10.03.2015

კონგრესის მიმართვა: ჩვენ ერთად ვამზადებთ ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს


ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესისათვის მზადების ფარგლებში, თბილისის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება,   საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაქსიმალური ჩართვის მიზნით. 
კონგრესის მონაწილეებისადმი გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში, რომელიც გააჟღერა ბატონმა რამაზ ლომინაძემ, ნათქვამია:  

"დაიწყო დიდი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესთან, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისობის დღეებში გაიმართება. ამ ისტორიულ ფორუმს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ მომავლის საქართველოს პროგრამა, თქვენ შეგიძლიათ თქვენი თანადგომით   ფასდაუდებელი წვლილი შეიტანოთ კონგრესის მუშაობაში სამი მიმართულებით:


 პირველი - ამ პროცესში მაქსიმალურად ჩააბათ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე თქვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები  იმის გათვალისწინებით, რომ  ყოველთა ქართველთა ოქტომბრის კონგრესამდე ჩატარდება კონგრესები თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, რუსეთში, უკრაინაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ანუ  იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად, თუ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ქართველთა და საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა დიდია ;

მეორე - ყველანი გახდეთ თანამესაკუთრენი, ანუ აქციონერები,  ტელეკომპანიისა “ქართული გამარჯვება“ რომლის უპირველესი დანიშნულებაა ქართული საზოგადოების ჰარმონიზაცია და გაერთიანება;

მესამე - პირადი მონაწილეობის მიღებით და ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოსამზადებლად შემდგომ მუშაობაში (განსაკუთრებით კი, მოსაწვევ პიროვნებათა სიების შედგენაში და მომავლის საქართველოს პროგრამის შექმნაში).

ურთიერთთანამშრომლობისათვის გთხოვთ, ამ წერილის ბოლო ნაწილში  მითითებულ ხაზს ქვემოთ დაგვიტოვოთ  თქვენი კოორდინატები, საკომუნიკაციო საშუალებათა რეკვიზიტები (ელ. ფოსტა, ფეისბუქის გვერდი, ტელეფონი, მისამართი) თეატრის  გასასვლელში  განთავსებულ  ყუთებში.

ჩვენი კოორდინატებია:
ელ. ფოსტა: qartuliertobisdarbazi@gmail.com
ფეისბუქის გვერდი: ქართული ერთობის დარბაზი
ქართული ერთობის დარბაზის ბლოგი:  qartuliertobisdarbazi.blogspot.com

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:  ნონა ღამბაშიძე  - ტელ.: 599 37 83 41"


გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენს შესახებ








Комментариев нет:

Отправить комментарий