შეაგროვა რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ერთი წლით  უკანონოდ არ გაგრძელებოდა პრეზიდენტობის ვადა. ხალხის ეს პოზიცია მაშინ არ გაითვალისწინა 2012 წლის 1 ოქტომბერს მოსულმა ხელისუფლებამ. დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენც ვიმკით და ჩვენი მეგობარი უკრაინელებიც.

·         სიტყვით გამოვიდა ცნობილი კულტუროლოგი, ისტორიკოსი და არქეოლოგი, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი ბატონი სანდრო ნონეშვილი. სხდომის წამყვანმა ბრძანა: სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ იგი არის ყველასათვის საყვარელი პოეტის, ნამდვილი სახალხო პოეტის იოსებ ნონეშვილის შვილი. სწორედ ბატონი იოსები იდგა იმ ორგანიზაციის შექმნის სათავეებთან, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს კულტურულ ურთიერთობებს უცხოეთის ქვეყნებთან . კარგია, რომ ბატონი სანდრო აგრძელებს მამის ამ ტრადიციას, არის  უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე, იტალია-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის გენერალური დირექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი გამოცდილების პიროვნების მონაწილეობა „ქართული ერთობის დარბაზის“ საქმიანობაში, ყოველთა ქართევლთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის საშვილიშვილო საქმეში.
·         გამოცხადდა კონგრესის გადაწყვეტილება ტელეკომპანია„ქართულთან“ დაკავშირებით. ის წარადგინეს  „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებმა, ბატონებმა ომარ მხეიძემ, გივი თოიძემ და თემურ გუგუშვილმა. სხდომის წამყვანმა მათ წარდგენა არ სჭირდებათ, ყველასთვის საყვარელი ადამიანები არიან. ბატონი ომარი ქართული ცეკვის მეფეა, ასევეა ბატონი გივი თოიძე მხატვრობაში და ბატონი თემურ გუგუშვილი საოპერო ხელოვნებაში.

·         სიტყვას წარმოთქვა ტელეკომპანია „ქართულის“ გენერალურ დირექტორად დანიშნულმა ბატონმა ოთარ შამათავამ.

·         სხდომის წამყვანი,  ბატონი  რამაზ ლომინაძე: ცხადდება კონგრესის გადაწყვეტილება: ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“ და ერთად ვამზადებთ ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს. ჩვენ ვქმნით „ ქართულ გამარჯვებას“  

„ბატონებო, თქვენ სკამებზე დაგხვდათ ორი დოკუმენტი. ჩვენი წარმატების საფუძველი არის ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შევასრულოთ ის, რაც ამ დოკუმენტებში წერია. ბატონ რეზო ჩხეიძეზე უკეთესად ვერ ვიტყვით: (აჩვენებს ფურცელს  - „ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“) აქვე არის ინფორმაცია ტელევიზია "ქართულის აქციების შეძენის მსურველთათვის.  მეორე ფურცელი, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე (აჩვენებს მეორე ფურცელს) გთხოვთ, შეავსოთ, ერთი ნაწილი თქვენ წაიღოთ და მეორე ნაწილი ჩვენ დაგვიტოვოთ. ჩვენ ეს ორი ფურცელი გვაკავშირებს, გვაახლოვებს და გვაკეთებინებს დიდ ეროვნულ საქმეს. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ინფორმაციას მათთვის, ვისაც სურვილი აქვს  გახდეს ტელეკომპანია „ქართულის“ აქციონერი.

·         სიტყვა გადაეცა აკადემიკოს არნოლდ გეგეჭკორს, ჩვენი დედაუნივერსიტეტის სრულ პროფესორს, კათედრის გამგეს, უნივერსიტეტის სენატის წევრს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს.  მაისის კონგრესზე ალბათ ჩვენ გვექნება მისი უნიკალური წიგნის, რომელსაც ბატონმა რეზო ჩხეიძემ  „საქართველო დაჭრილი მზეა“ უწოდა, პრეზენტაცია. ბატონი არნოლდი არის კაცი, რომელმაც შემოიარა მთელი მსოფლიო და ინარჩუნებს უნიკალურ კონტაქტებს როგორც ქართველ სტუდენტ-ახალგაზრდობასთან, ასვე მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან. გვეამაყება, რომ ბატონი არნოლდი გახლავთ მსოფლიოს ხუთი კონტინენტის რვა უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

·         სიტყვით გამოვიდა  ახალგაზრდობის საყვარელ პოეტი, ოთო ფალიანი. საპატრიარქოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.

·         გამოცხადდა კონგრესის გადაწყვეტილება პროგრამის კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელიც წარადგინა ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა რამაზ ყურაშვილმა.

·         რამაზ ლომინაძე: ბატონებო, დასკვნითი ნაწილისაკენ მივდივართ. დაგვრჩა ერთი დიდი გადაწყვეტილების მიღება.

დღემდე, დამფუძნებლების, მართლაც დიდი მამულიშვილების სახელით და საქმეებით მოვედით. დღეს ბევრნი გავხდით. ჩვენი ზრდის პროცესი არნახულად გაიზრდება. ამ საქმეს სჭირდება ორგანიზაცია. ჩვენ ასე ვფიქრობთ: დიდ საბჭოში ვთხოვოთ ჩვენი ქვეყნის ცნობილ მოღვაწეებს, დიდ მამულიშვილებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, მოვიწვიოთ ყველა თაობის კარგი ორგანიზატორები. ამის თაობაზე, გთხოვთ თქვენი მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ 25 მარტამდე იმ მისამართებზე, რომლებიც მინიშნებულია თქვენთვის გადმოცემულ ფურცლებზე. ჩვენ ასე ვფიქრობთ,

რომ ბათუმის კონგრესზე 27 მარტს, დავამტკიცოთ იმ გუნდის შემადგენლობა, რომლის მიმართ საქართველოს მოსახლეობის, ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს შვილების ნდობა მაღალი იქნება. ეს იქნება გუნდი, რომელიც მოამზადებს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა ოქტომბრის მსოფლიო კონგრესს. მანამდე კი, ამ პორცესის ხელმძღვანელობა ვთხოვოთ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს და „ქართულის“ საბჭოს. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციას იზიარებთ. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ავტორიტეტული და საქმით სავსე გუნდი. ბატონ რეზო ჩხეიძეს მიაჩნია, რომ ამ გუნდის სათავეში უნდა იყოს ყველასათვის საყვარელი მერაბ ბერძენიშვილი.

·        
რამაზ ყურაშვილი: საქმიანად ვიმუშავეთ, დიდი გადაწყვეტილებები მივიღეთ. წინ ზღვა სამუშაო გველოდება. როგორც უკვე დარწმუნდით, ჩვენს მომავალს ორი საყრდენი აქვს: სულიერება და გონიერება. ოდითგან, საქართველოს სიძლიერე ამ ორ ბოძზე იდგა. ჩვენს სულიერებას დიდი პატრონი ჰყავს - ჩვენი დედაეკლესია. ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი პატრიარქით, რომლის ქადაგებები ერთდროულად ღრმადეროვნულია და იმავდროულად, პლანეტარული. ჩვენ ყველას გვჭირდება შებრუნება მეცნიერებისაკენ. დააკნინეს მისი როლი დამოუკიდებელ საქართველოში. ეს ქართული გზა არ არის. საბედნიეროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს მსოფლიო მასშტაბის მეცნიერები. გვაქვს მეცნიერებათა აკადემია დიდი ისტორიით  და თუ ყველა მოვინდომებთ კიდევ უფრო დიდი მომავლით.  

დღეს, კონგრესის სახელით, ჩვენს პატივდების სიგელს გადავცემთ ჩვენს დედაეკლესიას და ერის სულიერ მამას ილია მეორეს და მეცნიერებათა აკადემიას, მისი  პრეზიდენტის  ბატონ ოთარ კვესიტაძის სახით. ეს იქნება არა მარტო პატივდების სიგელის ხელმომწერთა  ჯილდო, არამედ, მთელი კონგრესის. მისი პირველი გვერდი ყველაფერს ლაპარაკობს. „კიდევაც დაიზრდებიან!“ არა მარტო ამ ქმნილების, არამედ პატივდების სიგელის ამ გვერდის ავტორიც ბატონი მერაბ ბერძენიშვილია.

I I I. დასკვნითი ნაწილი

·         რეზო ჩხეიძის შვილიშვილმა ნინო ჩხეიძემ, კონგრესს წარუდგინა ბატონი რეზო ჩხეიძის მიმართვა „კიდევაც დაიზრდებიან“.

·          სცენაზე ამოვიდნენ ხალგაზრდები დარბაზიდან...  „ამ წუთისთვის ღირდა ჩვენი ცხოვრება“ - ასეთი მრავლისმეტყველი რეპლიკა გააკეთა ცნობილმა არქიტექტორმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა,  ბატონმა გიგა ბათიაშვილმა.
·          
·    
     ამ დროს ეკრანზე ჩანს ორი რეზო: რეზო ჩხეიძე და რეზო ესაძე. ანსამბლ „რუსთავის“ წამყვანმა სოლისტმა დავით გველესიანმა შეასრულება ჯანსუღ კახიძის  სიმღერას „ჰერიო ბიჭებო, ჰერიო“ ბატონი რეზო ჩხეიძის ფილმიდან „მშობლიურო ჩემო მიწავ“. რომლის დროსაც ეკრანზე მიდიოდა  კადრები ამ ფილმიდან, რომლის შემდეგაც ეკრანზე კვლავ იქნება გელათის კადრები.

ასეთი შინაარსიანი და დატვირთული იყო კონგრესი, რომელიც იმედიანად დამთავრდა.
კონგრესი აგრძელებს მუშაობას და ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა ოქტომბრის მსოფლიო კონგრესამდე ჩატარდება საქართველოს ყველა სამხარეო ცენტრში (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, გორი, ახალციხე, მცხეთა) და საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო, ცხოვრობენ საქართველოს შვილები (თურქეთი, ირანი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჰოლანდია).

თბილისის შემდგომ, 27 მარტს კონგრესი გაიმართება ბათუმში, ბათუმის ისტორიულ ბულვარში განთავსებულ კულტურის ცენტრში.  

იხილეთ გალერეა https://www.facebook.com/media/set/?set=a.678643908931219.1073741838.619677148161229&type=1




გალერეა

Комментариев нет:

Отправить комментарий