11.03.2015

ერისა და ბერის საყურადღებოდ. "ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესი: გავერთიანდეთ და თავი დავიხსნათ ყალბი, გამოგონილი მეგობრებისაგან!




ქართული სახელმწიფოს გადარჩენისა და აღორძნების რეალური პროგრამა - ერთი წინადადებით ასე  შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ქართული ერთობის დარბაზის კონგრესზე გაცხადებული "მოქმედების მანიფესტი"
კონგრესის მორიგი სხდომა 9 მარტს გაიმართა  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. სხდომის გაცსნის პატივი სიმბოლურად მიენდო დიდ რეჟისორის და მამულიშვილის, მსოფლიო მშვიდობის ელჩის რეზო ჩხეიძის შვილიშვილს, ნინოს, რომელმაც მოგვიანებით სახელოვანი პაპის წერილი წაიკითხა. კონგრესის მონაწილეებისადმნი -" ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია "ქართულს" თუმცაღა ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ეს არის წერილი ყოველი ქართველისადმი, ამიტომაც დიდი რეჟისორის ძირითად სათქმელს უცვლელად გთავაზობთ. 


ჩემო მეგობრებო

ყოველნაირი სიკეთისა და სიმდიდრის დაგროვება შემეძლომეც დავაგროვე...
ჩემი სიმდიდრე - განვლილი გზაახალხის სიყვარულიარომელმაც ამ ასაკამდე მომაღწევინაჩემი სიმდიდრე ჩემი ფილმებიამათ შორისაა უკვე 50 წლის  „ჯარისკაცის მამა“.

ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც ღირსეულ მამულიშვილთა შემწეობით  დღეს გამაჩნია, ტელევიზიაა, თითოეული ჩვენგანისათვის სათაყვანებელი სახელით -„ქართული“.  სიმბოლურია, რომ გიორგობა დღეს, სამების ტაძარში, პატრიარქსა და საზოგადოებას ვაუწყე ამ ტელევიზიის მშობელი ერისთვის საჩუქრად გადაცემის განზრახვის თაობაზე. გარდავქმენი სააქციო საზოგადოებად და ჩემს მეგობრებთან ერთად, ქვეყნის საამაყო შვილებთან: ანზორ ერქომაიშვილთან, გივი თოიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან,  არნოლდ გეგეჭკორთან, რომან რურუასთან, რამაზ ყურაშვილთან ერთად დავიწყეთ დიდი პროცესი არა უბრალოდ სიტყვით, არამედ ბუნებით დემოკრატიული, რეალურად ქართული ტელევიზიის შექმნისა საქართველოში.
მომავალში ის გახდება საკუთრება ყოველი პიროვნებისა, ვინც შეიყვარებს, ვინც შეეხიდება, ვინც 1, 10, თუ 1 000 აქციის ფლობის სანაცვლოდ გაიღებს თანხას ამ ტელეკომპნიის შემდგომი გაძლიერებისათვის. ამ აქციების გამო არც ერთი ჩვენგანი დიდ ფულად დივიდენდებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ის კი გვექნება საამაყოდ, რომ დიდ ქართულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში, რომელსაც მომავალი უფრო დააფასებსვიდრე ჩვენ ეს დღეს წარმოგვიდგენია.

ეს იქნება ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ იმავდროულად სუსტისა და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.

ეს იქნება თაობათა შორის დღეს ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორების ერთობის ტელევიზია.

ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, რომ ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია.

ჩვენ  ვიქნებით  ამაყნი  და  ბედნიერნითუ  საერთო  თანადგომითქველმოქმედთა  და  მეცენატთა, XXI საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მახარდაჭერით,                       8 თებერვლიდან, დიდი დავითის ხსენების დღიდან, ჩვენი დედაუნივერსიტეტის დაარსების დღიდან მოყოლებული ეტაპობრივად საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას. არადა, ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახის გაძლიერებაყოველ გვარში  მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.

ჩვენ ვიწყებთმოქმედების მანიფესტისგანწყობით ცხოვრებას. .. ჩვენ ვიწყებთ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური ფილმი - „რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ“... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელ მსოფლიოში საოცრებებს ახდენს ... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.

დიახ! ასეთი რთული საკითხებით ვიწყებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდი თანადგომა - ამ დიდი ქართული პროექტისადმი შეძლებულთა სიუხვე და არა - სიძუნწე. ვიმეორებთ, სიუხვე და არა - სიძუნწე. ჩემი ასაკისა დაგამოცდილების კაცს დაეჯერება: ამ საქმის მხარდაჭერა უპირველესად სულიერებასთანაა დაკავშირებული. ჩვენი მოქმედების საზომიც ეს არის.

სწორედ ამიტომ, ტელევიზიის ხელმძღვანელობა ვთხოვეთ ცნობილ რეჟისორს, ტელეკომპანია „იმედის“გენერალურ დირექტორის ყოფილ მოადგილეს, სატელევიზიო საქმის კარგი ორგანიზატორის ოჯახში აღზრდილ პიროვნებას, ბატონ ოთარ შამათავას.

სწორედ ამიტომ, სააქციო საზოგადოება „ქართულს“ სათავეში ჩავუყენეთ პროფესორი კაცი, ცნობილი მათემატიკოსი, კარგი ორგანიზატორი, ბატონი ჯონი ჯანელიძე.

სწორედ ამიტომ,  ამ დიდი ქართული საქმის ორგანიზებაში დასაწყისშივე ვთხოვეთ ჩართვა საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებებს, ბატონებს:  ავთანდილ ჩხაიძეს, მიხეილ ჩიკვილაძეს, ოლეგ ნიკოლეიშვილს, ირაკლი მაჭავარიანს, ემილ მიქაიას, გოგი ჯაოშვილს, ალექსი კობაიძეს, რამაზ ლომინაძეს, როლანდ კილაძეს, კონსტანტინე ვერულაშვილს, გია მჭედლიშვილს.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ ძალიან მალე ბევრზე ბევრნი გავხდებით და ასეთი დიდი ერთსულოვნებით შექმნილი ტელევიზია, მართლაც, უნიკალური ფაქტი იქნება მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში.

კონგრესზე გამოწვლილივით დადარგობრივად განიხილეს დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისმ იდეოლოგიის სოციალური, კულტურისა და სპორტის აღზრდისა და დასაქმების, ქართული მიწის გაყიდვა-გასხვისების პრობლემები.
საოცრად გულწრფელი და დამაჯერებელი იყო ამ პრობლემებზე პროფესიონალ ქართველთა შეფასებები, თავად განსაჯეთ,  როგორი საგულისყურო იქნებოდა, მაგალითად, დიდი მამულიშვილის, გამოჩენილი ლოტბარისა და ფოლკლორისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის ანზორ ერქომაიშვილის შეფასება: ჩვენი დღევანდელი გაჭირვების უმთავრესი მიზეზია ურთიერთდაპირისპირება, გათითოკაცება, ამბიციურობა და ამპარტავნება. სწორედ ამ სატკივარს უნდა ვუწამლოთ, და ქვეყანაც გადარჩება და აღორძინდება. ეს უნდა იყოს  ჩვენი ერთობის დარბაზის მთავარი ზნეობრივი მისია. ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენი ისტორია, ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი.

კონგრესის „მოქმედების მანიფესტის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს დარბაზის დამფუძნებელმა, პროფესორმა რამაზ ყურაშვილმა, თეოლოგმა ლეონ ფირცხალავამ (მანვე წაიკითხა მოქმედების მანიფესტი) და დააკონკრეტა, რომ თბილისში მოქმედების პროგრამაზე ხელმოწერები იწყება 15 აპრილს.

 ერთობ კრიტიკული იყო უკრაინაში მცხოვრები პროფესორ გიორგი სიგუას და ბიზნესმენ შალვა აბაშიძის გამოსვლები. აჭარის დელეგაციის სახელით კონგრესს საკუთარი მოსაზრებები გააცნო პროფესორმა ნიაზ  ბოლქვაძემ. ქართული მიწის გასხვისების   სატკივარზე ისაუბრა პროფესორმა, 2004 წლის საუკეთესო მეცნიერმა პაატა კოღუაშვილმა.

უმუშევრობის ზრდისა და ადამიანის უფლებების დაცვის , საზოგადოებრივი მაუწყებლის უნიათობაზე  გაამახვილა ყურადღება პროფესორმა, პოლიტოლოგმა დაექსპერტმა მიხეილ ანდღულაძემ

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველთა საერთო გასაჭირზე და  სამშობლოსთან მათი ურთიერთობების საკითხზე ისაუბრა უცხოეთთან საქართველოს კულტურული ურთიერთობის საზპგადოების თავმჯდომარემ, სანდრო ნონეშვილმა, ცნობილმა ბიოლოგმა და მწერალმა პროფესორმა არნოლდ გეგეჭკორმა.

სახალხო ტელევიზია „ქართულის“ შესაძლოა ტელეკომპანია ქართული გამარჯვება ეწოდოს) გარშემო ისაუბრეს საქართველოს სახალხო არტისტმა, ლეგენდარულმა მოცეკვავემ, ომარ მხეიძემ, და ამ ტელეკომპანიის ახლადდანიშნულმა დირექტორმა ოთარ შამათავამ (ტელევიზიის გახსნა მაისიდან იგეგმება)

მსოფლიო ჩემპიონის, რომან რურუას წინადადებით, დარბაზმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოველთა ქართველთა მორიგი მსოფლიო კონგრესი შემოდგომაზე, თბილისობის დღესასწაულის დღეებში მოვიწვიოთ.

საკუთარი სათქმელი ლექსებით გამოხატეს, დარბაზის  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა , ცნობილმა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, ახალგაზრდა პოეტებმა, მაია ავსაჯანიშვილმა და ოთო ფალიანმა.

საღამო დაამშვენეს თბილისელმა, ქუთაისელმა და ბათუმელმა მსახიობებმა და ინდივიდუალურმა შემსულებლებმა.

ერთობის დარბაზის სხდომაზე კონგრესის საერთო ხელმძღვანელად აირჩიეს ლეგენდარული მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი.

კონგრესის მთავარი ლაიტმოტივი იყო დიდი ქართველი პროექტის „საქართველო დაჭრილი მზეა“ (გრიგოლ რობაქიძის გამოთქმაა) განხორციელებისათვის ერისა და ბერის შემზადება.

ცნობილმა საოპერო მომღერალმა დავით გველესიანმა ქართველთა ერთობის დარბაზის კონგრესი დაასრულა სულის შემძვრელი პატრიოტული სიმღერით „ჰერიო ბიჭებო!“
კონგრესის მორიგი შეკრება გაიმართება 27 მარტს ბათუმში


სიმბოლურია ისიც, რომ პირველი კონგრესი გელათში, დავით აღმაშენებლის დღეს, 8 თებერვალს გაიმართა მისი მთავარი ორგანიზატორი თემურ შაშიაშვილი იყო


"საქართველოს რესპუბლიკა" #45
11.03.2015წ



Комментариев нет:

Отправить комментарий