დიდად პატივცემულო ბატონო რეზო,
ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მოწვევა "ქართული ერთობის" კონგრესზე. სავსებით ვიზიარებ ქართული სულითა და ცნობიერებით განმსჭვალულ თქვენს კონცეფციას ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ჯერ კიდევ 1991 წელს გამოცემულ წიგნში "გზა ხსნისა" ვწერდი, რომ უნდა ამაღლდეს "პლანეტარული პატრიოტიზმის" შეგნება, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და რომ საქართველოში დაირწა ცივილიზაციის აკვანი.
მახსენდება შილერის კარლ მოორის სიტყვები: "მომეცით ათიოდე ასეთი ვაჟკაცი და ქვეყანას მთლიანად გარდავქმნიო". სწორედ ასეთ ათეულში გიკავიათ თქვენ, როგორც დიდ შემოქმედს და ჭეშმარიტ მამულიშვილს, პირველი ადგილი. სიყვარულითა და პატივისცემით,
თქვენი რამაზ გახოკიძე.

Комментариев нет:
Отправить комментарий