13.03.2015

reportiori.ge) რამაზ ლომინაძე: გვაქვს პრეტენზია, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში

„ქართული ერთობის დარბაზის“ წევრებმა ლეონ ფირცხალავამ, რამაზ ლომინაძემ და ირაკლი მაჭავარიანმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, ორგანიზაცია აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ თავიანთი სამშობლო და სურთ უკეთესი მომავალი.


 „ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 8 თებერვალს „ქართულმა ერთობის დარბაზის“ კონგრესმა მუშაობა დაიწყო გელათის აკადემიაში, 9 მარტს მუშაობა გაგრძელდა თბილისში, რუსთაველის თეატრში.

ამან საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და საჭიროდ ჩავთვალეთ, გარკვეული განმარტებები გაგვეკეთებინა ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძრაობა, არ ვართ პოლიტიკური პარტია. ჩვენი მოძრაობა აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ თავიანთი სამშობლო, რომლებსაც სურთ ქვეყნის კეთილდღეობა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლაზე, პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში“, -განაცხადა პროფესორმა რამაზ ლომინაძემ.

 „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრების განცხადებით, აღნიშნულ ორგანიზაციას არ აქვს სახელისუფლებო ინტერესი, მათი მიზანი ახალი მიმართულების ძიება და კონკრეტული პრობლემების გადაჭრის მექანიზმების ხელისუფლებისთვის შეთავაზებაა. „საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანას გეზი უნდა შეეცვალა და ხმა მისცა ახალ ძალას. ხალხი აღნიშნავს, რომ გადაილახა შიშის ბარიერი, თუმცა, ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ უარესი - უიმედო მდგომარეობა. ჩვენი ორგანიზაცია გულისხმობს ახალი გზის და მიმართულების მონახვას

. გვინდა, ხელიხელჩაკიდებულებმა მოვახერხოთ და მივცეთ ქვეყანას ბედნიერი მომავალი. „ქართული ერთობის დარბაზი“, პოლიტიკური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, არ არის ძალაუფლებისთვის მებრძოლი ორგანიზაცია. გვინდა, შევქმნათ ჩვენი საქმიანობის კონკრეტული პროგრამა, საკითხების მიხედვით წარვუდგინოთ ხელისუფლებას ჩვენეული ხედვა კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს რამაზ ლომინაძე.





Комментариев нет:

Отправить комментарий