ქართული ერთობის დარბაზმა 9 მარტს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაგეგმილ "ქართული ერთობის" კონგრესზე მოიწვია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.
მოწვევის წერილში, რომელსაც ქართული ერთობის დარბაზის სახელით ხელს აწერენ ვიცე-პრეზიდენტები, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რომან რურუა და პროფესორი რამაზ ყურაშვილი, ნათქვამია:
თქვენო უწმიდესობავ,
დიდი პატივი გვერგო წილად, ჩვენი
მეგობრების, მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეების, ბატონების: რეზო ჩხეიძის,
ანზორ ერქომაიშვილის, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, თემურ გუგუშვილის, ომარ მხეიძის,
არნოლდ გეგეჭკორის სახელით მოგიწვიოთ „ქართული ერთობის“ კონგრესზე, რომელიც შედგება
9 მარტს, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.
ჩვენ დიდად გვაფიქრებს ქვეყანაში
შექმნილი რეალობა, როდესაც გარეთ არსებული
ანტიქართული ძალები და მათი ერთგული ცალკეული პიროვნებები თუ ორგანიზაციები ქვეყნის
შიგნით ახერხებენ საქმიანობის კოორდინაციას. ამას ემატება ისეთი სერიოზული არასასიამოვნო
მოვლენები, როგორებიცაა ე.წ. ექსპერტთა მკვეთრად
ნეგატიური პროგნოზებით გამოწვეული მოსახლეობის პანიკა და შიდა პროცესები მმართველ ძალაში. შედეგად - ქვეყანაში შექმნილი ვითარება იმ ნიშნულს
უახლოვდება, როცა პასუხად აუცილებელია საქართველოს ყველა ჭეშმარიტი შვილის მოქმედების
კონსოლიდაცია.
თქვენი ლოცვა-კურთხევით შექმნილი
„ქართული ერთობის დარბაზი“ ემსახურება ერთ მიზანს - თქვენს ქადაგებებში არაერთგზის
ხაზგასმით აღნიშნულ ქვეყანაში დიდი ერთობის დამკვიდრებას..
ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება,
ცოდნა, შესაძლებლობები სრულად ჩავაყენოთ ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად სახელმწიფოს
უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანის საქმეში.
სწორედ ასეთი მოღვაწეობა გახლავთ
უპირველესი მიზანი „ქართული ერთობის“ დარბაზისა დღეს და იმედია, იგი სამშობლოს საკეთილდღეოდ
არაერთ კეთილ ნაყოფს გამოიღებს.
უწმიდესო და უნეტარესო,
უპირველესი ქართველის, დიდი დავით
აღმაშენებლის დღეს, გელათის აკადემიის წმინდა კედლებში წამოწყებული ეს მამულიშვილური
საქმე გრძელდება 9 მარტს რუსთაველის თეატრში, სადაც თქვენი მობრძანება ამ მაღალაკადემიურ
დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისათვის იქნება ნიშანი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობისა
ამ უმძიმეს პერიოდში; იქნება ნიშანი მომავლის დიდი იმედისა საყოველთაო დეპრესიის დღეებში;
იქნება ნიშანი სულიერების განსაკუთრებული როლისა და ადგილისა დღევანდელ უმძიმეს პერიოდში
ერისა და ხელისუფლების გამთლიანების საქმეში.
პატივისცემით,
„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა
სახელით
ვიცე-პრეზიდენტები
რომან რურუა რამაზ
ყურაშვილი
მსოფლიოს მრავალგზის და პროფესორი, დიაბეტისა
და თიროიდული
ოლიმპიური ჩემპიონი საერთაშორისო
ფედერაციების წევრი
27 თებერვალი, 2015 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий